„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე გარდაცვლილი ია კერზაიას საქმეზე სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და აცხადებს, განათლების მინისტრი „კულისებიდან იმართება", რის გამოც მიხეილ ბატიაშვილს თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებს.
„გამოჩნდა, რომ ქალბატონ ია კერზაიას გარდაცვალებაში ბრალი მიუძღვის ხელისუფლებას. დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება. უნდა გაეცეს პასუხი, თუ როგორ მოხდა ამ ანონიმური წერილის საფუძველზე ის რეპრესიები, რამაც შემდეგ მიგვიყვანა ამ უბედურ შემთხვევამდე. რაც შეეხება განხილვების პოლიტიკურ ნაწილს ჩვენ განგვიმტკიცდა ის აზრი, რომ მინისტრი არის ფაქტობრივად მძევალი, ფაქტობრივად მას მართავენ კულისებიდან და მრავალი გადაწყვეტილება არ მიიღება მის მიერ. უმჯობესია, რომ გადადგეს ამ თანამდებობიდან", ამბობს რომან გოცირიძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.