მოკლულია ბევრი ადამიანი შეიარაღებული პირების მიერ ახალ ზელანდიაში 2 მეჩეთზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად
15-03-2019, 08:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბევრი ადამიანია მოკლული ახალ ზელანდიაში, ქალაქ კრაისტჩერჩში მდებარე 2 მეჩეთში მას შემდეგ, რაც შეიარაღებულმა მამაკაცმა მლოცველებს ცეცხლი გაუხსნა, იტყობინება ახალი ამბების სააგენტო „როიტერსი“.

 

 

ახალი ზელანდიის მედიის ინფორმაციით მოკლულია 9-დან 27-ამდე ადამიანი, მაგრამ დაღუპულთა რაოდენობა დადასტურებული არ არის.

 


პოლიციამ განაცხადა, რომ „მრავლობითი უბედურება“ მოხდა ორ მეჩეთში, მაგრამ უცნობია რამდენი თავდამსხმელი მონაწილეობდა.

 


როგორც ამ წუთებში BBC პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება, დაკავებულია სამი მამაკაცი და ერთი ქალი.

 


ცოტა ხნის წინ პოლიციამ განაცხადა, რომ „მსხვერპლის რაოდენობა სერიოზულია“, მაგრამ რაოდენობა არ დაუსახელებია.

 


პოლიციამ ასევე გამაფრთხილებელი განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ „საფრთხე კვლავ არსებობს“.

 

 


რა ვიცით ამ დროისთვის თავდასხმის შესახებ?

 

ამ დროისთვის კრაისტჩერჩში მომხდართან დაკავშირებით ჩვენ ვიცით:

 

  • მასობრვი სროლები იყო სულ მცირე ორ მეჩეთში - „მრავლობითი უბედურებით“.
  • ასაფეთქებელი მოწყობილობებია აღმოჩენილი პოლიციის მიერ რამდენიმე სატრანსპორტო საშუალებაში
  • დაკავებულია ოთხი ადამიანი - სამი მამაკაცი და ერთი ქალი
  • მეჩეთებს უთხრეს, რომ ჩაკეტონ თავიანთი კარები, შემდგომი ცნობების გავრცელებამდე
  • პოლიცია აცხადებს, რომ შესაძლოა დამნაშავეთა უფრო ფართო ჯგუფი კვლავ მოქმედებდეს სხვა ადგილებშიც
  • ახალი ზელანდიის მთავრობა საგანგებო სხდომას მართავს.
  • შეიარაღებულმა მამაკაცმა ინტერნეტით მანიფესტი გამოაქვეყნა, რომელშიც მუსლიმებისა და უმცირესობების წინააღმდეგ სიძულვილია გამოხატული და მანვე თავდასხმა „ფეისბუქის“ პირდაპირი ეთერის რეჟიმში ჩართო.
  • ავსტრალიის პრემიერ მინისტრმა დაადასტურა, რომ თავდამსხმელთაგან სულ მცირე ერთი ავსტრალიაში დაბადებული ავსტრალიის მოქალაქეა. 

 

 

ავსტრალიაში მუსლიმებმა განცხადება გაავრცელეს და „მხეცური“ ქმედება „ისლამოფობიის პროდუქტად“ გამოაცხადეს.

 


„დღევანდელი ხოცვა-ჟლეტა არის ყველაზე მზარდი ისლამოფობიის და მუსლიმების მარგინალიზაციის პროდუქტი, რაც კი ოდესმე არსებულა“, აცხადებს ავსტრალიის მუსლიმთა ორგანიზაციის პრეზიდენტი დოქტორი რატებ ჯნეიდი. იგი ამბობს, რომ ეს შემხსენებელია მედიისა და პოლიტიკოსებისთვის იმ „საშინელი შედეგების, სადამდეც სიძულვილის და დაყოფის ატმოსფერომ შეიძლება მიგვიყვანოს“.

 

 

ავსტრალიამ გამოაცხადა, რომ ახალ ზელანდიასთან კოორდინაციაშია. ქუინსლენდის პოლიციამ დაადასტურა, რომ ისინი მომხდართან დაკავშირებით ინფორმირებული არიან და თავიანთ ახალ ზელანდიელ კოლეგებთან ერთად კოორდინირებულად მუშაობენ.

 


ახალი ზელნადიის პოლიციამ კრაისტჩერჩში სკოლების დახურვის შესახებ გამოცხადების შემდეგ, ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ აღნიშნული მოთხოვნა დღის წესრიგიდან არის მოხსნილი.

 


„პოლიციას ახლა შეუძლია დაადასტუროს, რომ მთელ კრაისტჩერჩში სკოლების დახურვის საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილია. ჩვენ გვსურს დავამშვიდოთ საზოგადოება, რომ ქალაქში პოლიციის დიდი რაოდენობაა წარმოდგენილი და ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოება ჩვენს პრიორიტეტს წარმოადგენს“, აღნიშნულია განცხადებაში.

 

კომენტარები: 37
#17   Tangela
      
References:


Rt 66 casino https://bridgedesign.site
5 ივნისი 2026 00:39
#16   Enrique
      
References:


Reel deal slots rentry.co
4 ივნისი 2026 22:32
#15   Louie
      
References:


Prairie band casino lovebookmark.win
4 ივნისი 2026 22:22
#14   Fallon
      
4 ივნისი 2026 22:03
#13   Chas
      
References:


New castle casino http://uchkombinat.com.ua/user/monthdoubt8/
4 ივნისი 2026 16:48
#12   Wanda
      
References:


Meadows casino boardgameswiki.site
4 ივნისი 2026 15:18
#11   Trudi
      
References:


Poker777 telegra.ph
4 ივნისი 2026 11:28
#10   Jamaal
      
References:


Best online casino bonuses 24propertyinspain.com
4 ივნისი 2026 08:06
#9   Casie
      
3 ივნისი 2026 14:07
#8   Latonya
      
References:


No deposit sign up bonus https://intensedebate.com/people/farmerlaugh5
3 ივნისი 2026 00:22
#7   Carina
      
References:


Nu metro montecasino pad.stuve.uni-ulm.de
2 ივნისი 2026 23:29
#6   Shaun
      
References:


Playboy casino cancun briefjournal.site
2 ივნისი 2026 22:22
#5   Sammy
      
References:


L'auberge casino baton rouge https://www.24propertyinspain.com/
2 ივნისი 2026 09:23
#4   Jayne
      
31 მაი 2026 08:19
#3   Mack
      
References:


Casino pittsburgh aishatcoy939326.thechapblog.com
31 მაი 2026 05:12
#2   Johnie
      
References:


Stargames casino myspace.com
27 მაი 2026 15:51
#1   Jasmin
      
References:


Winstrol supplement

References:
https://md.chaosdorf.de/s/7gzXbeH6nP
1 აპრილი 2026 03:51
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი