ბოკერიამ „ქართულ ოცნებას“ მიმართა: თქვენ გყავთ ბატონი ვოლსკი - 9 აპრილის მერე ცეკას ინსტრუქტორი იყო; კოპალიანი, რომელიც გორკის პარტიულ სკოლაში წავიდა 9 აპრილის მერე; გუგული მაღრაძე - პარტკომი იყო ამ ყველაფრის მერე, ვის უკითხავთ მორალს?!“
11-06-2019, 15:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ჩატარებული შუალედური არჩევნების გამო, მმართველი პარტია გააკრიტიკა. როგორც ბოკერიამ განაცხადა, ,,ქართულმა ოცნებამ" ყველა ხერხს მიმართა საიმისოდ, რომ არჩევნებში გამარჯვება დაეფიქსირებინა.

 

 

,,ევროპული საქართველოს" ლიდერის თქმით, მმართველმა პარტიამ ამომრჩევლის ნების შესაცვლელად კრიმინალური ავტორიტეტებიც კი გამოიყენა და როგორც ბოკერია აცხადებს, მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ აღნიშნულის დამადასტურებელი ფაქტები წარადგინა, პირველმა კანონმდებელმა პოლიტიკური ოპონენტების მისამართით უფაქტებოდ ,,ტალახის სროლა", ხოლო უმრავლესობის წევრებმა ,,აბსურდული" განცხადებების გაკეთება დაიწყეს.

 


„ჩაიარა არჩევნებმა. ჩვენ ვიხილეთ ტრადიციული პაკეტი ივანიშვილის გუნდის - „ქართული ოცნების" - დაჭერილი ადამიანის ბედით ვაჭრობა, ადმინისტრაციული რესურსი, უბინძურესი კამპანია თქვენს პროპაგანდისტულ ორგანოებში - „იმედით" დაწყებული, სოციალური ქსელებით გაგრძელებული აი, ამ ორი ამაზრზენი პოლიტიკური წარმონაქმნის - ნაცვლიშვილისა და შალვა რამიშვილის მეთაურობით. მე ახლა მინდა ყურადღება გავამახვილო ერთ ასპექტზე - ვგულისხმობ იმას, რაზეც საუბარი იყო თქვენი მხრიდან - ივანიშვილის გუნდის მხრიდან - ეს არის კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლების გამოყენება. როდესაც ჩვენ ეს ბრალდება დავაფიქსირეთ და ფაქტები წარმოვადგინეთ, მთელი პაკეტი მივიღეთ აბსურდული პასუხების. ბატონო კობახიძე, თქვენ ბრძანეთ, რომ თურმე ოპოზიცია იყენებდა პირველ ტურში კრიმინალებს. ბუნებრივია, როგორც თქვენ გჩვევიათ, უბრალოდ ტალახი ისროლეთ, ყოველგვარი ფაქტების გარეშე. მერე თქვენმა ნათელმა სახემ საკრებულოში - სოხაძემ გაახმოვანა ის, რაც თქვენი გუნდის გულშია - ძველი ბიჭები, კრიმინალები კაი ამბავიაო, ესენი გვერდში გვიდგანანო, ეს თქვენო კომპლექსი გაქვთ ბავშვობისო. მერე მიხვდით, რომ ეს ნამეტანი იყო და ბატონმა ვილსკიმ გენიალური ახსნა შემოგვთავაზა - მანდო კრიმინალურ ავტტორიტეტებს კი არა, საზოგადოებრივს გულისხმობდაო - პროფესორებს და აკადემიკოსებსო. მაგათი კომპლექსი გვქონდა ხომ ჩვენ ბავშვობაში, ბ-ნო ვოსლკი?....

 

 

თქვენმა ერთ-ერთმა წარმომადგენელმა გული გადამიხსნა უბანზე - მითხრა, რომ ისეთ ხალხთან ვიღებთ ვალდებულებებს, რომ მერე ამას რა მოჰყვება, არ ვიციო. მე გეტყვით, ამას მოჰყვება კრიმინალის ზრდა და უბედურება, რომელიც თქვენ ფეხებზე გკიდიათ და მერე სადღეგრძელოებს გვეტყვით აქ. თქვენი შს მინისტრი ღიმილისმომგვრელს უწოდებს ამ ყველაფერს. შეაშრება ეგ ღიმილი სახეზე, გარწმუნებთ.

 

 

ჩვენ ვიხილეთ საარჩევნო დღეს ეს კრიმინალური სამყაროს წევრები როგორ ემუქრებოდნენ ახალგაზრდა გოგოებს - შუაზე გაგჭრიო. უბინძურეს შეურაცხოფას აყენებდნენ და ეს ყველაფერი გადაღებულია. მოვისმინე ყველა თქვენი თავმომწონე, ტრიპაჩული განცხადება - როგორ მოიგეთ. ერთი დაგმობა არ მომისმენია თქვენი, ზრდილობისთვის რომ გეთქვათ, რომ ამას ვგმობთ, რომ ახალგაზრდა გოგოს შუაზე გაჭრით რომ ემუქრებიან და უბინძურესად აგინებენ, ეს ჩვენთვის მიუღებელიაო. ამასაც კი ვერ იძახით გარკვევით, იმდენად გაქვთ პოლიტიკური ზნეობა დაკარგული", განაცხადა ბოკერიამ და დასძინა, რომ ვინც მსგავს ფაქტებს არ გმობს, არის ,,პოლიტიკურად უზნეო პოლიტიკური არარაობა".

 

 

მანვე უმრავლესობას რიტორიკული შეკითხვითაც მიმართა და მის წევრებს ,,პოლიტიკური წარსული" შეახსენა.

 

 

,,თქვენ აქ ხშირად საუბრობთ ხოლმე წარსულზე, მე ახლა მინდა გკითხოთ - კომპარტიაზე დანაშაულებრივი რეჟიმი ფაშისტურის გარდა, რომელი იყო კაცობრიობის ისტორიაში? ვინც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა დაამხო, მილიონობით ადამიანი დახვრიტა, ვინც ბოლოსაც კი, გახრწნის პიკშიც კი, 9 აპრილს დამოუკიდებლობისთვის შეკრებილი თავისუფალი მოქალქეები დაარბია. თქვენ გყავთ ბატონი ვოლსკი - ცეკას ინსტრუქტორი - 9 აპრილის მერე, კომპარტიის ცეკას ინსტრუქტორი იყო. თქვენ გყავთ ბატონი კოპალიანი, რომელიც გორკის პარტიულ სკოლაში წავიდა 9 აპრილის მერე. თქვენ გყავთ გუგული მაღრაძე - პარტკომი იყო ამ ყველაფრის მერე, ვის უკითხავთ თქვენ მორალს?!" - მიმართა გიგა ბოკერია უმრავლესობის წევრებს.

 

კომენტარები: 47
#27   Hildegarde
      
References:


How to play pokies with payid safe payid pokies australia
19 სექტემბერი 2026 20:15
#26   Debora
      
References:


Aussie neosurf casinos https://md.coredump.ch/AZuGm7pIRsuGHowj8kmUEQ
19 სექტემბერი 2026 02:21
#25   Tosha
      
References:


Pokies sites that take payid http://--btbbc1bctice0bhec4i.рф/
18 სექტემბერი 2026 16:46
#24   Vito
      
References:


Payid pokies no deposit bonus free
payid pokies
18 სექტემბერი 2026 13:57
#23   Gretta
      
References:


Anonymous payid pokies payid pokies no
KYC
18 სექტემბერი 2026 13:38
#22   Raymon
      
References:


Australian pokies that accept payid online casino payid pokies
16 სექტემბერი 2026 06:28
#21   Carissa
      
References:


Direct bank transfer payid pokies https://myspace.com
16 სექტემბერი 2026 06:00
#20   Nelson
      
References:


Payid pokies sites australian pokies that accept
payid
16 სექტემბერი 2026 03:34
#19   Gabriel
      
References:


Payid pokies real money no deposit https://hackmd.okfn.de/jfJ7kkXZQZ-_zSrqbbog5Q
14 სექტემბერი 2026 18:27
#18   Julieta
      
References:


Daily free spins payid pokies mapleprimes.com
13 სექტემბერი 2026 14:28
#17   Sienna
      
References:


Daily free spins payid pokies https://bbs.darkml.net/home.php?mod=space&uid=273043
13 სექტემბერი 2026 12:23
#16   Bea
      
References:


New payid pokies australia https://www.jjj555.com/home.php?mod=space&uid=2799404
13 სექტემბერი 2026 06:59
#15   Odell
      
References:


Pay id pokies http://madk-auto.ru/user/bagelhip69/
13 სექტემბერი 2026 05:55
#14   Jay
      
References:


Pokies sites that take payid md.sigma2.no
11 სექტემბერი 2026 18:29
#13   Willy
      
References:


Instant payid pokies low deposit payid pokies
11 სექტემბერი 2026 05:59
#12   Delphia
      
References:


Brand new neosurf casinos australia homecaretoday.savellis.com
4 სექტემბერი 2026 16:02
#11   Siobhan
      
References:


Real money bank transfer casinos australia
https://forum.kontackt.net
4 სექტემბერი 2026 13:36
#10   Bertie
      
References:


Same day payout MiFinity casino AU https://perfexsupport.com
4 სექტემბერი 2026 13:21
#9   Mike
      
References:


Casino 1 euro einzahlung sofortüberweisung Sofort
Casino Echtgeld
4 სექტემბერი 2026 05:41
#8   Madeline
      
References:


Osko casinos Australia gambling sites that accept Osko
4 სექტემბერი 2026 03:42
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი