ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2“-ს აღარ ყიდის
19-08-2019, 20:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ არ გაიყიდა, - განცხადებას არხის მფლობელი ქიბარ ხალვაში ავრცელებს.

 

 

ხალვაშის განცხადებით, ტელევიზიის აქციების 100%-იანი წილის მფლობელის განცხადებით, რთული ფინანსური მდგომარეობის დაძლევას ის საკუთარი ძალებით შეეცდება. 

 

 

„დღეს ამოიწურა ერთკვირიანი ვადა, რომელიც განვსაზღვე იმისათვის, რომ მიმეღო საბოლოო გადაწყვეტილება ტელეკომპანია რუსთავი2-ის გასხვისებასთან დაკავშირებით. როგორც ვხედავთ, ამ ვადაში არ გამოჩნდა რეალური მსურველი.

 

 

საზოგადოებისთვის ცნობილია, თუ რეალურად რა მდგომარეობაში დაგვიბრუნდა რუსთავი 2“. დღეს უკვე ყველასათვის ნათელია, რომ ტელეკომპანია, რომელსაც ჰქონდა ყველა შესაძლებლობა, ყოფილიყო გამართული და წარმატებული, რეალურად ფინანსური კატასტროფის წინაშე დგას. როგორც იცით, მისი დავალიანება კრედიტორების წიანშე 70 მილიონ ლარს აჭარბებს. ცხადია, ამას აქვს თავისი მიზეზები: მათ შორის, ყოფილი გენერალური დირექტორის მიერ კომპანიის ინტერესების საზიანოდ მოქმედება, შემოსავლების ხელოვნური შემცირება და ხარჯების მაქსიმალური გაზრდა. 

 

 

ახლა მე ასეთი არჩევანის წინაშე ვდგავარ: ან უნდა დავიწყო კომპანიის გაკოტრების პროცესი ან ვცადო მისი გადარჩენა. მივიღე გადაწყვეტილება, რომ „რუსთავი 2“ არ გაკოტრდეს, რისთვისაც გამოვიყენებ ყველა ჩემს რესურსს და შესაძლებლობას. „რუსთავი 2“ უნდა გახდეს კომერციულად გამართული და მომგებიანი ტელევიზია, რომელიც არ იქნება დამძიმებული პოლიტიკური თუ სხვა სახის ვალდებულებებით და ამ ვალდებულებებს არ გადააყოლებს ტელეკომპანიის ინტერესებს.

 

მე მაქვს ბიზნესში მრავალწლიანი წარმატებული გამოცდილება და ვფიქრობ, რომ იმ ადამიანებთან ერთად, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ტელეკომპანიის ინტერესები, გავუმკლავდები ამ პრობლემებს. ამასთან ერთად ვაცნობიერებ, რომ მომიწევს რთული მოლაპარაკებები კრედიტორებთან, რათა კომპანიამ შეძლოს გამართული ფუნქციონირება და კრიზისიდან გამოსვლა. თუმცა, ვფიქრობ, ეტაპობრივად ყველა სირთულეს დავძლევთ.

 

 

ჩემს უპირველეს ვალდებულებად ვთვლი, სააკაშვილისგან გათავისუფლებული ტელევიზია ჩადგეს საზოგადოების სამსახურში და დაიბრუნოს ნდობა - იყოს კრიტიკული და მწვავე, მაგრამ ამავდროულად მაღალი პროფესიული და ეთიკური სტანდარტების მატარებელი.

 

 

ამავე დროს, გავაგრძელებ სამართლებრივ დავას ყოფილ გენერალურ დირექტორთან, რომელიც, როგორც ყველასთვის ნათელი გახდა, შეგნებულად ანგრევდა არხს, აზარალებდა მის ინტერესებს და არხს მხოლოდ სააკაშვილის პოლიტიკური ბრძოლის იარაღად იყენებდა. ვიმედოვნებ, რომ ტელეკომპანია შეძლებს დაიბრუნოს მისგან უკანონოდ მითვისებული თანხები, რაც საბოლოოდ ისევ არხის კეთლიდღეობას მოხმარდება.

 

 

დარწმუნებული ვარ, რომ „რუსთავი 2“ უახლოეს მომავალში იქნება როგორც ფინანსურად, ასევე პოლიტიკურად დამოუკიდებელი ტელეკომპანია, ხოლო რეალურად დამოუკიდებელი ჟურნალისტები და პოლიტიკური ინტერესებისგან თავისუფალი, მძლავრი მედია საზოგადოების საუკეთესო ინტერესებს მოემსახურება.

 

 

კომპანიის გაჯანსაღებისათვის უახლოეს პერიოდში შევიმუშავებ კონკრეტულ სამოქმედო გეგმას, რომელსაც აუცილებლად განვახორციელებთ და მივაღწევთ დასახულ მიზანს!“, - ნათქვამია ხალვაშის განცხადებაში. 

 

კომენტარები: 38
#18   Reece
      
References:


Silverton casino https://rentry.co/y2vx7s7a
4 ივნისი 2026 17:57
#17   Gayle
      
References:


Ameristar casino st louis https://intensedebate.com
4 ივნისი 2026 17:02
#16   Ted
      
References:


Casino pennsylvania https://greecestudies.site/
4 ივნისი 2026 16:04
#15   Jolene
      
4 ივნისი 2026 15:54
#14   Charli
      
References:


Santa ana star casino warblog.hys.cz
4 ივნისი 2026 15:14
#13   Jann
      
References:


Tattslotto numbers saturday night https://www.udrpsearch.com
4 ივნისი 2026 14:27
#12   Sandy
      
References:


Wildfire casino https://rentry.co
4 ივნისი 2026 10:49
#11   Carlton
      
References:


Amsterdam casino https://numberfields.asu.edu
3 ივნისი 2026 03:39
#10   Dell
      
References:


Best online casinos liveheadline.space
3 ივნისი 2026 01:28
#9   Charles
      
References:


Casino california bookmarkpress.site
2 ივნისი 2026 23:47
#8   Hermine
      
References:


Leprechaun games dudoser.com
2 ივნისი 2026 21:12
#7   Eulalia
      
References:


Casino luck https://pad.stuve.de/s/RsCAR45rC
2 ივნისი 2026 19:49
#6   Lakeisha
      
References:


Craps strategies https://neoclassical.space/
2 ივნისი 2026 17:53
#5   Bertie
      
References:


Slot machine jammer https://medibang.com
2 ივნისი 2026 15:04
#4   Frieda
      
References:


Slots of vegas no deposit inesbonj968383.luwebs.com
1 ივნისი 2026 16:26
#3   Caitlin
      
References:


Slot machine secrets nicoledifw392352.blogtov.com
1 ივნისი 2026 11:17
#2   Eulah
      
References:


Blackjack strategy trainer https://adriananmev364062.boyblogguide.com/
1 ივნისი 2026 10:13
#1   Melody
      
27 მაი 2026 18:57
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი