წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიაში საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის, ორჯაჭვა ელექტროგადამცემი (500კვ. ძაბვის) ხაზის „წყალტუბო-ახალციხის“ მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა მოეწყო.
განხილვას მერიის სამსახურების წარმომადგენლები და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ორჯაჭვა ელექტროგადამცემი (500კვ. ძაბვის) ხაზის „წყალტუბო-ახალციხის“მშენებლობას საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა განახორციელებს.
საჯარო განხილვის ორგანიზატორი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროა.
პრეზენტაცია საკონსულტაციო კომპანიის „განა კოლსანტინგის“ წარმომადგენელმა ნიკა სოხაძემ წარადგინა.
შეხვედრას ესწრებოდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელი გურამ ყაფლანიშვილი.
პრეზენტაციის შემდეგ, საჯარო განხილვა, ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. როგორც აღინიშნა სამუშაოები წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებში: თერნალში, მაღლაკში, ფარხანაყანევში, ქვიტირსა და ტყაჩირში უნდა ჩატარდეს.
„გარემოზე ზემოქმედება ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში მინიმალურია, ერთადერთი პრობლემა შესაძლებელია გადამფრენი ამ მუდმივად მობინარე ფრინველების შეჯახება იყოს, რომელსაც ჯერ კიდე კვლევა და დაკვირვება სჭირდება“, - აღნიშნა ნიკა სოხაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.