წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში საახალწლო ღონისძიებები დაიწყო.
ქალაქის N2 და სოფელ მაღლაკისა N 6 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში გამართულ ზეიმებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ალექსანდრე დადუნაშვილი, საბავშვო ბაღების გაერთიანების მმართველი გიორგი იობიძე დაესწრნენ. აღსაზრდელებს ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო საჩუქრები გადასცეს.
საახალწლო ღონისძიებებზე პატარების მიერ მომზადებულმა ლექსებმა, სიმღერებმა და ცეკვებმა მაყურებლის მოწონება დაიმსახურა, სადღესასწაულო განწყობის შექმნაზე ტრადიციულად თოვლის ბაბუამ იზრუნა.
სოფელ მაღლაკში საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს ახალი წელი მიულოცეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კულტურის, განათლების, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ თენგიზ ნიჟარაძემ და გაზეთ ,,ახალი წყალტუბოს'' რედაქტორმა მურთაზ კანკაძემ.
საახალწლო ღონისძიებები მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღში ჩატარდება, საახალწლო საჩუქრებს ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით წელს 1850 აღსაზრდელი მიიღებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.