ჩუღურეთის რაიონში, ივერთუბნის დასახლებაში წყალარინების ქსელი მოეწყობა, - განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
როგორც მან აღნიშნა, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ (GWP) ერთად, პროექტი დეტალურად დამუშავდა, რომლის ფარგლებშიც, სამუშაოები რამდენიმე ეტაპად განხორციელდება.
„ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტუალური თემა იყო თბილისის ზღვის მიმდებარედ, როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე არასაყოფაცხოვრებო ობიექტების წყალარინების სისტემა, რადგან გარკვეულწილად, მიმდებარე ტერიტორიის დაბინძურება ხდებოდა. ამ თემაზე მუნიციპალიტეტის მერიამ და შესაბამისმა სამსახურებმა საკმაოდ ბევრი იმუშავა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა კი, რომელიც აღნიშნულ საკითხზე მუშაობის დროს გამოიკვეთა, ჩუღურეთის რაიონში, ივერთუბნის დასახლება იყო. აღნიშნულ ტერიტორიაზე წყალანირების სისტემა არ არსებობს, რაც მოსახლეობას სერიოზულ პრობლემებს უქმნის. წყალარინების ქსელის მოსაწყობად რამდენიმე ათეული მილიონი დაიხარჯება“, - განაცხადა თბილისის მერმა.
კახა კალაძემ მერის მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს მითითება მისცა, არ დაიშურონ ძალისხმევა, რომ პროექტის პირველი ეტაპი მიმდინარე წელს განხორციელდეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.