ჩვენ ისევ ამერიკელები თუ მოგვაგებინებენ, დასავლეთის დემოკრატიული სამყარო ამ არჩევნებს, თორემ ამ განლაგების შემხედვარეს არ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ესენი არჩევნებს მოუგებენ „ქართულ ოცნებას“, - განაცხადა პოლიტიკოსმა ვალერი გელბახიანმა ტელეკომპანია „კავკასიას“ გადაცემა „სპექტრში“ ჟურნალისტ დავით აქუბარდიასთან სტუმრობისას.
გელბახიანი ოპოზიციას გაერთიანებისა და პოლიტიკური მანიფესტის შემუშავებისკენ მოუწოდებს.
„სანამ არჩევნებში გასულხართ, დაჯექით, დაწერეთ პოლიტიკური მანიფესტი. მე მენიშნა, რომ სააკაშვილმა ეგ წინადადება მოგცათ თქვენ, ყველას. თქვენ, ნაცვლად იმისა, რომ დაფიქრდეთ, რას ნიშნავს ეს, გამოვარდით... მოდით, ვთქვათ, რას აგებდით ერთიანობაში. თუ 70 მანდატს, 60 პროცენტს აიღებს და უნდა აიღოს ყველა შემთხვევაში გაერთიანებულმა ოპოზიციამ, რა არ გყოფნის 70 მანდატში. აი, იგივე ჩვენი მეგობარი ნათელაშვილი, რამდენ მანდატს ელის არჩევნებში? სანაძლეოს დავდებ, რომ 4 მანდატზე მეტს ის ვერ აიღებს. სანაძლეოს დავდებ, ვისაც უნდა. ანუ ამ სამოცდაათში გაქვს ეს 4 მანდატი, ანუ რა თავს იკლავ, გაგვაგებინეთ.
რომ ვამბობ მანიფესტს, რა ნიშნავს? ერთ პუნქტად შევიდეს, როგორ ნაწილდებიან? ყველა პოლიტიკურ ძალას ჰქონდეს თანაბარი შანსი შიგნით. არა მგონია, რომ რომელიმე მათგანი, შეიძლება ეწყინოთ, მაგრამ ეს ასეა, სააკაშვილზე დიდი გამოცდილების და უფრო დიდი მასშტაბის პოლიტიკოსი იყოს. როდესაც ის გამოდის და ამბობს, გაერთიანდით, რატომ იყო ეს რეაქცია? მე ვერ დავაბრალებ ოპოზიციას, რომ ეს მაინც და მაინც „ქართული ოცნების“ შეკვეთა იყო, მაგრამ მეტს არაფერს არ იზამდა „ქართული ოცნება“, იგივეს გააკეთებდა. ნუ ქმნით ისეთ შთაბეჭდილებას, რომ თქვენ კერძო ინტერესი უფრო გამოძრავებთ, ვიდრე სახელმწიფო ინტერესები...
ჩვენ ისევ ამერიკელები თუ მოგვაგებინებენ, დასავლეთი, დასავლეთის დემოკრატიული სამყარო ამ არჩევნებს, თორემ ამ განლაგების შემხედვარეს არ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ესენი არჩევნებს მოუგებენ „ქართულ ოცნებას“, არ მრჩება. ხალხს არ უნდა ეს „ქართული ოცნება“, საზოგადოებას არ უნდა, მაგრამ... რა ლოზუნგი იყო მაკიაველის თუ გნებავთ, წყაროებიდან რომ ვიხელმძღვანელოთ. დაანაწევრე და იბატონე - ეს არის ცნობილი პრინციპი წაგების. ვხედავთ, რომ დანაწევრება ნიშნავს ისევ და ისევ ივანიშვილის წისქვილზე წყლის დასხმას და გაერთიანება ნიშნავს ივანიშვილის წაგებას“, აცხადებს ვალერი გელბახიანი და არჩევნებზე ოპოზიციური პარტიების ცალ-ცალკე გასვლის შემთხვევაში მათთვის „უმძიმეს შედეგებს“ პროგნოზირებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.