დასავლეთ ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიერ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულებაზე ევროკომისიის ანგარიში არის სავიზო ლიბერალიზაციის შესრულებასთან მიმართებაში საქართველოს ხელისუფლების წარმატებული საქმიანობის კიდევ ერთი აღიარება, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.
მისი თქმით, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ქვეყანა წარმატებით აგრძელებს აღებული ვალდებულების შესრულებას და საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიღწევას – ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმს საფრთხე არ ემუქრება.
„ევროკომისიის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების მიერ მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული მოქალაქეების უკანონო მიგრაციის და ასევე, დანაშაულებრივი ქმედების აღკვეთისთვის. ასევე ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ ანგარიშში მოხვდა ნაყოფიერი თანამშრომლობა „ფონტექსთან”, ასევე წარმატებულია საქართველოს თანამშრომლობა ევროპოლთან, ასევე პოზიტიურად არის შეფასებული პოლიციის ატაშეების ქსელის ზრდა ევროკავშირი-შენგენის ქვეყნებში. რაც ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, ევროკომისია უაღრესად დადებითად აფასებს „კოვიდ-19“-ის კრიზისის ფონზე საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულ ქმედით ღონისძიებებს, მათ შორის საზღვრის ჩაკეტვასა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას. ანგარიშში ხაზგასმითაა აღნიშნული საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება და აღნიშნულია, რომ 13 000 მოქალაქეზე მეტი დაბრუნდა ორგანიზებულად და ეტაპობრივად სამშობლოში“, – განაცხადა ზალკალიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.