სამხარაულის ბიუროში თამარ ბაჩალიაშვილის პირადი კომპიუტერის სკანირება დაიწყეს
29-07-2020, 10:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში თამარ ბაჩალიაშვილის პირადი კომპიუტერის სკანირება დაიწყო. პროცესს ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი დაესწრო.

 

 

როგორც რამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ბიუროში პერსონალური კომპიუტერის სკანირებას სავარაუდოდ რამდენიმე დღე დასჭირდება. მისივე განცხადებით, ექსპერტები აღადგენენ წაშლილ ფაილებსაც.

 

 

მიხელ რამიშვილი აღნიშნავს, რომ კომპიუტერი სამართალდამცველებმა 19 ივლისს წაიღეს და ექსპერტიზის ბიუროში კი, ის 22 ივლისს შეიტანეს. მას ეჭვი აქვს, რომ შესაძლოა, კომპიუტერის გახსნა აქამდეც მოხერხდა.

 

 

„ვუთხარი, არ მოეხდინათ ამ კომპიუტერის გახსნა ჩემი თანდასწრების გარეშე. მითხრეს, რომ ასე მოხდებოდა. ბოლომდე მაშინ დავრწმუნდები იმაში, რომ არ მოხდა წინასწარ შესვლა, როცა ყველაფრის კლონირება დასრულდება. მე მაინც ვეცდები, გადავამოწმო. ექსპერტების მხრიდან ჯერჯერობით ყველა კითხვაზე არის პასუხი. არაფერი ეტყობათ არაპროფესიონალიზმის. იდეალურად იყო განხორციელებული ეს პროცედურები“, – აცხადებს რამიშვილი.

 

 

კომენტარები: 21
#1   Edwad
      
I’d have to seek advice from you here. Which isn’t some thing Which i do! I like reading an article that should get people to believe. Also, thank you for allowing me to comment! 먹튀
28 ნოემბერი 2020 05:25
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი