უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 9 ნოემბრიდან დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდება
07-11-2020, 14:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა და ინფიცირებულთა რაოდენობის სწრაფი ზრდის გათვალისწინებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდება.

 

 

საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით დღეს ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა, შეთანხმდნენ, რომ დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვები 9 ნოემბრიდან ამოქმედდება.

 

 

კერძოდ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით:

 

  •  9 ნოემბრიდან, დიდ ქალაქებში – თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ზუგდიდი, გორი, ფოთი – 22:00 საათიდან 05:00 საათამდე იზღუდება გადაადგილება, როგორც ქვეითად, ისე – სატრანსპორტო საშუალებებით.

–   ეს შეზღუდვა არ გავრცელდება შემდეგი მიმართულებით:

–  საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებზე;

–  ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებით, იმ პირებსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთა გადაადგილება კრიტიკულად აუცილებელია სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად, მათ შორის  სამედიცინო და ფარმაცევტული დანიშნულების, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და მედიის წარმომადგენლებზე და მიტანის სერვისის კურიერებზე;

 

  •  ყველა ორგანიზაცია იმუშავებს 22:00 საათამდე, გარდა სამედიცინო და ფარმაცევტული დანიშნულებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა.

 

  • თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში დროებით დაიხურება როგორც მუნიციპალური, ისე კერძო საბავშვო ბაღები;

 

  • ასევე, ამ ქალაქებში მიღებული იქნება სპეციალური ზომები მუნიციპალურ ტრანსპორტში ადამიანების რაოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით. დღის განმავლობაში ტრანსპორტის გადაადგილება არ შეიზღუდება.

 

საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების დაწესება დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ ვითარებასა და იმაზე, თუ როგორ იქნება დაცული დადგენილი წესები და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები, მათ შორის პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა, მათ შორის პოლიტიკური პროცესის დროს.

 

 

საბჭოს წევრებმა ისაუბრეს იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყოს ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვის თავიდან აცილებას. ამისთვის აუცილებელია, განხორციელდეს მხოლოდ და მხოლოდ მძიმე შემთხვევების ჰოსპიტალიზაცია. აღინიშნა, რომ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გამოსავალი იმისთვის, რომ ჯანდაცვის სისტემა არ გადაიტვირთოს და კლინიკის მიღმა არ დარჩნენ ის ადამიანები, ვისაც სპეციალური სამედიცინო სერვისებით მკურნალობა პირველ რიგში სჭირდება, არის მსუბუქი შემთხვევების ბინაზე მკურნალობა ოჯახის ექიმებთან აქტიური კონსულტაციით. ხოლო ინფიცირებულები, რომელთაც თვითიზოლაციის შესაძლებლობა არ აქვთ, გადავიდნენ კოვიდ-სასტუმროებში, სადაც პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად, გაძლიერებულია თერაპიული ელემენტები და უზრუნველყოფილია ინფიცირებულთა მუდმივი სამედიცინო მეთვალყურეობა.

 

 

საბჭოს სხდომაზე განიხილეს პანდემიის კუთხით გლობალურად არსებული ვითარება, რომელიც უარესდება. გასული 24 საათის განმავლობაში მსოფლიოში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობამ 620 000-ს გადააჭარბა, ხოლო ჯამური რიცხვი 50 მილიონს უახლოვდება, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით,  უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დამატებით იმსჯელებს წერტილოვანი შეზღუდვების პაკეტზე, რომელიც კორონავირუსის გავრცელების შენელებას უფრო ეფექტიანად უზრუნველყოფს.

 

 

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 54 852 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 39 773 პირი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 441 ადამიანი.

 

 

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 3015 ადამიანი, კოვიდ-სასტუმროებში – 2 599 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 4 670 პირი.

 

 

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

 

კომენტარები: 70
#50   Kristy
      
References:


EFT casino for Australian players l1ae1d.творение.москва
20 სექტემბერი 2026 03:14
#49   Russell
      
References:


Legit payid pokies http://www.jzq5.cn
19 სექტემბერი 2026 15:50
#48   Phillipp
      
References:


Daily free spins payid pokies bonus pokies payid
19 სექტემბერი 2026 13:42
#47   Alphonso
      
References:


Osko pokies instant bank transfer australian casinos with instant payouts
19 სექტემბერი 2026 10:02
#46   Ben
      
References:


Online pokies real money payid https://skitterphoto.com/
18 სექტემბერი 2026 14:47
#45   Andra
      
References:


Payid pokies real money australia https://molchanovonews.ru/
16 სექტემბერი 2026 08:57
#44   Alison
      
References:


1 dollar deposit pokies payid anonymous payid pokies
16 სექტემბერი 2026 03:09
#43   Clyde
      
References:


Payid pokies australia legit payid pokies
14 სექტემბერი 2026 18:53
#42   Deidre
      
References:


Same day payout pokies payid https://doc.adminforge.de/
14 სექტემბერი 2026 18:37
#41   Emanuel
      
References:


Play pokies with payid https://www.wulanbatuoguojitongcheng.com
13 სექტემბერი 2026 21:55
#40   Nancee
      
References:


How to play pokies with payid https://www.youtube.com/
13 სექტემბერი 2026 17:31
#39   Nida
      
References:


Top rated payid pokies http://www.jzq5.cn/
13 სექტემბერი 2026 16:31
#38   Kellie
      
References:


New payid pokies pay id pokies
11 სექტემბერი 2026 04:17
#37   Garry
      
References:


Payid pokies no deposit bonus progressive jackpot payid
pokies
11 სექტემბერი 2026 03:38
#36   Glory
      
References:


Australian payid pokies https://hedgedoc.uni-ak.ac.at/
11 სექტემბერი 2026 02:30
#35   Scot
      
References:


Trustly Casino Vergleich Trustly Casino Promo
Code
4 სექტემბერი 2026 22:54
#34   Cary
      
4 სექტემბერი 2026 08:46
#33   Hilton
      
References:


5 minimum deposit pokies bpay hemanisforum.net
3 სექტემბერი 2026 14:14
#32   Pauline
      
References:


Instant wire transfer casino australia best australian bank transfer casinos
3 სექტემბერი 2026 13:40
#31   Adrianna
      
References:


New payid casinos https://the-writer.com
2 სექტემბერი 2026 23:54
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი