ძალიან ნაწყენი ვარ, ილიაზე, ჭავჭავაძეზე... განა, ილიას ამერიკის შეერთებული შტატების და სხვა ევროპული სახელმწიფოების კონსტიტუციები არ ექნებოდა წაკითხული?.. გამორიცხულია, წაკითხული კი არა, შესწავლილი, გადაბულბულებული ექნებოდა ყოველი მათგანი... ჰოდა, დაეწერა რა იმ სულგანათლებულსა და მამაცხონებულს საქართველოს სახელმწიფოს კონსტიტუცია, იმ შემთხვევისთვის, როცა საქართველო დამოუკიდებელი გახდებოდა!..
აკი, ოცნებობდა და მუდამ წერდა ქვეყნის მომავალზე თავის უკვდავ ნაწარმოებებში... ჭკვიანი კაცები, ილიას პუბლიცისტური წერილების მიხედვით(!), დღესაც შეძლებენ საქართველოსთვის და ქართველი ერისთვის შესაბამისი კონსტიტუციის დაწერას... მაგრამ, სად არიან, ეს "ჭკვიანი კაცები"... დღეს, საქართველოს რა ჭირიც სჭირს, სწორედ 1995 წელს მიღებული და შემდეგ მრავალჯერ "გადაკეთებული და ნაწვალები" კონსტიტუციისგან აქვს!.. არადა, დღეს რომ ილიასეული კონსტიტუცია გვქონდეს ქართველებს, რამდენ პოლიტიკურ ბაქხანალიას გადაურჩებოდა საქართველო, რამდენ უმეცარს, ძალადპოლიტიკოსს და ორღობის იურისტ-კონსტიტუციონალისტს?!...
არა, არაფერს ვუწუნებ 1921 წლის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციას, მაგრამ ის, მაინც მაშინდელ მმართველ პოლიტიკურ პარტიასთან ასოცირდება, დიახ, აფილირებულია სოცდეკებთან... ილია კი, "უპარტიო" საქართველოზე ოცნებობდა, იმდენად არაეროვნული სულისკვეთების იყვნენ იმდროინდელი პოლიტპარტიები...
ვიმეორებ, დღეს, ილიასეული საქართველოს და ქართველი ერის კონსტიტუცია რომ გვეპყრას ხელთ, მის "ჭრას და კერვას" ვერავინ გაბედავდა, ვერცერთი პარტია, ქართველი ხალხი ამის უფლებას არავის მისცემდა!.. ამიტომ, ქართულ სახელმწიფოს პოლიტიკური მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება და კეთილდღეობა მრავალი ათეული წლის მანძილზე გარანტირებული ექნებოდა!..
მოკლედ, ნაწყენი ვარ, ილიაზე...
ჯუმბერ კირვალიძე,
პოლიტოლოგი - დამთავრებული აქვს ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.