გახარია სინანულს გამოთქვამს, რომ მან, „კაბინეტში მჯდარმა კაცმა“, არ იცოდა რა უნდა გაკეთებულიყო დიდ დიღომში, სადაც მისი ხელმოწერით ფეხბურთის ფედერაციას ტერიტორია გადაეცა: „ახლა, თქვენთან ერთად დავდგები და ყველაფერს გავაკეთებ, გააკეთონ ღია სტადიონი“
20-09-2021, 15:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ახლა, თქვენთან ერთად დავდგები და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მაგათ მონაცვლეობა გაუკეთონ, აქ მოვიდეს მუნიციპალიტეტი და გააკეთოს ნორმალური ღია სტადიონი ყველასთვის“ - ამის შესახებ გიორგი გახარიამ დიდ დიღომში, მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.

 


თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი გახარია მოსახლეობას საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატთან, მიხეილ ნაბიჯაშვილთან ერთად შეხვდა.

 

 

„აი, ამ ტერიტორიაზეა საუბარი, მე რომ პრემიერ-მინისტრი ვიყავი, მე გადავეცი ფეხბურთის ფედერაციას, მოვაწერე ხელი მხოლოდ და მხოლოდ კეთილშობილური მიზნებით, იმიტომ, რომ ახალი დამატებითი სპორტული ინფრასტრუქტურა გაჩენილიყო. შეიძლება უნდა მოვსულიყავი, ადგილზე მენახა, მაგრამ თუ სახელმწიფო ინსტიტუტები ყველა ნორმალურად მუშაობს, მაშინ ამ ხალხის აზრი ვიღაცას უნდა ეკითხა და ისე უნდა გამოეტანათ ეს მთავრობაზე. სხვანაირად ეს არ უნდა გაკეთებულიყო. ეს არის მეორე პრინციპული სხვაობა და ის, რაც მე დავინახე იმიტომ, რომ არ შეიძლება სახელმწიფო, მაგალითად თბილისის მერია რომ გამოყოფს რაღაც თანხას, პირობითად ვამბობ, 3 მილიონს თავის ბიუჯეტში დიდი დიღმისთვის. ეს საბურთალოს ბიუჯეტი იქნება, მაგრამ დიდ დიღომს ხომ ეკუთვნის?! არ შეიძლება, რომ მოქალაქეებმა არ განსაზღვრონ ის პრიორიტეტები - პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, რა ურჩევნიათ, რომ პირველ რიგში გააკეთონ. ჩვენ დიდი ხანი ვიქნებით კიდევ ღარიბი ქვეყანა და დიდი ხანი ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება პრიორიტეტებს როგორ დავალაგებთ და კაბინეტში მჯდარმა კაცმა, ისე როგორც მე არ ვიცოდი აქ რა უნდა გაკეთებულიყო. იყო სპორტული ინფრასტრუქტურა, ფედერაცია მეუბნებოდა, რომ აქ ავაშენებთ, გავაკეთებთ, იქნება ფეხბურთის ახალი დარბაზი და ეს რა თქმა უნდა მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელი იყო“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

მიხი თქმით, მოსახლეობამ უნდა განსაზღვროს რა სჭირდება მის უბანს, მუნიციპალიტეტმა პროექტები მოქალაქეებთან შეთანხმებით უნდა განახორციელოს.

 


„არ შეიძლება ეს პრიორიტეტები ლაგდებოდეს კაბინეტებში იმიტომ, რომ ჩვენ არასოდეს, უახლოესი 10 წლის განმავლობაში, არ გვექნება სამყოფი ფული, რომ ერთდროულად გავაკეთოთ, ავაშენოთ პოლიკლინიკაც, საბავშვო ბაღიც, სკოლაც, გზებიც გავიყვანოთ, სპორტული დარბაზებიც გავაკეთოთ და გზებიც და ტრანსპორტიც წესრიგში მოვიყვანოთ და პრიორიტეტი რა არის, ეს გადასაწყვეტია თქვენი და ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვაკონტროლოთ მერე საკრებულოთი ეს პრიორიტეტები როგორ ხორციელდება და ფულს რაზე ვხარჯავთ ხომ? მარტივია, აი ძალიან მარტივია. არაფერი რთული ამაში არ არის. ხანდახან გვეზარება, ხანდახან გვერიდება, ხანდახან გვგონია, რომ იქ ვიღაც მაგარი ტიპები სხედან და მერწმუნეთ, რომ არაფრით არ განსხვავდებიან ჩვენგან, არაფრით! ამიტომ, ახალგაზრდებს განსაკუთრებით, ამის მოტივაცია უნდა გავუჩინოთ. ეს არის ის ძირითადი პრინციპები, რაზე დაყრდნობითაც ჩვენ ვიმუშავებთ. გარდა ამისა, კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება კორუფციასთან ბრძოლა, აი, მე მაგალითად ახლა გეტყვით, რომ გუშინ მქონდა შეხვედრა არქიტექტორებთან... ნუ, წარმოუდგენელ რაღაცეებს ჰყვება ეს ხალხი, აი წარმოუდგენელ. ელემენტარულად, მარტივი რაღაცეები ხდება, მაგალითად, მიღებაზე შეიძლება ვერ ჩაეწერო თვეობით, პასუხი ვერ მიიღო კიდევ უფრო თვეობით და კიდევ ბევრი რამ. რა თქმა უნდა, სწორი შენიშვნაა და მე ხომ არ შემშინებია და არ მომრიდებია აქ მოსვლა. ჩემი ხელმოწერით არის ეს გადაცემული და ახლა თქვენთან ერთად დავდგები და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, აი ამ კაცთან ერთად, რომ მაგათ მონაცვლეობა გაუკეთონ და ამის მაგივრად წავიდნენ, სხვაგან ააშენონ კომერციული დარბაზი რაც გახდება და აქ მოვიდეს მუნიციპალიტეტი და გააკეთოს ნორმალური ღია სტადიონი ყველასთვის, პრობლემა არ არის. აი, ეს პირველი დავალება მიშას ნაბიჯაშვილს ექნება ახლა ეს, პარკი და მეორე, რაც იქნება, უკვე დღეს, დეპუტატები, რომლებიც ჩვენ გვყავს პარლამენტში, აი იმათ გავაკეთებინებთ პარლამენტში განცხადებებს, რომ ასეთი რაღაცეები არ უნდა კეთდებოდეს და ამხელა ინფრასტრუქტურას რომ აშენებ, წადი და გვერდზე სახლებში, კორპუსებში მაინც იკითხე ადამიანების აზრი. ეს უნდა იყოს კარგი მაგალითი შემდგომში რას ნიშნავს სამოქალაქო ინიციატივა და როგორ შეგვიძლია ხელისუფლებას გავაკეთებინოთ ის, რაც სწორია და შევაცველვინოთ ის რაც არასწორია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ, რომლის კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 69
#49   Jestine
      
20 სექტემბერი 2026 06:54
#48   Edmundo
      
References:


Neosurf real money online casino aus cruzenews.com
19 სექტემბერი 2026 20:18
#47   Charlene
      
19 სექტემბერი 2026 19:37
#46   Lily
      
References:


Osko casino linkagogo.trade
19 სექტემბერი 2026 15:51
#45   Jim
      
References:


Australian online casino payid pokies payid accepted pokies
18 სექტემბერი 2026 11:38
#44   Layla
      
References:


Payid pokies sites https://schoolido.lu/user/skilllily2/
16 სექტემბერი 2026 11:15
#43   German
      
References:


Payid minimum deposit pokies australian pokies
that accept payid
16 სექტემბერი 2026 01:08
#42   Joel
      
References:


Jackpot pokies payid payid pokies
real money no deposit
15 სექტემბერი 2026 21:39
#41   Reta
      
References:


Payid minimum deposit pokies schoolido.lu
15 სექტემბერი 2026 13:58
#40   Florine
      
References:


Best online pokies payid top
rated payid pokies
15 სექტემბერი 2026 11:01
#39   Hal
      
References:


Payid deposit online pokies no deposit payid pokies australia
14 სექტემბერი 2026 11:46
#38   Allison
      
References:


Online pokies pay id https://hedgedoc.uni-ak.ac.at/
13 სექტემბერი 2026 16:44
#37   Keesha
      
References:


High roller payid pokies rcfl.com.hk
13 სექტემბერი 2026 15:02
#36   Viola
      
12 სექტემბერი 2026 13:12
#35   Gary
      
References:


Trusted payid pokies australia 5 dollar deposit pokies payid
12 სექტემბერი 2026 06:40
#34   Veronique
      
References:


Daily free spins payid pokies highest paying payid pokies australia
12 სექტემბერი 2026 04:18
#33   Maurine
      
References:


Direct bank transfer payid pokies https://www.ceacuautla.edu.mx/
10 სექტემბერი 2026 19:29
#32   Waldo
      
References:


Casino sofort ohne konto etherealgem.com
4 სექტემბერი 2026 17:45
#31   Kraig
      
References:


MiFinity VIP casinos Australia jewgle.me
4 სექტემბერი 2026 06:07
#30   Gina
      
References:


Casinos with Osko deposit deposit with Osko casino
3 სექტემბერი 2026 14:04
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი