ბექა კობახიძე: როდესაც ამ ორს იქით არჩევანი უბრალოდ არ გვაქვს, მე ვირჩევ ისევ მიშას
12-10-2021, 08:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩემს ერთ ხმას (რომელსაც ისედაც ვერ ვაძლევ, საზღვარგარეთ ყოფნის გამო) და ჩემს ერთ აზრს აბა რა დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ საკუთარი თავის წინაშე მართალი რომ ვიყო, მაინც ბევრი ვიფიქრე თუ რა პოზიცია უნდა მქონდეს ქვეყნისთვის ამ ძალიან კრიტიკულ მომენტში.

 


ახლა, როგორც მუდამ ბოლო 30 წლის მანძილზე, ყველაფერი ემოციებია. „თავისუფლება მიშას!“ ან „სისხლიანი რეჟიმი არ დაბრუნდება!“ ინტელექტუალურ სიზარმაცესა თუ კონფორმიზმს იჩენენ ინტელექტუალებიც და ასე მარტივად ან ერთ ბანაკში არიან ან მეორეში (უფრო კი მიშას მომხრეებში). მესმის, როცა ნერვები ყალყზეა, იქ დაღვინებული მსჯელობის ადგილი არ არის. მამარდაშვილს ნამდვილად არ ვადარებ თავს, მაგრამ მისი შერისხვის მაგალითი მაინც თვალწინ მიდგას. დაე, შემრისხოს შემრისხავმა, მე ამ პოსტის კომენტარებს პასუხს არ გავცემ.

 


ბევრი მიზეზი მაქვს რომ მიშას მხარს არ ვუჭერდე. ეს არის საკითხთა მთელი წყება: სამართლებრივი, მორალური, პრაგმატულ-პოლიტიკური თუ სხვა.

 


მაგალითად, წარუშლელი ლაქა, და პირდაპირ რომ ვთქვათ, დანაშაულია ვალერი გელაშვილის პირადი შურისძიების მიზნით ცემის ფაქტი, თან სახელმწიფო უწყებების ჩართულობით. ამაზე კიდევ უფრო მძიმეა პარლამენტის სამარცხვინო გადაწყვეტილება, რომ იმავე პირადი შურისძიების მოტივით, ეს ნაცემი კაცი გააგდეს პარლამენტიდან. აქ საუბარი არ არის იმაზე თუ ვის მოსწონს სააკაშვილი და ვის გელაშვილი (ან რა შესადარებელია), არამედ იმაზე რომ ასე ავტორიტარული რეჟიმები იქცევიან. ისტორია ამას შეისწავლის და გელაშვილის პარლამენტიდან გაგდებისთვის ხმის მიმცემებს სადღაც მაინც გაუხსენებს ამ სამარცხვინო გადაწყვეტილებას. ამ ორი კომპონენტიდან, პირველი არის სამართლებრივი, რის გამოც სააკაშვილი არის მსჯავრდებული, ხოლო მეორე პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხია. ასევე პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხია გირგვლიანების მკვლელების ამნისტია - პრეზიდენტს აქვს ამის დისკრეციული უფლება და თუ ამ უფლებას არაჯეროვნად გამოიყენებს, ამომრჩეველმა უნდა აგებინოს პასუხი და არა სასამართლომ. ვფიქრობ, სააკაშვილს პოლიტიკური ფასი უკვე გადახდილი აქვს ყველაფრისთვის. მან დათმო ხელისუფლება, იყო რვა წელი დევნილი და სხვ. ანუ, რჩება გელაშვილის ცემისთვის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, რომელსაც ჩემს თავში ვერაფერს ვუხერხებ და ვერ ვამბობ, რომ მოდი ვაპატიოთ, ვითომ არაფერი მომხდარა.

 

 

ჩემთვის იდეალური სცენარი იქნებოდა 2013 წელს ექსპრეზიდენტს ეთქვა, რომ მან თავისი გასაკეთებელი გააკეთა (და მართლაც ბევრი გააკეთა), გაწეულიყო პოლიტიკიდან, პარტიაში მემკვიდრეობა რეალურად გადაებარებინა სხვებისთვის და ამით თავისი წილი ერთი დიდი აგური დაედო ქართული პოლიტიკის პერსონიფიკაციის წინააღმდეგ. ეს ასე ხდება განვითარებულ ქვეყნებში და მე რატომ არ უნდა მსურდეს იგივე ჩემს ქვეყანაში? არ მიყვარს ძალაუფლებისადმი ნარკოტიკული დამოკიდებულების მქონე ლიდერები (მიშა ნარკომანი არ არის, სხვა რამეს ვამბობ). ამას კარგი არაფერი მოაქვს. მე მერჩივნა, პერსონების საპირისპიროდ პროგრამებზე, ახალ ძალებზე, მრავალფეროვან პოლიტიკურ ველზე გვესაუბრა.

 


ამასთანავე, 2016 წლიდან მაინც, ენმ-ის ინტელექტუალური რესურსი იმის აჩრდილიც აღარ არის, რაც მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყო. არავითარი „სისხლიანი ჯალათების დაბრუნების“ და ასეთი მსჯელობების ფობიური შიში არ მაქვს, სრულიად ვაღიარებ „ვარდების რევოლუციის“ მასშტაბურ მიღწევებს, მაგრამ ვფიქრიანდები - რამდენად ეყოფა დღევანდელ ენმ-ს ქვეყნის მართვის კომპეტენცია? ვიცი, ჩვენ ის ხალხი ვართ, ვისაც პირველივე ტურში შეუძლია გამარჯვება მიანიჭოს წერა-კითხვის უცოდინარ კაცს (ხინჩეგაშვილს), მაგრამ მე ჩემი წილი ხმა მედარდება.

 


მედარდება მიშას დამოკიდებულებაც ხელისუფლებისადმი. თუ მოვიდა, მერე რას იზამს? მას დელეგირება, გაზიარება, მეორეობა და ა.შ. არ შეუძლია. ეს ბევრჯერ დაამტკიცა. ეს დიდი პრობლემაა!

 


დანამდვილებით ვიცი, რომ ძალიან მოინდომებს, მაგრამ მისი ხელისუფლება ვეღარ იქნება ისეთი ეფექტური, როგორც „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ იყო. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს: 2003 წელს ის ხელისუფლებაში მოვიდა მასობრივი საერთაშორისო აღტყინების ფონზე; საერთაშორისო ვითარება იყო სულ სხვა და ის იყო მიმართული დასავლეთის აღმოსავლეთისკენ გაფართოებისაკენ; ახლა მისი რეპუტაციაც ძალიან შერყეულია დასავლურ კაბინეტებში და არც საქართველოსგან სურს ვინმეს წარმატებების გაგონება. დასავლეთის რუსეთისგან თავდაცვის ხაზი ნატო-ევროკავშირის საზღვრამდეა მისული და ჩვენ „ღობის“ სხვა მხარეს ვართ. ამიტომ, სააკაშვილს არ უნდა ჰქონდეს იმ ძველი მხარდაჭერის იმედი; ამასთანავე, ის 2003 წელს მოვიდა 96%-იანი მხარდაჭერით. მას ვეღარასდროს ექნება შიგნით ამხელა მხარდაჭერა. საზოგადოების პოლარიზაცია კიდევ უფრო გაღრმავდება; და ბოლოს, მას ის კომპეტენტური გუნდიც აღარ ყავს, რაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ყავდა. ღმერთმა ქნას ხელახლა შეკრიბოს კომპეტენტური ადამიანები. ეს მას შეუძლია, ბუნებით მერიტოკრატია.

 


ჩემი ერთ-ერთი მთავარი წუხილი რუსეთთან ურთიერთობას უკავშირდება. როდესაც სააკაშვილი ამბობს, რომ პუტინი პირადად არის მისი საკითხით დაინტერესებული, ის არ აჭარბებს. დიახ, სააკაშვილი პუტინისთვის არის პირადი პრობლემა. რატომ? მოსკოვს ვერავინ აიღებს და ვერც სანქციებით დააჩოქებს, რუსეთში ვითარების შეცვლის ერთადერთი გზა შიდა ცვლილებებზე, მოდერნიზაციაზე და რევოლუციაზე გადის. ყველაზე მეტად ამის ეშინია რეჟიმს. რევოლუციები, წარმატებები და წარუმატებლობები გადამდებია. ამიტომ არის, რომ რუსეთმა ბოლო ოც წელიწადში ყველაფერი გააკეთა, რათა მის საზღვრებთან მომხდარი ყველა ლიბერალურ-დემოკრატიული (ფერადი, ხავერდოვანი, you name it) რევოლუცია წარუმატებლობით დასრულებულიყო. ამის მაგალითი, მათ შორის, შარშანდელი ყარაბაღის ომია. თუ ფაშინიანი, სააკაშვილი და სხვები შესძლებენ თავიანთი ქვეყნების მოდერნიზაციას, ვესტერნიზაციას და ამით გააუმჯობესებენ საკუთარ მოქალაქეთა ცხოვრებას, რატომ არ გამოიხმობს იგივეს გასაკეთებლად რუსი ხალხი ნავალნის? გამოიხმობს. ამიტომ, სააკაშვილი და ფაშინიანი უნდა ჩაფლავდნენ. სააკაშვილის დაკავების შემდეგ რუსული არხებისთვის რომ მიგედევნებინათ თვალი, თავად დარწმუნდებოდით თუ რამხელა რესურსები დახარჯეს პატარა საქართველოს ყოფილი და აწ უკვე დაპატიმრებული ექსპრეზიდენტის დისკრედიტაციისთვის.

 


შესაბამისად, რეფორმატორი სააკაშვილის საქართველოს განადგურება აუცილებლად გახდება რუსეთის სახელმწიფოს ეროვნული ინტერესი. ამ დროს, მე მაინდამაინც არც სააკაშვილის სიფრთხილის იმედი მაქვს და არც დასავლეთის დახმარების. როგორც ზემოთ უკვე ვთქვი, დღევანდელ საერთაშორისო პოლიტიკურ მოცემულობაში, დასავლეთს რაც შეიძლება ნაკლები ხმაური და პრობლემა უნდა საქართველოდან, რადგან რუსეთთან წინააღმდეგობის გეოგრაფიული საზღვარი არა კავკასიაში, არამედ ბევრად უფრო დასავლეთით გადის. ასეთ პირობებში, რა გველის რუსეთის პირისპირ დარჩენილებს?

 


აი, ყველა ის ფიქრი, შეფიქრიანება და სკეპტიციზმი, რაც სააკაშვილის დაბრუნების მიმართ მაქვს. მას უდიდეს მადლობას გადავუხდიდი ქართული სახელმწიფოს ფეხზე დაყენებისთვის, მისი წარმოუდგენელი ტემპებით მოდერნიზაციისთვის, მაგრამ ავირჩევდი ვინმე სხვას, საქმე ასარჩევად რომ მქონდეს.

 


ამ „დიმიტრი გელოვანის“ ძებნაში კი აღმოჩნდა, რომ „მესამე ძალის“ ძიება საკითხისადმი ელიტისტური მიდგომაა. ქვეყნის მხოლოდ 15-20% ფიქრობს ასე და 1, 2, 3 და 8 პროცენტიან პარტიებში გადანაწილდებიან ისინი. ეს კი ვერაფერს ცვლის. ამასობაში, „ქართული ოცნების“ და მასთან ერთად ქვეყნის დეგრადაცია ყოველგვარ დასაშვებ მასშტაბებს გასცდა. რაც ზემოთ სააკაშვილზე დავწერე, საკმაოდ დეტალურად და დაუნდობლად, მინიმუმ ათჯერ მეტია დასაწერი არსებულ ხელისუფლებაზე. ჩემი პოზიციაც მეტ-ნაკლებად ცნობილია, ამ წერილის წამკითხავმა ადამიანებმაც კარგად იცით მათ შესახებ და, მოდი, კიდევ 30 ფურცელს აღარ დავწერ.

 

 

თუმცა, შეძლებისდაგვარად მოკლედ, მაინც საჭიროა ძირითადი შტრიხების წარმოდგენა.

 


ძალიან „შეაჩვიეს ენა“ დასავლეთის ქვეყნების ელჩებს და ლიდერებს. თბილისის მერი ესტონეთის პრეზიდენტზე (დიახ, არა ბრაზილიის, არამედ ესტონეთის) ამბობს „მიხედოს თავის ქვეყანას“. პირველად ისტორიაში, ჩვენმა მთავარმა მხარდამჭერებმა - ბალტიის სახელმწიფოებმა ვიზიტზე უარი უთხრეს საქართველოს პრემიერმინისტრს; ხელისუფლებამ ჩააგდო ნატოს გემების პოტენციური ბაზა და საქართველოს საგარეო ვაჭრობის კარიბჭე - ანაკლიის პორტის პროექტი; შემოგვაპარეს 3+3 პროექტზე მსჯელობა და სხვ. მიუხედავად ყოველივე ზემოთქმულისა, მე არ ვფიქრობ რომ ხელისუფლებაში „რუსეთის მონები“ არიან. თუმცა, რუსეთთან სიტუაციური მოკავშირეობა არ არის მათთვის უცხო. მაგალითად, სააკაშვილის დახასიათებისას რუსები ეყრდნობიან/ციტირებენ ღარიბაშვილისა და კობახიძის შეფასებებს. ასევე, ოცნება ქმნის ანტილიბერალ-დემოკრატიულ და პოპულისტურ რეჟიმს საქართველოში, ისეთს, როგორებსაც რუსეთი დიდი მონდომებით უჭერს მხარს ევროპის ტერიტორიაზე. ოცნებაში ამ ყველაფერს „პრაგმატულ საგარეო პოლიტიკას“ უწოდებენ, მე კი „ფინლანდიზაციას“ ან „არმენიზაციას“ დავარქმევდი.

 


მწვანე შუქი აქვს ანთებული რუსულ პოლიტიკურ ფულს ქართულ პოლიტიკაში; საპატრიარქო მთლიანად აიღეს რუსულმა გავლენის ჯგუფებმა (შიო, ჯაღმაიძე და ა.შ.). როგორც სუს-ის კრებსებიდან გამოჩნდა, ეს ყველაფერი სახელმწიფომ იცის, მაგრამ მაინც ამ გავლენის აგენტებთან არის ყველაზე ახლოს და იყენებს მათ საკუთარი ელექტორალური მიზნებისთვის.

 


სახელმწიფო მოიფუშა და მოიშალა. სააკაშვილი შემოვიდა კონტეინერით თუ ტყით (დღემდე ვერ გავიგე), ჩატაევი შემოვიდა ცალი ფეხით, ბადრი ესებუა გაიქცა ნახევარი მილიონი დოლარით, გავრილოვი ჩაჯდა სპიკერის სავარძელში და რა აღარ, რომელი ერთი ჩამოვთვალო?! ეს რაც ჩვენ ვიცით... რატომ არ შეიძლებოდა იმ კონტეინერში, სააკაშვილის მაგივრად, სამი ტონა ჰეროინი ან გამდიდრებული ურანი ყოფილიყო? ვინ გაიგებდა? ამის ნაცვლად, სახელმწიფომ ზედმიწევნით იცის ვის ვისთან სძინავს.

 


„ქართული ოცნების“ სტანდარტებითაც კი, აქამდე ყველაზე უარესი ხელისუფლება გვყავს. არც ერთი მინისტრი არ არის პოლიტიკოსი. ისინი საშუალო რანგის ბიუროკრატები არიან და ზოგიერთი მათგანი ღირსეულად სამმართველოს უფროსობასაც ვერ გაართმევდა თავს საკუთარ სამინისტროებში. პოლიტიკოსს აქვს მისია, მიზანი, იდეები, ღირებულებები, ის რაღაცის მიღწევას ცდილობს. რომელიმე მინისტრზე შეგინიშნავთ მსგავსი?

 

 

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ეს ერთადერთი ხელისუფლებაა, რომელსაც მისიის განცდა არ აქვს. ვინმეს შეიძლება მოსწონდეს ან სძულდეს გამსახურდია, შევარდნაძე, სააკაშვილი. შეიძლება კატეგორიულად არ იზიარებდეს მათ მოსაზრებებს, მაგრამ ყველა მათგანს ჰქონდა მისია, მიზანი, სადღაც მიდიოდნენ და ყველამ თავისი წილი მემკვიდრეობა დატოვა, ზოგმა ბევრი და ზოგმა ნაკლები.

 


რა არის „ქართული ოცნების“ ღირებულება? რა არის დანიშნულების პუქნტი, სად მივდივართ? ცხრა წელია ხელისუფლებაში არიან და მსგავსს ვერაფერს ვხედავ.

 


მოაზროვნე ადამიანისთვის შეურაცხმყოფელია თუ როგორ მიმართავენ საზოგადოებას ღარიბაშვილი, კობახიძე, წულუკიანი, როგორ პრიმიტიულ ტყუილებს გვეუბნებიან და ამით გვამცირებენ. სიძულვილი, ნეგატიური დღის წესრიგი, ტომურ-კლანური მიდგომა ქვეყნისადმი, მე მხოლოდ ამას ვხედავ.

 


რაც მთავარია, მმართველი ძალა ეწევა ყველაფერი რეტროგრადიულის, რეგრესულის კულტივაციას და ამით საკუთარი ელექტორალური ყულაბის შევსებას. მაგალითად, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ჯგუფები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ხატია დეკანოიძე პოლიციელია და ამიტომ არ უნდა ავირჩიოთ ქუთაისის მერად „სიმონ“. ამ ხელისუფლებამ არბევინა თავისუფლების დასაცავად გამოსული ჯგუფები 5-6 ივნისს შავრაზმულ ჯგუფებს, რომლებმაც სრულიად დაუსჯელად ორგზის დაწვეს პარლამენტის წინ აღმართული ევროპის დროშა; ამ ხელისუფლებამ აგინებინა და ადევნინა შავრაზმელებს ივერი მელაშვილი და ამით საარჩევნო ხმები მოიპოვა. რომელი ერთი ჩამოვთვალო? ორი აზრი არაა, ამათი გენერალური ხაზია საქართველოს მოდერნიზაციის შეჩერება და უკუქცევა. მე ასეთ საქართველოში ვერ ვიცხოვრებ.

 


რაც გინდა დავაბრალოთ მიშას, და ბევრ ბრალდებას პირადად მე გავიზიარებ, უდავოა, რომ მისი მთავარი ამოსავალი წერტილი ყოველთვის იყო საქართველოს და მისი საზოგადოების მოდერნიზაცია, ვესტერნიზაცია, დასავლურ ცივილიზაციურ სივრცეში გაყვანა.

 


ამიტომ, როდესაც ამ ორს იქით არჩევანი უბრალოდ არ გვაქვს, მე ვირჩევ ისევ მიშას და, ახლა თბილისში რომ ვიყო, 14 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე გავიდოდი.

 


ჩემი არჩევანი განპირობებულია იმით, რომ „დიმიტრი გელოვანის“ ძიებასა და მიუღწეველ ევროპულ პოლიტიკურ კულტურაზე ოცნებებში, ოცნებამ ქვეყანა ცივილიზაციური უკუსვლის რეჟიმზე გადაიყვანა და ამ დინამიკის სასწრაფოდ გაჩერებაა საჭირო.

 


თუ ხალხმაც არჩევნებზე იგივე პოზიცია დააფიქსირა, ფაქტობრივად, ეს იქნება რეფერენდუმი. ასეთ შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტს მოუწევს ხალხისთვის მოსმენა და სააკაშვილის შეწყალება. ასე გადაიჭრება საკითხის სამართლებრივი მხარე.

 

 

ბექა კობახიძე,

 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

 

წყარო: Facebook-ი

 

კომენტარები: 49
#29   Dawna
      
how to properly sex a man fname

References:
https://cameradb.review
12 თებერვალი 2026 02:47
#28   Celinda
      
guys on steroids before and after

References:
gratisafhalen.be
11 თებერვალი 2026 05:29
#27   Merlin
      
You can easily filter through the games on the platform based on their type.
You can withdraw money to Neteller, Skrill, and several other online banking options.
Apart from classic pokie games, Captain Cooks also hosts blockbuster titles.
It’s a casino that focuses on giving you a really simple layout with nothing getting in your way.
The total value of the deposit match bonus can go as high
as $9,500. They’re great if you prefer an instant cash out casino that is also
trusted.
The brand new catch is the A great$800 daily withdrawal cover, that could annoy high-rollers, even when monthly limitations from An excellent$16,one hundred thousand still match really casual professionals.
However when I’m looking to follow a resources or walk away which have
something inside my pouch, I take the time to find higher-RTP online game that give me
personally a much better try in the long work on. Legitimate
websites have very stepped-up its online game this current
year with notably enhanced in control gaming equipment and
smaller detachment processing. With so far love for gaming in australia, it’s question the web casino globe, as well, try booming.
No deposit incentives give 100 percent free potato chips, revolves, or dollars instead of
demanding an initial deposit, allowing participants to explore a gambling establishment risk-totally free.

Bitstarz is often checked by players focused on faster withdrawals and smoother payout
candy96.fun handling within online pokies Australia real money environments.
We’ve found that this sweet deal gives you real chances to
explore top-rated online casinos, spin some pokies and
even score real cash, all without making a deposit.
Nine Casino is a common pick for players looking at best online
pokies australia real money options, mainly because the interface stays tidy and
the game range is consistent.

References:
casinos with no download Australia
9 თებერვალი 2026 15:41
#26   Ines
      
References:


Club u s a casino

References:
hackmd.okfn.de
8 თებერვალი 2026 21:54
#25   Carson
      
7 თებერვალი 2026 15:57
#24   Hal
      
how do people get steroids

References:
500px.com
6 თებერვალი 2026 23:56
#23   Jann
      
References:


New casino

References:
http://wiki.0-24.jp/index.php?riddlestove32
3 თებერვალი 2026 13:57
#22   Lena
      
References:


4 winds casino

References:
humanlove.stream
3 თებერვალი 2026 13:26
#21   Refugia
      
References:


Northern lights casino walker mn

References:
hikvisiondb.webcam
3 თებერვალი 2026 00:05
#20   Loretta
      
References:


Casino le lyon vert

References:
techou.jp
1 თებერვალი 2026 21:57
#19   Latrice
      
References:


Wind creek casino

References:
aryba.kg
1 თებერვალი 2026 17:28
#18   Donte
      
References:


Best online casino bonuses in the uk

References:
https://demant-humphrey.mdwrite.net/
31 იანვარი 2026 05:20
#17   Jacquie
      
References:


Scraps99 com

References:
notes.io
30 იანვარი 2026 23:40
#16   Noella
      
steroid withdrawal treatment

References:
jobboard.piasd.org
29 იანვარი 2026 10:28
#15   Kimberly
      
steroids user

References:
https://justbookmark.win/
29 იანვარი 2026 06:51
#14   Sang
      
28 იანვარი 2026 08:11
#13   Margherita
      
References:


Reef casino cairns

References:
md.chaosdorf.de
27 იანვარი 2026 23:09
#12   Dominik
      
%random_anchor_text%

References:
coolpot.stream
26 იანვარი 2026 06:24
#11   Van
      
References:


Roulette strategies

References:
https://www.24propertyinspain.com/user/profile/1362652

References:


Casino gta v

References:
https://may22.ru/
25 იანვარი 2026 20:55
#10   Roxana
      
References:


Monticello casino

References:
hackmd.okfn.de
25 იანვარი 2026 17:12
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი