ვიცე-პრემიერმა და პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ პარტიის გაძლიერების, მასში ყველა ღირსეული ადამიანის ჩართვისა და პრობლემების გადაჭრის გზებზე ისაუბრა.
"მოგეხსენებათ, რაც "ქართული ოცნება" შეიქმნა, მას შემდეგ ვერ მოხერხდა მისი გაძლიერება და ჩამოყალიბება, ამას ობიექტური და სუბიექტური მიზეზები ჰქონდა, რადგან ჩვენ ყოველთვის ვიმყოფებოდით საარჩევნო რეჟიმში და ახლაც არჩევნებისთვის ვემზადებით. როგორც პარტიის თავმჯდომარემ და პრემიერმა განაცხადა, დღეს უკვე დავიწყებთ კონფერენციების ჩატარებას, რადგან ავირჩიოთ ახალი თავმჯდომარეები, გვქონდა გარკვეული რაიონები, სადაც პრობლემები იყო, რადგან პარტიული ორგანიზაცია საერთოდ არ გვქონდა, ამიტომ ყველა ის პირი, რომელიც ღირსეულად იბრძოდა, იდგა ჩვენს გვერდით, მიიღებს მონაწილეობას ამ პროცესში და სამომავლოდ ის ნიჰილიზმი, რომელიც ჩვენს მხარდამჭერებში იყო დასაქმების მიმართულებით, ყველანაირი პრობლემა იქნება გადაწყვეტილი, ყველა ადამიანი იქნება ჩვენს გვერდით, ვინც ამას იმსახურებს, ვისაც გააჩნია შესაბამისი კვალიფიკაცია, განათლება, გააგრძელებს მუშაობას ჩვენთან ერთად", - განაცხადა კახა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.