GUARDIAN.GE - მე მინდა მივმართო ივანიშვილს, ვერ დაიმალები სხვადასხვა მოვლენების უკან. ყველამ კარგად იცის, რომ შენ მართავ პროცესებს, - ასე მიმართა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მის წინააღმდეგ საზღვრის კვეთის ბრალდებით მიმდინარე პროცესზე, ექსპრემიერს, ბიძინა ივანიშვილს და მოსთხოვა მას, რომ რუსთავის ციხეში მასთან ექმიმები შეუშვას.
„ძალიან ბევრ რამეს მივაღწიეთ, საქართველო მთლიანად შეიცვალა ჩემი აქ ჩამოსვლის შემდეგ - პოლიტიკური პროცესები. ადგილობრივი არჩევნები არასდროს არ იყო მნიშვნელოვანი და გახდა მნიშვნელოვანი. თქვენ ნახეთ, რომ პრაქტიკულად წავართვით სამი დღის წინ ერთ-ერთი მთავარი ქალაქი, რუსთავი, მეოთხე სიდიდით. უახლოეს პერიოდში წავართმევთ ბათუმს, ასევე წავართმევთ ზუგდიდს და ეს ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკური პროცესები ქვეყანაში დაიძრა. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვაქვს სიტუაცია, როდესაც ბრძოლას აქვს აზრი. რამდენ ხანს ვიქნები ციხეში, ეს არის დამოკიდებული თქვენზე.
„რა მაქვს სათქმელი ივანიშვილისთვის?! მე მინდა მივმართო ივანიშვილს, ვერ დაიმალები სხვადასხვა მოვლენების უკან. ყველამ კარგად იცის, რომ შენ მართავ პროცესებს. მე, თუ ხედავთ, ახალი შეკრეჭილი ვარ, გუშინწინ გამოვიძახე ციხეში სტილისტი. გუშინ ეს სტილისტი მოვიდა, გამკრიჭა. 5 კვირაა ნიუ იორკიდან ჩამოსულია ჩემი პირადი ექიმი, ყოველდღე ვწერ განცხადებას, რომ შემოუშვან - პარიკმახერი შემოუშვეს ერთ დღეში. ივანიშვილის ბრძანებით, ჩემთან უკევ 5 კვირაა არ უშვებენ ექიმებს - ეს იმ პირობებში, როდესაც მაქვს ძალიან ძლიერი სისუსტე; იმ პირობებში, როდესაც მაქვს სერიოზული პრობლემები, პირველად ცხოვრებაში, ჰიპერტონიასთან დაკავშირებული; მაქვს ძალიან ძლიერი ანემია და აქედან გამომდინარე ბევრი სხვა პროცესები. ამავე დროს, შენ ძალიან კარგად იცი, მინდა მივმართო ივანიშვილს, ჩემი მდგომარეობა ყოველდღე უარესდება, რამდენჯერმე უკვე მქონდა გონების კარგვა. ეს ხდება შენი მითითებით და ვერსად ვერ დაუძვრები ოლიგარქო... ვერავის ვერ გადააბრალებ, ყველანი შენზე გამოიშვერს ხელს და მე მინდა გითხრა, რომ საერთაშორისო მართლმსაჯულება, იმ პირობებში, როცა შენ მიაღწევ შენს მიზანს და ეს ყველაფერი დამთავრდება ლეტალურად ჩემთვის, იმას ვერ ეღირსები რომ უბრალოდ აზროვნება არ შემეძლოს და მახსოვრობა არ მქონდეს, ეს არ იქნება სიკვდილი, ან მექნება ადეკვატური მკურნალობის საშუალება. თუ არ იქნება ადეკვატური მკურნალობის საშუალება, ეს დამთავრდება ლეტალური შედეგით, მაგრამ პასუხისმგებლობა, და მინდა შეგახსენო, რომ მე არ ვარ ვიღაც, საერთაშორისო მართლმსაჯულება მოგვწდება. უკვე უკრაინის პროკურატურამ პროცესები დაიწყო და ყველა ადამიანი, ვინც მონაწილეობდა ჩემს წამებაში, იქნება გადაცემული, დარწმუნებული ვარ, საერთაშორისო ძებნაში და ვეღარც თურქეთში ვეღარ გახვალთ, ანტალიაში დასასვენებლად, მოგიხდებათ „პარაგრაფის“ ჭაობში ცურვა მანამ, სანამ ივანიშვილსაც არ მიაყოლებენ ამას თან ზედ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.