ერდოღანმა აღიარა, რომ დამანგრეველი მიწისძვრების შედეგად, მთავრობას გარკვეული პრობლემები შეექმნა, მაგრამ მდგომარეობა ახლა „კონტროლს ექვემდებარება“
09-02-2023, 08:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

GUARDIAN.GE - თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დაიცვა თავისი მთავრობის მიერ გადადგმული საპასუხო ნაბიჯები 6 თებერვალს ორ, რამდენიმესაათიანი შუალედით მომხდარ კატასტროფულ მიწისძვრაზე და თქვა, რომ შეუძლებელი იყო სტიქიის მასშტაბებისთვის მომზადება.

 


ბოლო მონაცემებით, ძლიერი მიწისძვრების შედეგად, თურქეთსა და ჩრდილოეთ სირიაში სულ მცირე 15 000 ადამიანი დაიღუპა.

 


კრიტიკოსები აცხადებდნენ, რომ სასწრაფო დახმარების სამსახურების რეაგირება ძალიან ნელი იყო და მთავრობა ცუდად იყო მომზადებული. ერდოღანმა აღიარა, რომ მთავრობას გარკვეული პრობლემები შეექმნა, მაგრამ თქვა, რომ მდგომარეობა ახლა „კონტროლს ექვემდებარება“.

 


ამას არ ეთანხმება თურქეთის მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი ქემალ ქილიჩდაროღლუ. „თუ ამაზე პასუხისმგებელი ერთი ადამიანია, ეს არის ერდოღანი“, - განაცხადა მან.

 


პრეზიდენტმა უარყო ბრალდება და აღნიშნა, რომ კატასტროფის შემდეგ, საჭიროა ერთიანობა: „ასეთ პერიოდში, მე არ შემიძლია შემწყნარებელი ვიყო ადამიანებისადმი, რომლებიც აწარმოებენ ნეგატიურ კამპანიას პოლიტიკური ინტერესებისთვის“, - განუცხადა ერდოღანმა ჟურნალისტებს ჰატაიში.

 


ათასობით გადარჩენილი მოქალაქე, უკვე მესამე ღამეს ატარებს ყინვის პირობებში, ნანგრევების ქვეშ მყოფი ბევრი ადამიანისთვის კი იმედი ქრება.

 


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მიწისძვრის შედეგად გადარჩენილებს შორის შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი დაზიანებები, რომელიც ყინვიანი ტემპერატურით არის გამოწვეული.

 


„ჩვენ, ახლა, ბევრი გადარჩენილი ადამიანი ღია ცის ქვეშ, გაუარესებულ და საშინელ პირობებში გვყავს. ჩვენ მეორადი კატასტროფის რეალური საფრთხის წინაშე ვდაგავართ, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს უფრო მეტ ადამიანს, ვიდრე თავდაპირველმა კატასტროფამ, თუ არ ვიმოქმედებთ იმავე ტემპით და ინტენსივობით, როგორც ამას ვაკეთებთ სამძებრო-სამაშველო სამუშაოების მხრივ“, - თქვა ჯანმო-ს მიწისძვრაზე რეაგირების ინციდენტების მენეჯერმა რობერტ ჰოლდენმა.

 


ახლომდებარე სირიაში დახმარების სამუშაოები გართულებულია წლების განმავლობაში კონფლიქტის გამო, რამაც გაანადგურა ქვეყნის ინფრასტრუქტურა.

 


თურქეთსა და სირიას შორის ბაბ ალ-ჰავას გადასასვლელი მიწისძვრის შემდეგ დაიკეტა, რადგან გზები ძლიერ დაზიანდა.

 


მაშინ, როცა გაეროს მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ გზა შეიძლება მალე იყოს ხელმისაწვდომი, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ დაადასტურა, რომ ქვეყანა მუშაობს კიდევ ორი სასაზღვრო კარიბჭის გახსნაზე, რათა სირიამ დახმარება მიიღოს.

 


„არსებობს გარკვეული სირთულეები თურქეთისა და საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარების მხრივ [სირიაში შეღწევის თვალსაზრისით]. ამ მიზეზით, მიმდინარეობს მუშაობა კიდევ ორი სასაზღვრო კარიბჭის გასახსნელად“, - თქვა მან.

 


ევროკავშირმა დაადასტურა, რომ 3,5 მილიონი ევროს (დაახლოებით 10 მილიონი ლარი) დახმარებას გაუგზავნის სირიას მთავრობის დახმარების მოთხოვნის შემდეგ, მაგრამ დასძინა, რომ დახმარება უნდა მიეწოდოს როგორც მთავრობის, ასევე მეამბოხეების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს.

 


მხოლოდ იდლიბის პროვინციაში 1500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის მრჩეველმა განაცხადა, რომ სანქციები ხელს უშლის სირიას საჭირო დახმარების მიღებაში. „ჩვენ არ გვაქვს საკმარისი ბულდოზერები, არ გვაქვს საკმარისი ამწეები, არ გვაქვს საკმარისი ნავთობი, ევროპული და ამერიკული სანქციების გამო“, - თქვა ბუტაინა შაბანმა.

 

 

მომზადებულია GUARDIAN.GE-ის მიერ BBC-ზე დაყრდნობით

კომენტარები: 25
#5   seo
      
Interesting post. I Have Been wondering about this issue, so thanks for posting. Pretty cool post.It ‘s really very nice and Useful post.Thanks largest charities in the world
31 მარტი 2023 09:32
#4   qaseo
      
Interesting post. I Have Been wondering about this issue, so thanks for posting. Pretty cool post.It ‘s really very nice and Useful post.Thanks kor dizileri
15 მარტი 2023 17:03
#3   fatima
      
Wow! Such an amazing and helpful post this is. I really really love it. It's so good and so awesome. I am just amazed. I hope that you continue to do your work like this in the future also. Seriale Turcesti
9 მარტი 2023 15:15
#2   fatima
      
Once I thought about things like: why such information is for free here? Because when you write a book then at least on selling a book you get a percentage. Thank you and good luck on informing people more about it…
Doramasmp4

Once I thought about things like: why such information is for free here? Because when you write a book then at least on selling a book you get a percentage. Thank you and good luck on informing people more about it…
Doramasmp4
14 თებერვალი 2023 09:52
#1   fatima
      
Thanks for taking the time to discuss this, I feel strongly about it and love learning more on this topic. If possible, as you gain expertise, would you mind updating your blog with more information? kserietv
11 თებერვალი 2023 13:18
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი