საპარლამენტო უმრავლესობა: მივიღეთ გადაწყვეტილება, უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე გავიწვიოთ ჩვენ მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი
09-03-2023, 10:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო, „ხალხის ძალა“ და საპარლამენტო უმრავლესობა ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც აღნიშნულია, რომ გაიმართა კონსულტაციები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გარშემო მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით და მიღებულია გადაწყვეტილება, უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე იყოს გაწვეული მათ მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი.

 


„ვხედავთ, რომ მიღებულმა კანონპროექტმა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. სიცრუის მანქანამ შეძლო კანონპროექტის უარყოფითად წარმოჩენა და საზოგადოების გარკვეული ნაწილი შეცდომაში შეიყვანა. კანონპროექტს მიაკერეს „რუსული კანონის“ ყალბი იარლიყი, ხოლო მისი პირველი მოსმენით მიღება საზოგადოების ნაწილის თვალში ევროპული კურსიდან გადახვევად წარმოაჩინეს.

 


გარდა ამისა, რადიკალურმა ძალებმა შეძლეს ახალგაზრდების ნაწილი კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში ჩაეთრიათ. მადლობა გმირ სამართალდამცავებს, რომლებმაც ძალადობას მოთმინებითა და უმაღლესი სტანდარტით უპასუხეს.

 


ჩვენ ყველაზე მეტად უნდა გავუფრთხილდეთ მშვიდობას, სიმშვიდესა და ეკონომიკურ განვითარებას ჩვენს ქვეყანაში, ისევე, როგორც საქართველოს წინსვლას ევროპული ინტეგრაციის გზაზე. შესაბამისად, აუცილებელია, თითოეული ჩვენი თანამოქალაქის ენერგია არა დაპირისპირებაზე, არამედ ქვეყნის სწორი მიმართულებით განვითარებაზე დაიხარჯოს.

 


ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, როგორც საზოგადოების თითოეული წევრის წინაშე პასუხისმგებელმა მმართველმა ძალამ, მივიღეთ გადაწყვეტილება, უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე გავიწვიოთ ჩვენ მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი.

 


ემოციური ფონის ჩაცხრომასთან ერთად, საზოგადოებას უკეთ განვუმარტავთ, თუ რას ემსახურებოდა კანონპროექტი და რატომ იყო მნიშვნელოვანი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა ჩვენს ქვეყანაში. ამისათვის, დავიწყებთ შეხვედრებს მოსახლეობასთან და ფართო საზოგადოებას გავაგებინებთ სიმართლეს საკითხის თითოეულ დეტალთან დაკავშირებით.

 


ჩვენ ვმოქმედებთ იმ განსაკუთრებული პასუხისმგებლობით, რომელიც, როგორც მმართველ ძალას, საზოგადოების თითოეული წევრის წინაშე გვაკისრია.

 


საქართველო შეინარჩუნებს მშვიდობასა და სტაბილურობას და განაგრძობს სვლას ღირსებით ევროპისკენ, რაც ქართული საზოგადოების პრინციპული არჩევანია“, - აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები: 50
#30   Shavonne
      
6 თებერვალი 2026 03:22
#29   Rochelle
      
References:


Casino vegas

References:
funsilo.date
3 თებერვალი 2026 04:13
#28   Emmanuel
      
References:


Manoir de benerville

References:
www.instapaper.com

References:


Arkansas casinos

References:
onlinevetjobs.com
2 თებერვალი 2026 17:55
#27   Vanessa
      
References:


William hill mobile casino

References:
https://www.tikosatis.com/index.php?page=user&action=pub_profile&id=512518
2 თებერვალი 2026 10:21
#26   Gennie
      
References:


Quick hits slot machine

References:
https://able2know.org/user/numberperiod2
2 თებერვალი 2026 03:09
#25   Nan
      
References:


Play roulette

References:
humanlove.stream
1 თებერვალი 2026 21:41
#24   Terrell
      
References:


Aristocrat slot machines

References:
jobs.emiogp.com
31 იანვარი 2026 19:13
#23   Wade
      
References:


Best online casino uk

References:
imoodle.win
31 იანვარი 2026 08:21
#22   Jerald
      
References:


Online blackjack for money

References:
md.chaosdorf.de
31 იანვარი 2026 07:37
#21   Genie
      
is it safe to order steroids online

References:
coolpot.stream
29 იანვარი 2026 18:11
#20   Gita
      
the best steroids on the market

References:
https://rrclassifieds.com/user/profile/9271
29 იანვარი 2026 11:25
#19   Elissa
      
29 იანვარი 2026 06:09
#18   Zella
      
References:


Presque isle downs and casino

References:
hedgedoc.eclair.ec-lyon.fr

natural bodybuilding supplement stack

References:
https://prpack.ru/
28 იანვარი 2026 23:43
#17   Wiley
      
legal steroids dbol

References:
historydb.date
26 იანვარი 2026 21:34
#16   Bennett
      
pros and cons of steroids for bodybuilding

References:
commuwiki.com

older bodybuilders natural

References:
https://fakenews.win/wiki/Alimentazione_per_aumentare_il_testosterone_cosa_mangi
are_migliori_10_cibi
26 იანვარი 2026 20:29
#15   Tam
      
References:


Scraps 99

References:
https://graph.org/
25 იანვარი 2026 15:25
#14   Nicholas
      
References:


88 casino

References:
ezproxy.cityu.edu.hk
25 იანვარი 2026 15:10
#13   Neal
      
References:


Solstheim

References:
yogaasanas.science
25 იანვარი 2026 11:39
#12   Larry
      
25 იანვარი 2026 06:33
#11   Hermine
      
References:


Casinos florida

References:
md.un-hack-bar.de
25 იანვარი 2026 05:35
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი