საქართველოს კულტურის სამინისტრო კინოცენტრში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
20-06-2023, 17:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო კინოცენტრში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც სრულად გთავაზობთ.

 


„გვსურს, გამოვეხმაუროთ სხვადასხვა მედიასაშუალებასა თუ სოციალურ ქსელში ბოლო დღეების მანძილზე სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის (კინოცენტრი) გარშემო ატეხილ სრულიად უსაფუძვლო აჟიოტაჟს, რომელმაც კამპანიური ხასიათი მიიღო და ემსახურება საზოგადოებისთვის მცდარი ინფორმაციის მიზანმიმართულად მიწოდებას, რაც, უპირველეს ყოვლისა, სწორედ კინოცენტრს აყენებს მნიშვნელოვან ზიანს.

 


მიმდინარე რეორგანიზაცია და სამომავლო რეფორმა

 


2023 წლის 10 ივნისს, კინოცენტრში გამოცხადდა რეორგანიზაცია, რომელიც 12 ივლისს დასრულდება და სისტემის რეფორმის პირველ ნაბიჯად შეიძლება შეფასდეს. მოცემული რეორგანიზაციის მიზანია, კინოცენტრის არსებული მენეჯმენტისა და ბიუროკრატიული პროცესების გაჯანსაღება/გამარტივება კინოხელოვანთა და კინოს ინტერესების გათვალისწინებით, ხოლო რეფორმა, რომლის კონკრეტული შინაარსიც რეალურად საქმით დაინტერესებული პირებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფის მიერ უნდა განისაზღვროს, გულისხმობს დღეს არსებულ ფინანსური მართვის სისტემაში ხარვეზების აღმოფხვრა-გაუმჯობესებას, სახელმწიფო თანხების ხარჯვის გამჭვირვალობისა და ეფექტიანობის მიღწევას, ასევე, ნეპოტიზმის აღმოფხვრას, კონკურსების გამართული და მეტად სამართლიანი მოდელის დანერგვას, საერთაშორისო ასპარეზზე ქართული კინოს კიდევ მეტად წარმოჩენას, კერძო ინვესტორების მოზიდვაში ხელოვანთა მხარდაჭერას, კოპროდუქციებისათვის ხელშეწყობას, ახალი თაობის კინოხელოვანთა ხელშეწყობას და, საბოლოო ჯამში, კინოცენტრის, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტის გაძლიერებას.

 


ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, არასერიოზულად გამოიყურება ზოგიერთი განცხადება იმასთან დაკავშირებით, თითქოს კინოცენტრის რეფორმა და მისი გაძლიერების პრიორიტეტი კინოს დარგში ცენზურას ისახავდეს მიზნად. მოცემულ უსაფუძვლო განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც პოლიტიკურად ანგაჟირებული პროცესის ნაწილია და ერთ-ერთი ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფის ოფისში ქართული კინოს წინააღმდეგ ჩაფიქრებული ნაბიჯია, თავის მართლებას არავინ აპირებს არც ახლა და არც – მომავალში.

 


როგორც 2023 წლის 7 ივნისს წარადგინა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ მის მიერ 2022 წელს დარგის მოწვეული სპეციალისტების მიერ შემუშავებული სახელოვნებო განათლების რეფორმა ფართო საზოგადოების წინაშე დისკუსიისათვის, ასე იქნება ამ შემთხვევაშიც. სამინისტრო კინოხელოვანებთან შეხვედრების სერიას ზუსტად ისევე გამართავს, როგორც ეს მოხდა თეატრის შესახებ კანონისა და სახელოვნებო განათლების რეფორმების შემთხვევაში, როდესაც, არაერთი თვის მანძილზე, დარგის სპეციალისტების ჩართულობით შექმნილი ჯგუფები სამინისტროსთან ერთად მუშაობდნენ არაერთი საჭირბოროტო საკითხის გადასაჭრელად. მხოლოდ, კინოს შემთხვევაში, პირველ ეტაპზე, საჭიროა, თავად კინოცენტრს სურდეს რეფორმა ქართული კინოს ინტერესების გათვალისწინებით, იყოს ამისათვის მზად და, საკუთარი თავით ტკბობის ნაცვლად, საკუთარი თავის ჩაყენება თანაბრად სურდეს ყველა თაობის კინოხელოვანის სამსახურში მის ხელთ არსებული ფინანსური, ბიუროკრატიული, საერთაშორისო და სხვა რესურსით. ვთვლით, რომ ტელეფონით და მეგობრობით მოგვარებული საქმეები არ არის მდგრადი სისტემა და ამგვარი სისტემის არარსებობა ზიანს აყენებს ქართულ კინოსა და შემოქმედებით თავისუფლებას.

 


მოცემულ და სხვა თემებზე კონსტრუქციული დიალოგისათვის, სამინისტრო სხვადასხვა დაინტერესებულ პირთან და პირთა ჯგუფთან სამუშაო შეხვედრებს მიმდინარე კვირის ბოლოს დაიწყებს.

 


კინოცენტრის დროებითი მმართველი

 


ზემოხსენებული რეორგანიზაციის პროცესში, რომელიც სამომავლო რეფორმის მნიშვნელოვანი წინაპირობაა, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ აუცილებლად ჩათვალა დროებითი მმართველის სახით, კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის ტექნიკურად შესრულება სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის, ბატონი კობა ხუბუნაიასთვის ეთხოვა. უნდა აღინიშნოს, რომ ვერც სამინისტროსათვის, ვერც მინისტრისა და ვერც კობა ხუბუნაიასთვის უარყოფითი ეპითეტები ზემოაღწერილი რეფორმის გზაზე შემაფერხებელი ფაქტორი ვერ იქნება.

 


ამასთან, გარდა უარყოფითი ეპითეტებისა და შეურაცხყოფისა, ბოლო დღეებში, გაისმა განცხადება იმასთან დაკავშირებითაც, თითქოს კობა ხუბუნაია ციხეში მუშაობდა ბადრაგად. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო საჯაროდ უდასტურებს პატივისცემას ყველა იმ ბადრაგს (ესკორტის ოფიცერს), პენიტენციური სისტემის კონტროლიორს, სამედიცინო პერსონალსა და ნებისმიერ სხვა თანამშრომელს, რომლებიც, 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე, სამაგალითო სტანდარტით იცავენ პატიმრების უფლებებს ჩვენს პენიტენციურ დაწესებულებებში. სწორედ მათი შრომის შედეგია ის, რომ ქართულმა პენიტენციურმა სისტემამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. შესაბამისად, დღეს უწოდო ვინმეს ბადრაგი, ჩვენს თვალში მხოლოდ კომპლიმენტია. ეს სიტყვა კომპლიმენტად არ ითვლებოდა მაშინ, როცა, 2012 წლის ოქტომბრამდე, ქართულ ციხეებში სისტემური დანაშაული, მათ შორის, პატიმრებზე ძალადობა და წამება იყო გამეფებული და საქართველოს იუსტიციის მინისტრი და მისი მოადგილეები, პროკურატურისა და სასჯელაღსრულების სისტემების მეშვეობით, პირდაპირ ძალადობდნენ ქართველ ხალხზე. ერთ-ერთი ასეთი მოადგილის უშუალო გარემოცვის წარმომადგენელი, დღემდე მართავს კინოცენტრს კინოსა და შემოქმედებითი თავისუფლებისათვის მიუღებელი მეთოდებით, რის გამოც, მისი თანამდებობიდან გათავისუფლება კინოცენტრში „ცენზურის“ ან კიდევ ადამიანის უფლებების დარღვევად ვერ იქნება აღქმული. ასევე ვერ იქნება დაწუნებული ის ნაბიჯი, რომელიც კინოცენტრის მმართველობით რგოლში დრომოჭმული, ე.წ. სამინისტროს კვოტის გაუქმებას გულისხმობს. რეორგანიზაციის მიზანიც სწორედ ეს არის.

 


დავუბრუნდეთ ბატონ კობა ხუბუნაიას, რომელსაც, დღეს უკვე კომპლიმენტად ქცეული სიტყვა ბადრაგი არ შეეფერება, რადგან მსგავს პოზიციაზე არასოდეს უმუშავია. ბატონი კობა ხუბუნაია 2021 წლის პირველი ოქტომბრიდან დღემდე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დირექტორის პოზიციას იკავებს და მისი ამ თანამდებობიდან გათავისუფლება არ იგეგმება. შესაბამისად, ის დიდხანს ვერ შეასრულებს კინოცენტრში მისთვის ამჟამად დაკისრებულ ფუნქციებს. სამინისტრო მადლიერია, რომ ის დათანხმდა, გარდამავალ პერიოდში, ტექნიკური და ამავდროულად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული და ფინანსურ-ეკონომიკური ფუნქციები ეკისრა კინოცენტრში ამ უკანასკნელის მდგრადობის უზრუნველსაყოფად.

 


ქართული კინოს ზოგიერთ გულშემატკივარს განვუმარტავთ, რომ ბატონი კობა ხუბუნაია პროფესიით ეკონომისტია. ის სხვადასხვა დროს გახლდათ ეკონომიკური სამსახურის მრჩეველი და ეკონომიკური სამსახურის უფროსი სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში, სააგენტოს უფროსის მოადგილე ეკონომიკური მიმართულებით სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში, საფინანსო დეპარტამენტის უფროსი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში და ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი საქმის ცოდნითა და პატიოსნებით.

 

 

მმართველობის ხარვეზები და კანონდარღვევები

 


საზოგადოებას გვინდა შევახსენოთ, რომ ბატონი გაგა ჩხეიძის ხელმძღვანელობის პერიოდში, კინოცენტრში აუდიტის მიერ გამოვლენილი დარღვევები სამინისტრომ ჯერ კიდევ 2022 წლის 15 მარტს გაასაჯაროვა.

 


მანამდე კი, 14 მარტს, კინოცენტრის მაშინდელი დირექტორი, ბატონი გაგა ჩხეიძე, თანამდებობიდან გათავისუფლდა მის მიერ დაშვებული არაერთი კანონდარღვევის გამო და მისი საქმიანობის შესახებ აუდიტის დასკვნა საქართველოს გენერალურ პროკურატურას გადაეგზავნა შემდგომი რეაგირებისთვის.

 


ბატონი გაგა ჩხეიძის საქმიანობის შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევები ეხებოდა, სხვებს შორის, ფინანსური სახსრების არასათანადო ხარჯვას, შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის სისტემატური დარღვევის ფაქტებს, კონტროლის სისტემის ნაკლოვანებებს, ცალკეული კონკურსანტების მიმართ არაობიექტური და არასამართლიანი მიდგომის ფაქტებსა თუ ისეთ დარღვევებს, რაც მიუთითებდა კინოცენტრში არსებული მენეჯმენტისა და ფინანსური სისტემის სერიოზულ ნაკლოვანებებზე. შედეგად, საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოში დაიწყო გამოძიება (სს N 074020522803) კინოცენტრის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ნიშნებით.

 


ამასთან, აუდიტორული შემოწმების შედეგად გამოვლენილი ნაკლოვანებების გამოსწორებისა და მათი შემდგომში თავიდან აცილების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ კინოცენტრის მიმართ გაიცა 18 რეკომენდაცია. თუმცა, ბოლო ერთი წლის მანძილზე, კინოცენტრმა ოთხჯერ მომართა სამინისტროს სამოქმედო გეგმის წარმოდგენისა და მათი შესრულების ვადების გადაწევის თხოვნით. ამჟამად, 7 მნიშვნელოვანი რეკომენდაცია კვლავ შეუსრულებელია. საგულისხმოა, რომ შეუსრულებელ რეკომენდაციათა ნაწილი ეხება საექსპერტო კომისიების დაკომპლექტებას, კომისიის წევრთა შერჩევისა და მათ მიერ ობიექტური შეფასების კრიტერიუმებს. ცალკე და ღია მსჯელობის საგნად უნდა იქცეს დაუსრულებელი ფილმების თემაც. მხოლოდ 2019 წლიდან 2021 წლის პირველ კვარტალში დაფინანსებული ფილმებიდან, შეჩერებულია 22 ფილმის წარმოება. ანალიზის შედეგად უნდა დადგინდეს მიზეზები და დაისახოს მათი აღმოფხვრის გზები. თუ აღმოჩნდება, რომ კინოცენტრში, წლების მანძილზე, ზოგიერთი გამარჯვებული პროექტის ბიუჯეტის არასათანადო შეფასება ხდებოდა, ან რეალური დასაბუთების გარეშე ან კიდევ ე.წ. ჩაწყობით ხორციელდებოდა მათი ჩაბარების ვადის არაერთგზის გადავადება თუ თანხის დამატება, უნდა დაინერგოს ისეთი სისტემა, რომელიც გამორიცხავს მსგავს ნაკლოვანებებს მომავალში. თუ აღმოჩნდება, რომ დაუსრულებელი ფილმების სრული ოდენობა ან გარკვეული ნაწილი ობიექტური მიზეზების გამო ვერ დასრულდა, აუცილებელია, დაინერგოს მექანიზმი, რომელიც კინოცენტრს აქცევს ამგვარი პროექტების ხელშეწყობის ინსტრუმენტად და არა – ავტომატურად ჯარიმების დამრიცხველ ორგანოდ.

 


კინოცენტრის თანამშრომლები

 


რეორგანიზაციის პროცესში, კინოცენტრში დასაქმებული ყველა თანამშრომელი მიმდინარე წლის 12 ივლისამდე ირიცხება თანამშრომლად და, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მათგანი, ამბოხის მოტივით, არ ასრულებს დაკისრებულ ფუნქცია-მოვალეობებს, ყველა მათგანი შესაბამის გასამრჯელოს შეუფერხებლად იღებს. არცერთ თანამშრომელს არ ჰქონია და არ აქვს რაიმე სახის შეზღუდვა საკუთარი საქმიანობის განხორციელებასა თუ შენობაში შესვლასთან დაკავშირებით. ამის მაგალითია, თუნდაც, ადმინისტრაციული დეპარტამენტის ამჟამინდელი უფროსი ბატონი კონსტანტინე ჩლაიძე, რომელსაც რეორგანიზაცია საერთოდ არ ეხება, ის ამის შესახებ ინფორმირებულია, მაგრამ, ტელევიზიების დასანახად, მაინც კარზე აკაკუნებს. კადრს მიღმა კი, ბატონი კონსტანტინე ჩვეულებრივ შედის კინოცენტრში და აქვს აქტიური კომუნიკაცია ბატონ კობა ხუბუნაიასთან. ასევე გაუგებარია ერთ-ერთი მოქმედი თანამშრომლის, ბატონი ლევან აბდუშელიშვილის კარზე კაკუნი, რომელსაც, ამჟამად არა ერთი, არამედ ერთდროულად ორი პოზიცია უჭირავს კინოცენტრში და ორივე პოზიციაზე სამუშაოდ კინოცენტრის კარი მისთვის კაკუნის გარეშეც ღიაა. თუმცა, 12 ივლისიდან, მას მოუწევს მხოლოდ ერთ პოზიციაზე მუშაობა გამართული მენეჯმენტის პრინციპიდან გამომდინარე, რაც, სავარაუდოდ, უნდა იყოს მისი გაღიზიანების მიზეზიც.

 


ვფიქრობთ, მსგავსი თანამშრომლების მხრიდან უსაფუძვლო განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს კონკურსების გამოცხადება მოხდება კონკრეტული თემების მითითებით, რომ თითქოს კინოცენტრი გახდება ხალხისთვის ჩაკეტილი ორგანიზაცია და მსგავსი მითების ტირაჟირება საკუთარი შეცდომების გადაფარვას უფრო ემსახურება, ვიდრე კინოცენტრსა და ქართულ კინოზე ზრუნვას, რისთვისაც თითოეულ მათგანს მრავალი წელი ჰქონდა.

 


ყოფილი კინოსტუდიის ტერიტორია აღმაშენებლის გამზირზე

 


ქართული კინოს მომავლითა და ბედით რეალურად დაინტერესებული მოქალაქეებისთვის გვსურს კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ქართული კინოს მხარდაჭერა და კინოინდუსტრიის აღორძინება, ასევე, ეროვნული კინოცენტრის რეპუტაციის ამაღლება სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

 


კინოხელოვნების ხელშეწყობა რომ სამინისტროსათვის მხოლოდ კინოცენტრის გაძლიერება არაა, ამის ნათელი მაგალითია თბილისში, დ. აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ყოფილი კინოსტუდიის ტერიტორიის შენარჩუნებასა და განვითარებაზე მუშაობა. დაახლოებით 4 ჰექტარ ტერიტორიაზე სწორედ კულტურის მინისტრის ინიციატივით 2022 წლიდან მასშტაბური ინფრასტრუქტურული განახლება მიმდინარეობს. 2021-2023 წლებში ამ მიზნით გამოყოფილი ბიუჯეტი 6 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. 2021 წლის ივლისში, როდესაც საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, მოცემული სახელმწიფო ქონება მართვაში კულტურის სამინისტროს გადმოეცა, ჩამოქცევის პირას მყოფი უნიკალური ისტორიის მქონე კინოსტუდიის ტერიტორიაზე 70-მდე კომპანია საქმიანობდა. არაერთ მათგანს ფართი საბაზრო ღირებულებაზე რამდენჯერმე დაბალ ფასად ჰქონდა მიქირავებული, რამაც ქართულ კინოს მიუღებელი შემოსავლების სახით მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. მოიჯარეების საქმიანობა კი არ უკავშირდებოდა ორგანიზაციის წესდებით განსაზღვრულ მიზნებსა და საქმიანობის სფეროებს. მაგალითად, ფუნქციონირებდა სამკერვალო, ბარი, სამშენებლო ნარჩენების გატანის კომპანია, ხის ცეხი, საწყობი, ტურისტული სააგენტო, სამზარეულოს კარადებისა და ლეიბების დამზადება, ე.წ. პროფილაქტიკა და სხვა. ამასთან, ყოფილი კინოსტუდიის ტერიტორიაზე, სახელმწიფო ქონებაში, საბაზრო ღირებულებაზე ბევრად ნაკლებ თანხად, ხელშეკრულებით იყო გადაცემული საცხოვრებელი ფართი კინოცენტრის მაშინდელი დირექტორის, გაგა ჩხეიძისთვის, რომელიც იმავდროულად იყო ყოფილი კინოსტუდიის გამგეობის წევრიც. ასევე, ყოფილი კინოსტუდიის ერთ-ერთ შენობაში იჯარის ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული ა(ა)იპ კინოხელოვნების ცენტრ პრომეთეს, რომლის დირექტორიც იყო იგივე გაგა ჩხეიძე. შესაბამისად, მოცემულ სახელშეკრულებო ურთიერთობებში სრულად უგულებელყოფილი იყო ინტერესთა კონფლიქტის პრინციპები და როგორც კინოცენტრი, ასევე ყოფილი კინოსტუდიის გარკვეული გადაწყვეტილებები ბატონ გაგა ჩხეიძეს საკუთარ თავსა და პირად ინტერესზე ჰქონდა მორგებული. ახალი მმართველობის პირობებში, სამინისტრომ გაწყვიტა ყველა საიჯარო ხელშეკრულება და ტერიტორიიდან გაყვანილ იქნა ყველა მოიჯარე, რომელთაგან არაერთი არ იხდიდა საიჯარო თანხას და დღემდე ინარჩუნებს დავალიანებას სახელმწიფოს წინაშე. ასეთი ყოფილი მოიჯარეების მიმართ მიმდინარეობს სასამართლო დავები დავალიანებების დაბრუნებასთან დაკავშირებით, რომლის ოდენობა ჯამურად შეადგენდა 121 320 ლარს.

 


სწორედ კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ყოფილი კინოსტუდიის ტერიტორია, რომლის მხოლოდ ერთი ნაწილის რეაბილიტაციაა ამჟამად დასრულებული, ხელოვნებას ემსახურება – მასპინძლობს გამოფენებს, მსახიობების კასტინგის სააგენტოს, მეთოჯინეების სახლს, ფოტოგრაფის სტუდიას და ემზადება ანიმაციის სტუდიის განახლებისა და კინოდარბაზის მოსაწყობი სამუშაოებისთვის. პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა მძიმე მდგომარეობაში მყოფი შენობების, მათ შორის, ორი საუკუნოვანი კინოპავილიონის გამაგრებისა და ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაციის მიზნით, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები: 196
#176   Major
      
http://provision-sa.co.za:3000/laurelroten08 provision-sa.co.za


https://interior01.netpro.co.kr:443/bbs/board.php?bo_table=free&wr_id=235 https://interior01.netpro.co.kr


https://gitea.shirom.me/wilburnlefevre gitea.shirom.me


https://jobcopae.com/employer/play-at-the-top-gambling-website-in-the-us/ jobcopae.com


https://koubry.com/companies/ignition-casino-promo-codes-2026-get-300-bonus-up-t
o-3000/ https://koubry.com


https://www.atlantistechnical.com/employer/ignition-casino-review-latest-ignitio
n-bonus-codes-for-2026/ https://www.atlantistechnical.com


https://music.wzsipku.cn/adolfolindt98 https://music.wzsipku.cn/adolfolindt98


http://zenithgrs.com/employer/claim-free-rewards/ zenithgrs.com


https://gitea.jsjymgroup.com/suzannabaeza0 gitea.jsjymgroup.com


https://globalhospitalitycareer.com/employers/ignition-casino-bonuses-welcome-of
fers-more-for-2026/ globalhospitalitycareer.com


https://suprasage.com/lottiemcgehee6 https://suprasage.com/


https://mginger.org/@maggiebussey71 https://mginger.org


http://git.qniao.cn/juliaponce204 git.qniao.cn


https://xn--lpris-iua.nu/normashull735 lpris-iua.nu


https://gitlab.herzog-it.de/alejandroglasp https://gitlab.herzog-it.de/


https://rsas.de/sherrivarney34 rsas.de


https://employmentabroad.com/companies/ignition-poker-review-an-honest-look-at-i
gnitions-poker-room/ employmentabroad.com


https://realhire.co/employer/ignition-casino-invite-a-friend-refer-a-friend-bonu
s/ https://realhire.co


http://git.youkehulian.cn/linnielombard0 git.youkehulian.cn


http://kimnpark.net/gnu5/bbs/board.php?bo_table=2014Taiwan&wr_id=12792 kimnpark.net


https://gitlab-rock.freedomstate.idv.tw/katringregory gitlab-rock.freedomstate.idv.tw

References:
https://www.loginscotia.com/jdbasa72670755
7 მაი 2026 07:45
#175   Kaley
      
https://iratechsolutions.com/employer/best-payid-casinos-australia-2026-instant-
aud-withdrawals/ iratechsolutions.com


https://mapnova.com.co/employer/payid-casinos-2026-fastest-withdrawals-tested-0-
2h-payouts/ mapnova.com.co


http://play123.co.kr/bbs/board.php?bo_table=online&wr_id=374064 play123.co.kr


https://www.rhcapital.cl/employer/top-payid-casinos-australia-2026-fast-secure-c
asino-payment/ www.rhcapital.cl


https://yona.archivonacional.go.cr/blog/index.php?entryid=46089 yona.archivonacional.go.cr


https://2workinoz.com.au/employers/payid-casino-australia-minimum-deposit-my-rev
iew-2026/ 2workinoz.com.au


https://gangsain.co.kr/bbs/board.php?bo_table=free&wr_id=277371 https://gangsain.co.kr/bbs/board.php?bo_table=free&wr_id=277371


http://wooriwebs.com/bbs/board.php?bo_table=faq wooriwebs.com


https://empleos.contatech.org/employer/payid-casino-australia-2026-complete-auss
ie-players-guide/ empleos.contatech.org


http://androidturkiye.awardspace.biz/index.php?action=profile;u=161180 androidturkiye.awardspace.biz


https://lawrencewilbert.com/read-blog/42671_online-casinos-australia-popular-cho
ices-for-local-players.html https://lawrencewilbert.com


https://thehrguardians.com/employer/best-payid-online-casinos-australia-2026-for
-instant-deposits/ thehrguardians.com


https://behired.eu/employer/best-online-pokies-and-casino-australia-with-payid-2
025/ https://behired.eu/employer/best-online-pokies-and-casino-australia-with-payid-2
025


https://jobcopae.com/employer/payid-casinos-in-australia-2026-top-online-casinos
-accepting-payid-onlinecasinopulse/ jobcopae.com


http://hompy006.dmonster.kr/bbs/board.php?bo_table=b0904&wr_id=200131 http://hompy006.dmonster.kr/bbs/board.php?bo_table=b0904&wr_id=200131


https://jobshop24.com/employer/top-payid-casino-sites-in-australia-2026-payid-on
line-casino-deposits/ jobshop24.com


https://werkstraat.com/companies/payid-casino-login-fast-sign-up-for-aussie-play
ers/ werkstraat.com


http://androidturkiye.awardspace.biz/index.php?action=profile;u=161183 http://androidturkiye.awardspace.biz/index.php?action=profile;u=161183


https://nipp25.cv.org.mk/employer/payid-pokies-2026-tested-payid-casinos-in-aust
ralia/ https://nipp25.cv.org.mk


https://sportjobs.gr/employer/best-online-pokies-and-casino-australia-with-payid
-2025/ sportjobs.gr


https://www.canadiannewcomerjobs.ca/companies/best-payid-casinos-in-australia-to
p-list-for-may-2026/ canadiannewcomerjobs.ca

References:
realhire.co
7 მაი 2026 04:08
#174   Dalene
      
https://jobs.foodtechconnect.com/companies/ignition-casino-bonus-codes-free-chip
s-spins-and-more/ jobs.foodtechconnect.com


https://git.hubhoo.com/marcyheron270 git.hubhoo.com


https://gitea.myat4.com/stephaniemonta gitea.myat4.com


https://thehrguardians.com/employer/real-money-online-casino-usa/ thehrguardians.com


https://dev-members.writeappreviews.com/employer/sign-up-at-ignition-casino-big-
crypto-welcome-offers/ https://dev-members.writeappreviews.com/


https://gbewaaplay.com/felishadenby3 https://gbewaaplay.com/felishadenby3


https://git.erfmann.dev/julietdimattia https://git.erfmann.dev/julietdimattia


https://www.mvacancy.com/companies/casino-promotions-special-offers-bonuses/ https://www.mvacancy.com/companies/casino-promotions-special-offers-bonuses


https://dev.kiramtech.com/kristinpell222 dev.kiramtech.com


https://dev01.open-alt.com/carleyhymel650 dev01.open-alt.com


https://gitea.adber.tech/newtonwynkoop gitea.adber.tech


https://gitlab.ujaen.es/lavadam557267 gitlab.ujaen.es


https://jobcop.in/employer/real-money-online-casino-usa/ https://jobcop.in/


https://angdesh.com/author/rodericksam/ angdesh.com


https://git.automathon.org/hkwjoey8186932 git.automathon.org


https://gitlab.iplusus.com/tonjaaddison94 gitlab.iplusus.com


https://www.meetgr.com/@noesinnett2370 https://www.meetgr.com/


https://git.suo0.com/brendacrooks5 git.suo0.com


https://jobbridge4you.com/employer/real-money-online-casino-usa/ jobbridge4you.com


https://slowdating.ca/@lizzieshenton1 slowdating.ca


https://git.nathanspackman.com/marcomarcell18 git.nathanspackman.com

References:
affiliateincome.top
7 მაი 2026 03:17
#173   Jorg
      
http://git.youkehulian.cn/dorcasrosenbal http://git.youkehulian.cn


https://office.cellx.com.cn:11443/gogs/tanishabrooks6/tanisha2012/wiki/Top+New+O
nline+Casinos+In+Australia+April+2026 office.cellx.com.cn


https://git.rongxin.tech/velvatuggle89 git.rongxin.tech


https://seychelleslove.com/@retaheck757427 https://seychelleslove.com/@retaheck757427


https://grafana.jasonstolle.com/chelseaglenelg grafana.jasonstolle.com


https://gitlab.rightease.com:443/alfred5080155/2890124/-/issues/1 gitlab.rightease.com


https://gitea.cantrell.io/oegbryant8658 gitea.cantrell.io


https://git.123doit.com/finley88n16613/6378no-deposit-new-casinos/wiki/Best-New-
Online-Casinos-Australia-May-2026 https://git.123doit.com/


https://docentesdeingles.ec/employer/best-casino-bonuses-australia-aussie-casino
-bonus-offers-2026/ https://docentesdeingles.ec


https://friendza.enroles.com/read-blog/119862_new-online-casinos-may-2026-latest
-launches-amp-bonuses.html https://friendza.enroles.com/read-blog/119862_new-online-casinos-may-2026-latest
-launches-amp-bonuses.html


https://nas.zearon.com:2001/trentlandrenea nas.zearon.com


https://git.rmarl.in/donter3377109/new-online-casino-australia-no-deposit-bonus1
999/wiki/New-Slot-Game-Releases-2026-Check-Upcoming-Slots-on-slots-info https://git.rmarl.in/


https://music.1mm.hk/kathlenespence https://music.1mm.hk/


https://frocbook.de/read-blog/20740_free-spins-amp-cash.html frocbook.de


https://code.dsconce.space/winnieenderby https://code.dsconce.space/


https://social.smileymission.com/read-blog/70460_every-new-betting-site-in-austr
alia-in-2026-updated-weekly.html https://social.smileymission.com/


https://git.miasma-os.com/melinahall5629 https://git.miasma-os.com/melinahall5629


https://www.ilife24.com/angeliaflinn47 https://www.ilife24.com


http://git.kidsrkidschina.com/mapletrejo441 http://git.kidsrkidschina.com/mapletrejo441


https://gitea.personalsoftware.space/vkxkian7409955 https://gitea.personalsoftware.space


https://app.khest.org/read-blog/22502_new-online-casinos-may-2026-latest-launche
s-amp-bonuses.html app.khest.org

References:
git.adityagupta.dev
6 მაი 2026 01:39
#172   Terese
      
https://reputable.cc/profile/ernestmackness reputable.cc


https://isugar-dating.com/@elizabetlaguer isugar-dating.com


https://git.hgbenjamin.com/edwinburkett6 git.hgbenjamin.com


https://git.sky123th.com/tracibarak718 git.sky123th.com


https://gitlab.cranecloud.io/ameemaxie62844/5934rocketplay-promo-code/-/issues/1
gitlab.cranecloud.io


https://romashka-parts.ru romashka-parts.ru


https://eduxhire.com/employer/rocket-play-casino-bonus-a2000-150-free-spins-prom
o-codes/ eduxhire.com


https://git.dinsor.co.th/colleenluse011/4901rocketplay-bonus-code/wiki/The-Best-
Online-Casino-in-Canada-2026 git.dinsor.co.th


https://gitea.adber.tech/wileyvalenti90 https://gitea.adber.tech/


https://rukorma.ru/rocketplay-promo-code-australia-official-bonus-codes-2026 rukorma.ru


https://manpowerassociation.in/employer/free-spins-au/ manpowerassociation.in


https://smallbusinessinternships.com/employer/casino-online-in-australia-best-ca
sino-games-for-real-money/ smallbusinessinternships.com


https://em-drh.com/employer/rocketplay-bonus-code-promo-code-2026-sign-up-offer/
em-drh.com


https://social.aqait.com/read-blog/1295_rocketplay-no-deposit-bonus-codes-may-20
26-canada.html social.aqait.com


https://gitslayer.de/elisalassiter9/rocket-play-bonus-code1984/wiki/Free-Spins-A
U https://gitslayer.de/


https://mixclassified.com/user/profile/1113232 mixclassified.com


https://hellomusic.app/pedrobehrends5 hellomusic.app


https://afrilovers.com/@sallyblossevil afrilovers.com


https://www.teacircle.co.in/rocketplay-promo-codes-my-review-2026/ https://www.teacircle.co.in/


https://icmimarlikdergisi.com/kariyer/companies/rocket-play-no-deposit-bonus-cod
es-and-offers-for-australian-players/ icmimarlikdergisi.com


https://git.automathon.org/patricebeeler5 git.automathon.org

References:
git.sortug.com
5 მაი 2026 14:06
#171   Louvenia
      
https://music.wzsipku.cn/fernewheeler5 https://music.wzsipku.cn/fernewheeler5


https://gitea.belanjaparts.com/qgyalanna49991 gitea.belanjaparts.com


https://git.nusaerp.com/randall66f1503 git.nusaerp.com


https://www.kukharuk.ru/moisesfunderbu www.kukharuk.ru


https://gitea.fefello.org/jjqrocco16730 gitea.fefello.org


https://gitea.zczcfiles.com.cn/bea20u90643381 gitea.zczcfiles.com.cn


https://dev.kiramtech.com/fredricmotley dev.kiramtech.com


https://aprileaton.net/merlesmyth9106 https://aprileaton.net/


http://global.gwangju.ac.kr/bbs/board.php?bo_table=g0101&wr_id=2496018 http://global.gwangju.ac.kr/bbs/board.php?bo_table=g0101&wr_id=2496018


https://www.ilife24.com/sheldonbeardsl/rocketplay-bonus-code2018/wiki/RocketPlay
+Casino+Bonus+Codes+%2526+Promotions+2026 https://www.ilife24.com


https://git.erfmann.dev/julianahargrav https://git.erfmann.dev


https://nas.zearon.com:2001/irvinbent68872 https://nas.zearon.com


http://newborhooddates.com/@vivienmiranda newborhooddates.com


https://oke.zone/viewtopic.php?id=554105 oke.zone


http://www.aionesight.com/jeanney8712124 www.aionesight.com


https://career.wg-dcard.com/employer/rocket-play-casino-promo-codes-2025-latest-
bonuses/ career.wg-dcard.com


https://romancefrica.com/@michealwerner romancefrica.com


https://aviempnet.com/companies/rocketplay-promo-code-australia-official-bonus-c
odes-2026/ aviempnet.com


https://job.dialnumber.in/profile/jettdarr84353 job.dialnumber.in


https://gitea.waterworld.com.hk/xavierhaveman1/8603rocketplay-promo-code/wiki/Ca
sino-Online-in-Australia-Best-Casino-Games-for-Real-Money https://gitea.waterworld.com.hk


https://git.futaihulian.com/arnulfo13r8449 https://git.futaihulian.com/arnulfo13r8449

References:
jobsathealthcare.com
5 მაი 2026 07:31
#170   Dong
      
References:


Las vegas high roller suites

References:
https://codimd.communecter.org/D_iAN2TgTxuOSV_xKxi_1A/
16 აპრილი 2026 15:55
#169   Arlette
      
References:


Jay cutler bodybuilder steroids

References:
https://hackmd.okfn.de/s/BkRGbra3-x
16 აპრილი 2026 10:20
#168   Roberto
      
References:


Injection testostérone musculation achat

References:
https://mmcon.sakura.ne.jp:443/mmwiki/index.php?dillheat00
16 აპრილი 2026 08:07
#167   Dulcie
      
References:


Online Casino Echtgeld Tipps

References:
https://pads.zapf.in/s/cKNdAZ1EGq
16 აპრილი 2026 07:08
#166   Zenaida
      
References:


Anabolic muscle supplements

References:
https://zumpadpro.zum.de/AoQavQFUT_Sin5q2vo000Q/
16 აპრილი 2026 06:27
#165   Alfonso
      
References:


How to deposit with neosurf on rocketplay

References:
https://sonnik.nalench.com/user/tinviola9/
15 აპრილი 2026 03:56
#164   Harley
      
14 აპრილი 2026 21:16
#163   Darcy
      
References:


Online casino echtgeld book of ra

References:
http://www.qazaqpen-club.kz/en/user/spongeshow85/
14 აპრილი 2026 07:34
#162   Mari
      
References:


Steroids for sale in canada

References:
https://coolpot.stream/story.php?title=trenbolone-acetate-6
14 აპრილი 2026 03:53
#161   Bob
      
References:


Anabolic steroids for sale

References:
https://urlscan.io/result/0198bd2d-dd07-71d8-870e-e3b81118157b/
14 აპრილი 2026 00:51
#160   Alejandro
      
References:


Testosterone fat loss bodybuilding

References:
https://enouvelles.space/item/441991
14 აპრილი 2026 00:40
#159   Gerard
      
References:


Female steroids side effects

References:
https://newsagg.site/item/441844
13 აპრილი 2026 16:25
#158   Zulma
      
7 აპრილი 2026 07:34
#157   Lynda
      
References:


How steroids affect your body

References:
https://pad.geolab.space/s/kLk_meI8p
2 აპრილი 2026 03:43
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი