ადვოკატი გოგა ონიანი ჩაფიძის კარდიოლოგიურ კლინიკაშია მოთავსებული. ონიანი კლინიკაში წუხელ, წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გადაიყვანეს. როგორც ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მას "შეტევა" გამომძიებელთან უსიამოვნო საუბარის შემდეგ დაეწყო.
"მცირე უსიამოვნო საუბარი გვქონდა ადგილზე გამომძიებელთან და გარკვეულ შეურაცხყოფას ჰქონდა ადგილი. გოგას უკვე ამის შემდეგ, იზოლატორშივე დაეწყო შეტევა, გამოძახებული იყო სასწრაფო დახმარება, რომელმაც ადგილზე ვერ შეძლო დახმარების გაწევა და მისი კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო", - განაცხადა მალხაზ ველიჯანაშვილმა.
ამასთან, ადვოკატების ინფორმაციით, ონიანს მკლავებზე დაჟეჟილობები აღენიშნება. მათივე განმარტებით, დაკავებულზე მანქანაში ფიზიკურ ძალადობას ჰქონდა ადგილი.
გოგა ონიანი სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით გუშინ დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას, სავარაუდოდ, დღეს გააკეთებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.