„კანონის უზენაესობა და ადამიანის დაცულობა იქნება ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპი ჩვენი მთავრობის“ - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში, სამთავრობო პროგრამის წარდგენისა გააკეთა.
„უმთავრესი რისი მიღწევაც ჩვენ გვსურს არის ის, რომ მოსახლეობაში კიდევ უფრო გაძლიერდეს და დამკვიდრდეს სამართლიანობის განცდა. ჩვენი მთავრობა იქნება უპირველესი გარანტი იმისა, რომ თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს, რომ არის თანასწორი კანონის წინაშე. მთავრობის წევრებს და პარლამენტარებს გვეკისრება ყველაზე მაღალი ვალდებულება, რომ დავიცვათ ყველა კანონი“ - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.