პარლამენტი "ბავშვებისთვის უსაფრთხო ინტერნეტის შესახებ" კანონპროექტზე მუშაობას იწყებს. ამ საკითხის შემუშავებისა და საკანონმდებლო ბაზის შესწავლის მიზნით, ჯანდაცვის კომიტეტთან სამუშაო ჯგუფის შექმნა იგეგმება. ცნობილია, რომ ამ მხრივ, პარლამენტი ევროპის ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებას აპირებს.
როგორც კანონმდებლები აცხადებენ, ბავშვები ინტერნეტის გაუკონტროლებლად მოხმარების შედეგად წარმოქმნილი რისკებისგან მაქსიმალურად უნდა იყვნენ დაცულნი.
ჯანდაცვის კომიტეტში დეპუტატები დღესვე სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ კანონში ცვლილებას განიხილავენ. აღნიშნული ცვლილება სილამაზის სალონებში კონტროლის გამკაცრებას გულისხმობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.