საქართველო, ტერიტორიული კონფლიქტების მიუხედავად, ნატო-ს წევრი მაინც გახდება და ამ მოსაზრებას ალიანსის ყველა წევრი იზიარებს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ აზერბაიჯანულ სააგენტო "ტრენდთან" საუბარში განაცხადა.
"2008 წლის კონფლიქტი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების საკითხს ართულებს. რა თქმა უნდა, ეს ხვალ არა, მაგრამ მაინც მოხდება.
ჩვენ ახლა ვმუშაობთ ჩვენი ურთიერთობის გაფართოებაზე და იმედი გვაქვს, რომ კონფლიქტი მალე გადაწყდება, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გათვალისწინებით. ამჟამად ჩვენ ურთიერთობის გაღრმავებაზე ვმუშაობთ და საქართველოს ნატო-ში შესაძლო წევრობისთვის ვამზადებთ", - განაცხადა აპატურაიმ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.