რა არის კორონავირუსის, „კოვიდ-19“-ის სიმპტომები, როგორ უნდა დავიცვათ თავი, რამდენად მომაკვდინებელია ის და როგორია გამოჯანმრთელების შანსები?
04-03-2020, 23:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რა არის კორონავირუსის, „კოვიდ-19“-ის სიმპტომები?

 

 

ვირუსი სიცხით და ციებ-ცხელებით იწყება, მას მშრალი ხველება მოჰყვება, ერთი კვირის შემდეგ სუნთქვის უკმარისობა იჩენს თავს და ზოგიერთ პაციენტს საავადმყოფოს მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობა ესაჭიროება.

 

 

ეს სიმპტომები თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ კორონავირუსი გაქვთ, რადგან ისინი უფრო ფართოდ გავრცელებული ვირუსების, გაციების და გრიპის მსგავსია.

 

 

 

 

უმეტესი მწვავე შემთხვევებისას, კორონავირუსმა შეიძლება გამოიწვიოს პნევმონია (ფილტვების ანთება), მწვავე რესპირატორული სინდრომი, რამდენიმე ორგანოს გათიშვა და თვით სიკვდილიც კი.

 

 

ხანდაზმულები და წინასწარ სამედიცინო პრობლემების მქონე ადამიანები (ასთმის, დიაბეტის, გულის დაავადების მქონენი) უფრო მეტად არის მოსალოდნელი რომ მძიმე ფორმით დაავადნენ.

 

 

კორონავირუსის ინკუბაციის პერიოდი - ინფექციის შეყრიდან რაიმე სიმპტომის გამოვლენამდე - 14 დღემდე გრძელდება, როგორც ამას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აცხადებს. მაგრამ ზოგიერთი მკველვარი მიიჩნევს, რომ ეს პერიოდი შესაძლოა 24 დღეც გაგრძელდეს.

 

 

როგორ უნდა დავიცვათ თავი?

 

 

ჯანდაცვის ორგანიზაციები აცხადებენ, რომ კორონავირუსთან ბრძოლის და მისგან თავის დაღწევისთვის არსებითია ხელების რეგულარულად დაბანა.

 

 

ჯერჯერობით უცნობია ზუსტად როგორ ვრცელდება კორონავირუსი ადამიანიდან ადამიანზე, მიუხედავად ამისა, მსგავსი ვირუსები იმ წვეთებისაგან ვრცელდება, რომელსაც ხველებისას ან ცემინებისას ინფექციის მქონე ადამიანი წარმოშობს.

 

 

ასე რომ, ხველებისა და ცემინებისას ხელსახოცების გამოყენება, დაუბანელი ხელებით სახეზე შეხების არდაშვება და ინფიცირებულ პირებთან ახლო კონტაქტის მორიდება მნიშვნელოვანი წინაპირობაა თავის დასაცავად.

 

 

რამდენად მომაკვდინებელია კორონავირუსი და როგორია უკეთესად გახდომის შანსები?

 

 

ხუთიდან 4 ადამიანს, რომელსაც კორონავირუსი ეყრება, მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება, როგორც ამას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია 56 000 პაციენტზე დაკვირვებით იუწყება.

 

 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თანახმად:

 

 

მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება 80%-ს

 

 

მწვავე სიმპტომები 14%-ს

 

 

6% კი კრიტიკულად ავადდება

 

 

დაავადებისაგან გარდაცვალების პროცენტული მაჩვენებელი დაბალია (1%-დან 2%-ამდე), მაგრამ მაჩვენებელი არასანდოა, წერს BBC და განაგრძობს, რომ ათასობით ადამიანი ჯერ კიდევ მკურნალობის პროცესშია და შესაძლოა მათგან არაერთი გარდაიცვალოს, რაც იმას ნიშნავს, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი შეიძლება უფრო მაღალი იყოს. ასევე ისიც უცნობია, რამდენი მსუბუქ ფორმაში მიმდინარე ავადმყოფობა არ არის აღრიცხული - ასე რომ შესაძლოა სიკვდილიანობის პროცენტი უფრო დაბალიც კი იყოს.

 

 

მომზადებულია GUARDIAN.GE-ის მიერ

კომენტარები: 383
#3   Denese
      
Whats up this is kind of of off topic but I was wanting to know if blogs use WYSIWYG
editors or if you have to manually code with HTML. I'm starting a blog soon but have no coding experience so I
wanted to get advice from someone with experience.
Any help would be greatly appreciated!

My webpage - Gita
10 ნოემბერი 2021 17:06
#2  giorgi
      
gamarjobat, tavis tkivili cxviridan cinglebi, xveleba mteli dgis ganmavlobashi max 5jer, yelis tkivili, sagamoobit sicxe 37.3, aris varianti ro am simptomebis adamians covid 19 qondes?
10 აპრილი 2020 08:38
#1   გელა
      
სად უნდა მივიდე თუ გამიჩნდა ეჭვი რომ დაინფიცირებული ვარ ??
11 მარტი 2020 04:23
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 ... 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი