არ ვაპირებდი, ღირსადაც არ მიმაჩნდა და არც სურვილი მქონდა, რომ რაიმე დამეწერა პატიმარ სააკაშვილზე, მაგრამ, მისი დედის უტიფარმა და ცინიზმით სავსე განცხადებამ მაიძულა, მეტიც, მოთმინებიდან გამომიყვანა! არ ვიკადრებ და მაინც ეტიკეტს დავიცავ, თორემ ისეთი სიტყვები მადგას ენაზე...
ქ-ნო გიული! დავიჯერო არ იცით, თუ არ გახსოვთ, რა თქვა თქვენმა შვილმა, მხეცურად მოკლული სანდრო გირგვლიანის დედის, ირინა ენუქიძის მისამართით?! შეგახსენებთ, თქვენმა ვაჟმა "ბრძანა" შვილმოკლულ, გაუბედურებულ დედაზე: "კუთხეში დაჯდეს და ჩუმად იტიროსო"!!! ქვეყნის "პრეზიდენტმა", იმის ნაცვლად, რომ წუხილი, სამძიმარი მაინც გამოეთქვა შვილმკვდარი დედისთვის, პირიქით, ყველაფერი გააკეთა უბედური დედის განადგურებისთვის, რასაც მიაღწია კიდეც, რადგან შვილის დაღუპვიდან წელიწადნახევარში იგი გარდაიცვალა, გამწარებული და განაწამები წავიდა თავის შვილთან ისე, რომ სამართალი ვერ ნახა! ამის შემდეგ, თქვენ გყოფნით თავხედობა, რომ სანდროს და ირინას, დედა-შვილის ცხოვრების მოსპობაში წილნაყარი თქვენი ძისადმი ქართული საზოგადოება "მადლიერი" იყოს???!!!
ქართველების დიდი უმრავლესობა თქვენი ნაპრეზიდენტალი შვილივით უსულგულო არ არის! თუ სინდისის ნატამალი გაგაჩნიათ, იყუჩეთ, სიკვდილით არავინ სჯის თქვენს მხოლოდშობილ ძეს, დარწმუნებული ვარ, რომ არც ირინა მოითხოვდა ამას, მაგრამ, კეთილი ინებეთ, - "კუთხეში დაჯექით და 6 წელიწადი ჩუმად დაელოდეთ", - თქვენს სასჯელმოხდილ "მესამე პრეზიდენტს"!!!
ჯუმბერ კირვალიძე,
პოლიტოლოგი - დამთავრებული აქვს ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი
წყარო: Facebook-ი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.