ლევან იზორია დაღუპული სპეცრაზმელის დაკრძალვას დაესწრო
26-11-2017, 17:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისში, სპეცოპერაციისას დაღუპული სპეცრაზმელი, ივანე გოლაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

 


დაკრძალვის ცერემონიას საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ვახტანგ გომელაური და საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ.

 


ძმათა სასაფლაომდე ლევან იზორია პრემიერ-მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან, მთავრობის წევრებთან და თავდაცვის უწყების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ქაშვეთის ტაძარში ივანე გოლაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა. თავდაცვის მინისტრმა გარდაცვლილის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა და მის ხსოვნას პატივი მიაგო.

 


თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე 21-22 ნოემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციისას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 1 თანამშრომელი დაიღუპა, დაიჭრა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2 და შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 2 თანამშრომელი.

 


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად, დანაშაულებრივი ჯგუფის სამი წევრი ლიკვიდირებული, ხოლო ერთი დაკავებულია.

 


ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 401
#1   Mudassir Ali
      
You understand your projects stand out of the crowd. There is something unique about them. It seems to me all of them are brilliant. πρεσβεία της Τουρκίας στη Γερμανία
11 იანვარი 2025 02:42
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 ... 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი