თბილისის მერია მუნიციპალური ტრანსპორტით სამგზავრო ბარათის - მეტრომანის დიზაინზე კონკურსს აცხადებს.
როგორც თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, კონკურსი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ტარდება.
„ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია 26 მაისი, რადგან ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის, ხოლო დამოუკიდებლობის აღდგენიდან 27 წლის იუბილეს.
წელს გვინდა, ამ დღის აღნიშვნა მხოლოდ ერთი დღით არ შემოიფარგლებოდეს და შეიქმნას ისეთი რამ, რაც თითოეულ ჩვენგანს უფრო ხშირად შეგვახსენებს მის მნიშვნელობას. ცხადდება კონკურსი სამგზავრო ბარათის – მეტრომანის დიზაინზე, რომლის შინაარსი საქართველოს დამოუკიდებლობის ამსახველი იქნება“, განაცხადა კალაძემ, რომელმაც მთავრობის სხდომაზე სამგზავრო ბარათიც წარადგინა.
მისი თქმით, კონკურსში მონაწილეობის საშუალება ექნება ნებისმიერი ასაკის მსურველს. კონკურსის მონაწილეებმა ესკიზი დღეიდან 24 აპრილის ჩათვლით უნდა წარადგინონ. 10 საუკეთესო ნამუშევარს სპეციალური კომისია გამოავლენს. საბოლოო გადაწყვეტილება 5 მაისს მიიღება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.