ე.წ. სამხრეთ ოსეთში მარეკ დუდაევი მოკლეს. სააგენტო „რესის“ მიერ დე ფაქტო შსს-ზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დუდაევი სოფელ არცევში, კლუბში მოკლული იპოვეს.
სააგენტოს ინფორმაციით, დუდაევს თანასოფლელმა ესროლა, შემდეგ კი, მიიმალა.
მარეკ დუდაევი, 2004 წელს ქართველმა სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანის მკვლელობის, ასევე ყაჩაღობისა და ფულის გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. სასამართლომ მას 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა, ციხეში დუდაევმა 9 წელი გაატარა და 2013 წელს პატიმრობიდან ამნისტიის შედეგად გათავისუფლდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.