საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე პირველი GDP (კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის) სერტიფიკატი გაიცა
07-12-2020, 15:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პირველად საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის და მარეგულირებელი ორგანოს არსებობის ისტორიაში, GDP-ის, კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის სერტიფიკატი გაიცა. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, ხარისხის სერტიფიკატი, შპს „საფლაი ჯეო“-ს გადასცა. შპს „საფლაი ჯეო“, პირველი კომპანიაა, რომლის GDP ინსპექტირება, სტანდარტთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, რეგულირების სააგენტომ, მათივე ნებაყოფლობითი მომართვის საფუძველზე განახორციელა.

 

 

ინსპექტირების სამიზნე სისტემებს წარმოადგენდა ხარისხის სისტემა, შენობა/ნაგებობა, დანადგარები, მასალების მართვა. კომპანიამ სრულად დააკმაყოფილა ნაციონალურ სტანდარტად აღიარებული, კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის - EU-GDP მოთხოვნები. შესაბამისად, შპს „საფლაი ჯეო“ უკვე GDP სერტიფიკატის მფლობელია. შეგახსენებთ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, ქვეყანაში წარმოებული და იმპორტირებული მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, GMP (კარგი საწარმოო პრაქტიკის) და GDP (კარგი დისტრიბუციის პრაქტიკის) სტანდარტის დანერგვა 2018 წლიდან დაიწყო.

 

 

აღნიშნული ხელს შეუწყობს არა მხოლოდ უსაფრთხო და ხარისხიანი ფარმაცევტული პროდუქციის ბაზარზე განთავსებას, არამედ, ქვეყნის საექსპორტო შესაძლებლობის განვითარებას. ჯანდაცვის მინისტრის 2020 წლის 28 თებერვლის N 01-23ნ ბრძანების თანახმად, საქართველოს ნაციონალური GMP-ის (კარგი საწარმოო პრაქტიკის) და GDP-ის (კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის) სტანდარტთან შესაბამისობის დადგენას, ასევე, GMP და GDP სერტიფიკატების გაცემას, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო უზრუნველყოფს.

 

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდირებული სტანდარტის დანერგვით, საქართველო აღიარებს ევროკავშირის სტანდარტებს, ფარმაცევტული პროდუქტების ხარისხის კონტროლის მიმართულებით. ინსპექტირება, ამ ეტაპზე ნებაყოფლობითი ხასიათისაა, 2022 წლის 1 იანვრიდან კი, სავალდებულო გახდება.

 

კომენტარები: 501
#1   Fidelia
      
Hi! I could have sworn I've been to this blog before
but after reading through some of the post I realized it's new to me.

Anyhow, I'm definitely happy I found it and I'll be book-marking and
checking back often!

Also visit my blog post :: Stefan
8 ნოემბერი 2021 14:46
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 ... 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი