სალომე ზურაბიშვილი: წარსულის ფურცლები ლოდებად გვაწვება დღეს... ყველაფერი დაყოფილია, თუნდაც ეკლესიაც დაყოფილია, სადამდე შეიძლება ეს გაგრძელდეს და სადამდე მიგვიყვანს ეს; ამ დროს იმასაც ვამჩნევთ, რომ ჩვენ გვავიწყდება გარე მსოფლიო
16-12-2021, 20:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენი სახელმწიფო არის უკვე 30 წლის ზრდასრული სახელმწიფო და დრო არის, რომ გამოვიდეთ ამ რაღაც ახალგაზრდული ჯახიდან, გადავიდეთ უფრო დამწიფებულ პოლიტიკაზე, ახალ პოლიტიკაზე, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში, პარტიების წარმომადგენლებთან წინასაახალწლო შეხვედრისას და დაამატა, რომ „წარსულის ფურცლები ლოდებად გვაწვება დღეს“.

 


„მართალია, რომ ძალიან ბევრი მოვლენა იყო და გავიარეთ ძალიან რთული პროცესები, სადაც პრაქტიკულად თუ არა, რაღაც გამონაკლისი პერიოდები სულ იყო დაპირისპირება, სულ იყო ორი ბანაკი და მეტი სამოქალაქო დაპირისპირება. ეს არის ის, რაც გავიარეთ, რაც ვიცით და რაც მე მგონი, არავის სურს, დავინახოთ გამეორებული ამ ქვეყანაში. ეს ფურცლები წარსულის, რომელიც ერთად არ გაგვიაზრებია დღემდე, ეს არის ის ფურცლები, რომლებიც ლოდებად გვაწვება დღეს“, - თქვა ზურაბიშვილმა.

 


პრეზიდენტის თქმითვე, საზოგადოება არა მხოლოდ დაიღალა, არამედ გადაღლილია.

 


„ყველგან ისმის, რომ ეს ძალიან მძიმე მდგომარეობა, რასაც ყველა განიცდის, არის გაუსაძლისი ყველასთვის, ამას ემატება კოვიდი, სოციალური პირობები და პრაქტიკულად ქვეყანაში არ არის არანაირი პერსპექტივა საით უნდა წავიდეთ. ეს დამშვიდდეს და ჩვენ მივხედოთ იმ მთავარ საკითხებს, რომელიც არის ნებისმიერი ქვეყნისთვის მთავარი საკითხი, შიდა განვითარება, ამ სიღარიბის დაძლევა, საზოგადოების გაერთიანება, ყველაფერი დაყოფილია, თუნდაც ეკლესიაც დაყოფილია. სადამდე შეიძლება ეს გაგრძელდეს და სადამდე მიგვიყვანს ეს. ამ დროს იმასაც ვამჩნევთ, რომ ჩვენ გვავიწყდება გარე მსოფლიო, ვართ რაღაცნაირად მიბჯენილი, შიგნიდან ვუყურებთ ყველაფერს და გარეთ ჩვენ ირგვლივ, ძალიან ახლოს, რა ხდება, როგორ ხდება, რა საფრთხეები, რა შესაძლებლობები, ეს გვავიწყდება.

 


ჩვენ ვხედავთ, ვიცით, თუ არ დავხუჭავთ თვალს, რომ ახალგაზრდები ამ ქვეყნიდან მიდიან. ერთი სწრაფვა აქვთ, რომ წავიდნენ აქედან, რადგან, თუ ახალგაზრდაა და რაღაც შესაძლებლობებს გრძნობს საკუთარ თავში, არავის უნდა, სიძულვილისა და ბოღმის ქვეყანაში იცხოვროს; ქვეყანაში, სადაც თვითონ ვერ ხედავს, რა არის მისთვის პერსპექტივა და ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა. მეც ვგრძნობ ჩემს პირად პასუხისმგებლობას მათ მიმართ. დროა ქვეყნისთვის, თუ არ გვინდა, დავკარგოთ ყველა შანსი, რაც გვაქვს, რაც ჩვენს წინ არის, ეს იქნება ევროპული ინტეგრაცია, რეგიონში ჩვენი როლის დაბრუნება თუ ჩვენი ფუნქციის მოპოვება ახალ მსოფლიოში, რომელიც დღეს ძალიან სწრაფად ვითარდება. ამ ყველაფერზე თუ ერთად არ ვიფიქრეთ, ცალ-ცალკე – არა, მე ვიცი და შენ არ იცი; არა, შენ ისა ხარ და არა, შენ ესა ხარ, მგონი, ვერსად წავალთ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 

პრეზიდენტმა მიმართვისას აღნიშნა, რომ შერიგება იწყება მოსმენით, ერთმანეთის აზრების გაცვლით და გრძელდება სიმართლის თქმით და სიმართლის გაგებით.

 


„თვით შერიგებაც ვერ იქნება წინაპირობა. ეს ცუდად იყო გაგებული, დაიწყო ამაზე გარკვევა, რომ როგორ უნდა შეურიგდე იმას თუ ამას, ან რატომ უნდა შეურიგდე. შერიგება არის შედეგი და არა საწყისი ეტაპი. იწყება მოსმენით, იწყება ერთმანეთის აზრების გაცვლით, გრძელდება სიმართლის თქმით და სიმართლის გაგებით. მით უმეტეს, როცა წარსულს ეხება ან აწმყოს, გრძელდება სამართლიანობით და შემდეგ შეიძლება შედგეს. ცხადია, ყველას მიზანია შერიგება, რომელსაც მირჩევნია, დავარქვა ეროვნული თანხმობის პროცესი, რადგან მაინც უფრო პროცესია, ვიდრე შედეგი, მაგრამ აუცილებელია, რათა ეს პროცესი წინ წავიდეს, რაღაც მომენტში შედგეს კონსენსუსის პლატფორმა. ეს პროცესი უცხოელებთან ერთად, ქართული, ეროვნული პროცესი უნდა იყოს.

 


დარწმუნებული ვარ და გამოცდილებაც მივიღეთ, რომ ეს უნდა იყოს ჩვენ მიერ მართული პროცესი. ჩვენ მივედით იმის ბოლომდე, რომ გარედან რაც არ უნდა იყოს ძალისხმევა, მონდომება ჩვენი პარტნიორების, იმათ არ აქვთ შიგნიდან პროცესების ისეთი გაგება, რომ მართონ ასეთი მძიმე, ძლიერი და ხანგრძლივი პროცესი, რადგან ეს არ იქნება ორიოდე დღის პროცესი. ვინც ელოდება ასეთ შედეგებს, არარეალურია. ამიტომ, ეს უნდა იყოს ჩვენ მიერ მართული პროცესი. ცხადია, ჩვენ შეიძლება, გამოვიყენოთ და არსებობს ბევრი მაგალითი, მოდელები, რაც გამოყენებული იქნა სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში და არაევროპულ ქვეყანაში.

 


ეს არის მხოლოდ მაგალითები, საიდანაც შეიძლება შედარებითი ანალიზები გამოვიტანოთ, მაგრამ საბოლოოდ ჩვენ უნდა მოვირგოთ ეს პროცესი ჩვენს სპეციფიკაზე და ეს უნდა იყოს ქართული პროცესი, სადაც რაღაც ეტაპის შემდეგ, არ არის გამორიცხული, ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა იყოს რაღაც ფორმით გამოხატული. მაგრამ ჩვენი გადასაწყვეტია, რა ფორმატზე გადავალთ, როცა ჩვენ ჩავთვლით, რომ პირველი გარკვევის ეტაპი დასრულდა. ეს იქნება საკანონმდებლო დონეზე ახალი კანონმდებლობის მიღება, კომისიის შედგენა, რომელიც შეუდგება უფრო დეტალურ განხილვას, იქნება საზოგადოებრივი ქარტია თუ სახალხო კრება ან სხვა ფორმატი. ძალიან ბევრი ვარიანტის მოფიქრება შეიძლება. ასევე გამომდინარე ჩვენი ისტორიიდან, ჩვენი წარსულიდან. ყოველ შემთხვევაში, მე არ ვაპირებ, რომ ჩემი პასუხი მქონდეს დღეს და ვინმეს თავს მოვახვიო. ერთად იქნება გასარკვევი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პროცესი უნდა იყოს სრულიად გამჭირვალე.

 

 

„ის სამი წელი, რაც დამრჩა, ვალდებულად ვთვლი, რომ ეს პროცესი დავიწყო. ამ პროცესზე ვიყო პაუხისმგებელი და ვატარებ ამ პასუხისმგებლობას. მე ამის მერე და ამის იქით არ მაქვს არანაირი პოლიტიკური ამბიცია. მაქვს ერთი ამბიცია, რომ რაც შემიძლია, როგორც შემიძლია, დავეხმარო ამ ქვეყანას, დაგეხმაროთ თქვენ და დავეხმარო საზოგადოებას, რომ რაღაცნაირად დავიწყოთ მაინც ამ მდგომარეობიდან გამოსვლა. თქვენი, ყველას ჩართულობა ამ პროცესში აუცილებელია. ყველა დღეს აქ არ იმყოფება. ეს ძალიან გასაგებია ჩემთვის, რადგან არ შეიძლება, პირველივე მოწვევაზე ყველა მოვიდეს. ჯერ ერთი ჩვეულებრივი ფორმა არის და მიწვევაზე ვიღაცას შეუძლია, ვიღაცას არ შეუძლია. არ ვთვლი, რომ შეურაცხყოფაა და არც უხერხულობა. იქნება ბევრი სხვა საშუალება, რათა დავიწყოთ ის საუბრები, რაც აუცილებელია“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა და განმარტა, თუ როგორ ხედავს პროცესს.

 


„ეს არის ძალიან საწყისი პროცესი და მინდა, ის ვთქვა პირველ რიგში, რომ არ მაქვს რაღაც ჩამოყალიბებული, წინასწარ შექმნილი გეგმა, რომელიც მერე აღარ ექვემდებარება რამე ცვლილებას. პირიქით, ეს არის ღია პროცესი, რომელიც უნდა იყოს ყველას ჩართულობით. ამ პროცესში პირველი უნდა იყოს მოსმენა. მე მოვისმინე პირველი კომენტარები, ამ საღამოსაც ვუსმენდი, სანამ ჩამოვიდოდი და მერეც მოვისმენ. ძალიან გასაგებია ჩემთვის, რომ მრავალფეროვანი იქნება კომენტარები, იქნება სკეპტიციზმი, კრიტიკა, უნდობლობა. ეს ყველაფერი არის ჩვენი დღევანდელი ყოფის ბუნებრივი ნაწილი. ამიტომ, ეს რეაქციები მოსალოდნელიც იყო. ერთ რამეს ამტკიცებს ეს რეაქციები, რომ მართლაც დრო არის, აქტუალურია თემა, რომ ყველასთვის სხვადახხვა ფორმით, სხვადასხვანაირად, ვინ როგორ ხედავს აქედან გამოსვლის ფორმებსა და გზას, მაგრამ ის, რომ ახლა ამის დრო არის, მგონი, საზოგადოებაში და თუნდაც, პოლიტიკურ წრეებში უკვე არის მოცემულობა“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

 


მისივე თქმით, პროცესი უნდა ეყრდნობოდეს რამდენიმე მთავარ პრინციპს.

 


„ერთი არის ინკლუზიურობა. დღეს ყველა არის პოლარიზებული, ყველა დარგი, სექტორი, საზოგადოების თუ პოლიტიკის, ყველანი აბსოლუტურად. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა უნდა იყოს ჩართული. ეს პროცესი უნდა იყოს სრულიად გამჭირვალე. დაიწყება კონსულტაციებით, ინდივიდუალურ თუ ჯგუფურ დონეზე ყველა სფეროს მონაწილეობით. ეს უნდა იყოს ძალიან ვრცელი კომუნიკაციის ფონზე. საზოგადოების იმ ნაწილმა, რომელიც რომელიმე მომენტში არ არის ჩართული რომელიმე ჯგუფის შეხვედრაზე, შეძლოს მაინც გაეცნოს შედეგებს და კონსულტაციების შინაარსი გაიგოს“, - თქვა ზურაბიშვილმა და დასძინა, რომ პროცესის დაწყებას არ შეიძლება, წინ უსწრებდეს რაიმე ფორმის წინაპირობა.

 


„მე მესმის სხვადასხვა მხრიდან სხვადასხვა წინაპირობა. ეს ნიშნავს, რომ ეს წინაპირობები უეჭველად ახალ პოლარიზაციას და დაპირისპირებას წარმოშობს და ნიშნავს, რომ პროცესი შევა ჩიხში. არაფერი არ არის გამორიცხული, მაგრამ ყველაფერი არის პროცესში მოსაგვარებელი, მოსალაპარაკებელი, გასაანალიზებელი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

კომენტარები: 976
#456   Samara
      
The 10 Most Worst Rabbit Vibrators For Women Mistakes Of All Time Could Have Been Prevented Rabbit Vibrators Sex Toy
19 აპრილი 2024 00:59
#455   Rosaline
      
Buzzwords De-Buzzed: 10 More Ways Of Saying Mens Masturbators Mens Masturbators
19 აპრილი 2024 00:31
#454   Donnie
      
You'll Never Guess This Does Amazon Ship To Uk's Secrets cheapest online shopping uk (Kareem)
18 აპრილი 2024 23:49
#453   Rex
      
This History Behind Automated Backlink Builder Software Can Haunt You Forever!
automated Backlink builder software
18 აპრილი 2024 23:30
#452   Esther
      
Why Sex Machine Is The Best Choice For You? sex
machines For Sale
18 აპრილი 2024 23:20
#451   Margene
      
Three Reasons Why You're Tier 1 Seo Is Broken (And How To Repair
It) Tier 2 Links seo
18 აპრილი 2024 22:34
#450   Gina
      
Five Essential Tools Everyone In The Rabbit Vibrators For Sale Industry Should Be
Making Use Of rabbit Vibrator near Me
18 აპრილი 2024 22:34
#449   Kelsey
      
10 Startups That Are Set To Revolutionize The Anal Toy In My
Area Industry For The Better Male anal Toys
18 აპრილი 2024 22:13
#448   Daryl
      
How Fleshlight Was The Most Talked About Trend Of 2023 Masturbators Fleshlight
18 აპრილი 2024 22:13
#447   Quentin
      
20 Fun Facts About SEO Ranking Software Seo
Software Download
18 აპრილი 2024 21:40
#446   Agustin
      
Are SEO Company UK Really As Vital As Everyone Says?
Best Seo Company Uk
18 აპრილი 2024 21:06
#445   Latasha
      
11 Ways To Destroy Your Auto Link Building Software Auto Link Building
Software
18 აპრილი 2024 20:33
#444   Lane
      
Why The Biggest "Myths" About What CSGO Cases Should I Open Could Be True case horizon (https://World-news.wiki/)
18 აპრილი 2024 19:22
#443   Dominique
      
It's The One Sex Machine Trick Every Person Should
Learn cheapest sex machines; Christin,
18 აპრილი 2024 19:12
#442   Janelle
      
5 Fleshlight Sale Lessons From The Professionals
most realistic fleshlight
18 აპრილი 2024 18:45
#441   Danae
      
The Expert Guide To CSGO Cases Ranked spectrum 2 case
18 აპრილი 2024 18:18
#440   Natalie
      
Searching For Inspiration? Try Looking Up Why
Are CSGO Skins Going Up In Price Cs2 Cases
18 აპრილი 2024 18:16
#439   Jaclyn
      
Nine Things That Your Parent Teach You About Cheap Online
Shopping Sites Uk online shopping sites uk (Tracee)
18 აპრილი 2024 17:29
#438   Joann
      
Asbestos Lawyer Tips To Relax Your Daily Life Asbestos Lawyer Trick Every Person Should Know Asbestos lawyer
18 აპრილი 2024 16:22
#437   Joleen
      
10 Quick Tips To Case Battle CS GO Case
clutch
18 აპრილი 2024 14:36
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი