გიორგი გაფრინდაშვილმა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერობის პოსტიდან მისი კანდიდატურა ცოტა ხნის წინათ მოხსნა. მან მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას დააკისრა.
"მე ვხსნი კანდიდატურას და ვხსნი უნივერსიტეტის სასარგებლოდ, რომ უნივერსიტეტი დაუბრუნდეს სასწავლო და სამეცნიერო გარემოს. ჩემთვის თანამდებობის დაკავების ძირითად მოტივაციას წარმოადგენდა ის, რომ უნივერსიტეტი ყოფილიყო კიდეც უფრო წარმატებული", თქვა მან "რუსთავი2"-თან საუბრისას და დაამატა:
"მე მორალური პასუხისმგებლობა არ მექნება გავაგრძელო... არ მოვხსნა კანდიდატურა იქედან გამომდინარე, რომ მოხდეს დაპირისპირება ჩემს გამო უნივერსიტეტში, თუმცა ის ბრალდებები, რომელიც გაისმის ჩემი მისამართით არის აბსურდული."
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.