საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გია ჟორჟოლიანის შეფასებით, NDI-ს კვლევაში განსაკუთრებული არაფერია, რადგან დასაქმების პრობლემა დღეს მთელ მსოფლიოში ეროვნული მნიშვნელობის პრობლემაა.
„დასაქმების კუთხით შედარებით უკეთესი მდგომარეობაა ამერიკის შეერთებულ შტატებში. რთული მდგომარეობაა ევროპაში, მძიმე მდგომარეობაა სამხრეთ ევროპაში და აზიის ქვეყნებში. ზოგადად, ეკონომიკური ზრდის ტემპები საქართველოს რეგიონთან და ევროკავშირთან შედარებით მაღალიც კი აქვს. რა თქმა უნდა, ეს აბსოლუტურად არასაკმარისია და ბუნებრივია ის, რომ მოსახლეობა ეკონომიკური მდგომარეობით უკმაყოფილოა“, - განუცხადა ჟურნალისტებს გია ჟორჟოლიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.