დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ ქამერონი ნატო-ს წევრ ქვეყნებს წერილობით მიმართავს და მოუწოდებს, მეტი პრაქტიკული დახმარება გაუწიონ ალიანსის არაწევრ ქვეყნებს უსაფრთხოების გასაძლიერებლად. ქამერონი ალიანსს სთავაზობს, შეთანხმდნენ თავდაცვის ახალი შესაძლებლობების გაძლიერებაზე მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, მათ შორის - საქართველოში.
"მაშინ, როდესაც ინვესტიციებს ვდებთ შეიარაღებულ ძალებში საკუთარ ქვეყანაში, უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ სხვა ქვეყნების პრატიკული დახმარებისთვის, რომელთაც საკუთარი უსაფრთხოების გაძლიერება სჭირდებათ. ავღანეთის მაგალითზე ჩვენ ვისაწვლეთ, რა სარგებლობა მოაქვს სხვა ქვეყნისთვის გაწეულ დახმარებას, ააშენოს საკუთარი შეიარაღებული ძალები, რათა უკეთესად შეძლონ საკუთარი რეგიონის დაცვა. მინდა, უელსის სამიტზე შევთანხმდეთ მსოფლიოს სხვა ნაწილებში, მაგალითად საქართველოსა და შუა აღმოსავლეთში ახალი თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების მისიებზე".
ამასთან, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს რუსეთთან გრძელვადიანი ურთიერთობების სტრატეგიის გადახედვისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ აუცილებელია რუსეთის მხრიდან ნებისმიერი აგრესიის შეჩერება.
"რუსეთ-უკრაინის ექვსთვიანი კრიზისის ფონზე ჩვენ უნდა შევთანხმდეთ გრძელვადიან ზომებზე, რომელიც გააძლიერებს ჩვენს უნარს, სწრაფი რეაგირება მოვახდინოთ ნებისმიერ საფრთხეზე, ასევე დავარწმუნოთ პარტნიორი ქვეყნები, რომლებიც საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებაზე ღელავენ და შევაკავოთ რუსეთის მხრიდან ნებისმიერი აგრესია", -ნათქვამია დევიდ ქამერონის წერილში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.