თბილისის სააპელაციო სასამართლო "რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებას პასუხობს
23-06-2016, 06:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო ტელეკომპანია ,,რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. სასამართლო განმარტვას, რომ კანონში არ არსებობს ამკრძალავი ნორმა, რომელიც მოსამართლეს უზღუდავს უფლებას გაუგზავნოს კორესპონდენციები მხარეებს, მათ შორის სასამართლო გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოში ამბობენ, რომ "სასამართლო მოცემულ შემთხვევაში მოქმედებდა საკუთარი დისკრეციის ფარგლებში, კანონმდებლობის მოთხოვნების სრული დაცვით."

 

 

"სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 14 დღის ვადაში სასამართლო ვალდებულია მოამზადოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარეებისთვის გადასაცემად. აღნიშნული ვალდებულება სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ შეასრულა 12 დღის ვადაში, რითაც სრულად დაიცვა კანონის მითითებული მოთხოვნა.

 


259(1)-ე მუხლი, რომელზეც მხარის მიერ ხდება მითითება, წარმოადგენს სპეციალურ მუხლს, სადაც განსაზღვრულია მხარის მხოლოდ ვალდებულება გამოცხადდეს სასამართლოში არაუადრეს 21 და არაუგვიანეს 30 დღისა გადაწყვეტილების ჩასაბარებლად და თუ იგი თავს აარიდებს ამ მოვალეობას გადაწყვეტილება ჩაითვლება ჩაბარებულად და დაიწყება ვადის ათვლა 30 დღიდან. 259(1)-ე მუხლის მე-2 ნაწილი იმპერატიულად ადგენს თუ რა კატეგორიის მხარეებთან მიმართებაშია ვალდებული სასამართლო გაუგზავნოს სასამართლო გადაწყვეტილება, რაც არანაირად არ გამორიცხავს სასამართლოს უფლებას საკუთარი შეხედულებისამებრ გაუგზავნოს ნებისმიერ სხვა მხარეს, მით უფრო თუ იგი 21 დღეზე ადრე იქნა მომზადებული. ამასთან, კანონში არ არსებობს ამკრძალავი ნორმა, რომელიც მოსამართლეს უზღუდავს უფლებას გაუგზავნოს კორესპონდენციები მხარეებს მათ შორის სასამართლო გადაწყვეტილება.

 


განსაკუთრებით გვინდა ხაზი გავუსვათ იმ გარემოებას, რომ საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა კანონით განსაზღვრულია 21 დღით და მისი დინება იწყება გადაწყვეტილების მხარისათვის გადაცემიდან ან იმ მომენტიდან, როდესაც მოსამართლე გამოაცხადებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას და ამას ესწრება მხარე. ორივე შემთხვევაში ფუნდამენტალური ღირებულებაა მხარეს ჰქონდეს 21 დღე მას შემდეგ, როდესაც დასაბუთებულ გადაწყვეტილებას გაეცნობა, რაც მოცემულ შემთხვევაში არ დარღვეულა. შესაბამისად აბსურდულია იმის მტკიცება, რომ მხარეებს გასაჩივრების ვადის დინება ეწყებათ სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს, მაშინ როდესაც დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მათ აქვთ 21 დღე, რაც შეიძლება მოსამართლის დისკრეციით განხორციელდეს საქმის განხილვის დასრულებიდან ნებისმიერ გონივრულ დროს და აქედან დაიწყოს ვადის ათვლა.

 


რაც შეეხება 70-78 მუხლებით დადგენილ წესს, გვინდა საზოგადოებას ვაუწყოთ, რომ ტელეკომპანია ,,საქართველო“ არ იმყოფებოდა საქმეში მითითებულ მისამართზე; მისმა ყველა წარმომადგენელმა (პირადად და/ან ოფისის წარმომადგენლების მიერ) უარი განაცხადა სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარებაზე, რაც 75-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 76-ე მუხლების შესაბამისად ითვლება არასაპატიოდ და/ან წარმოადგენს უარის თქმას.

 

 

ასევე აღვნიშნავთ, რომ საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპებიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მართლმსაჯულების ეფექტურობას და ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც სასამართლო საკუთარ ვალდებულებებს ასრულებს კანონით განსაზღვრულ ვადებში და არ აჭიანურებს პროცესს, ფასდება ყოველთვის სასამართლოს პოზიტივად და სრულიად უსაფუძვლოა იმის მცდელობა, რომ აღნიშნული შეფასდეს, როგორც სასამართლოს გაუმართლებელი ქმედება.

 

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ სასამართლო მოცემულ შემთხვევაში მოქმედებდა საკუთარი დისკრეციის ფარგლებში, კანონმდებლობის მოთხოვნების სრული დაცვით და ყოველგვარი საუბარი, რომ სააპელაციო სასამართლოს კოლეგიის ქმედება გასულია კანონის ჩარჩოებიდან, არ შეესაბამება სინამდვილეს და მიზნად ისახავს სასამართლოს დისკრედიტაციასა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას,"– აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

კომენტარები: 182
#142   Shirley
      
References:


New Osko casinos Osko pokies
cash out Australia
20 ოქტომბერი 2026 06:25
#141   Jim
      
References:


Bpay pokies real money online pokie sites that accept bpay
18 ოქტომბერი 2026 16:28
#140   Charli
      
References:


Play pokies with bpay ctphome.com
18 ოქტომბერი 2026 16:13
#139   Jane
      
References:


Neosurf pin casino deposit australia https://dok.kompot.si
15 ოქტომბერი 2026 14:53
#138   Fred
      
References:


BPay pokie games online hedgedoc.dawan.fr
14 ოქტომბერი 2026 08:22
#137   Bonny
      
References:


Bank transfer casino payouts australia https://goldenv.by/user/mealbuffer39/
13 ოქტომბერი 2026 23:44
#136   Earnestine
      
References:


Australian casino wire deposit licensed wire transfer casinos australia
12 ოქტომბერი 2026 00:25
#135   Selma
      
References:


Neosurf blackjack casino australia https://www.rcfl.com.hk/home.php?mod=space&uid=10290850
11 ოქტომბერი 2026 10:31
#134   Adolfo
      
References:


10 aud deposit casino neosurf https://nutritionwiki.space
4 ოქტომბერი 2026 19:35
#133   Maybelle
      
References:


Payid pokies sign up bonus https://eggswiki.site/
4 ოქტომბერი 2026 14:14
#132   Cierra
      
References:


Fast withdrawal pokies australia payid pokies sites that take payid
4 ოქტომბერი 2026 13:35
#131   Sterling
      
References:


10 dollar deposit pokies payid daily
free spins payid pokies
2 ოქტომბერი 2026 23:05
#130   Laurinda
      
References:


Progressive jackpot payid pokies justbookmark.win
2 ოქტომბერი 2026 14:48
#129   Dillon
      
References:


Aussie pokies payid aussie pokies payid
2 ოქტომბერი 2026 13:53
#128   Hallie
      
30 სექტემბერი 2026 10:35
#127   Cora
      
References:


5 minimum deposit pokies payid online
pokies pay id
30 სექტემბერი 2026 07:32
#126   Dorothea
      
References:


Play pokies with payid pay id
pokies real money
28 სექტემბერი 2026 06:10
#125   Jenifer
      
References:


Online casino mit sofortüberweisung auszahlung bbs.88moli.top
25 სექტემბერი 2026 04:55
#124   Shelton
      
References:


Casino per sofortüberweisung creativespace.biz
24 სექტემბერი 2026 04:36
#123   Jolie
      
References:


Spielhalle mit sofortüberweisung Neues
Sofort Casino
24 სექტემბერი 2026 04:01
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი