დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ვლადიმერ პუტინს, რომელმაც სამყარო უფრო საშიში გახადა, - განაცხადა საქართველოში სამუშაო ვიზიტად მყოფმა აშშ-ის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარემ, სენატორმა ჯონ მაკკეინმა ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში, სადაც მას თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ უმასპინძლა.
სენატორმა მაკკეინმა მადლობა გადაუხადა ქართველ ჯარისკაცებს საერთაშორისო მშვიდობის უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილისთვის და აღნიშნა, რომ აშშ-ს ორპარტიული დელეგაცია საქართველოში იმყოფება იმისთვის, რომ გამოხატოს მხარდაჭერა ქართველი სამხედროებისა და ქართველი ხალხისადმი, რომლებიც ავღანეთში ამერიკელებთან ერთად მსახურობენ.
"მადლობა მინდა გადავუხადო ვლადიმერ პუტინს, რომელმაც სამყარო უფრო საშიში გახადა. ვლადიმერ პუტინმა არალეგალურად მოახდინა ამ ქვეყნის ნაწილის ანექსია, თუმცა ერთ დღეს საქართველო ისევ იქნება თავისუფალი, მთლიანი და დამოუკიდებელი. ჩვენი ლიდერი რონალდ რეიგანი ამბობდა, რომ მშვიდობა არის სიძლიერე. თქვენ წარმოადგენთ რონალდ რეიგანის ამ სიტყვების მემკვიდრეობას რაც მან განაცხადა და ეს იქნება შეტყობინება რუსეთისთვის. მე ღრმად მწამს, რომ ჩვენი ორი ქვეყნის დემოკრატია გაიმარჯვებს. გაიმარჯვებს დემოკრატია, რომელიც დაფუძნებულია თანასწორობაზე და ღირებულებებზე“, - განაცხადა სენატორმა ჯონ მაკკეინმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.