შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ჯეიმს მატისი ამერიკის ნატო-სადმი ვალდებულებების შემცირებით იმუქრება, თუკი სხვა წევრი ქვეყნები თავდაცვისთვის მეტ ხარჯებს არ გაიღებენ. ინფორმაციას ამ წუთებში BBC ავრცელებს.
მატისის კომენტარი გამეორებაა დონალდ ტრამპის მოთხოვნისა, ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა უფრო მეტი ფული გადაიხადონ.
მატისი ნატო-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებს ოთხშაბათს პირველად შეხვდა.
„ამერიკელ გადასახადების გადამხდელებს უკვე აღარ შეუძლიათ ზიდონ დასავლური ღირებულებების თავდაცვის არათანაზომიერი წილი“, განაცხადა მან ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში და დაამატა:
„ამერიკელები ვერ იზრუნებენ თქვენი შვილების მომავლის უსაფრთხოებისთვის თქვენზე უფრო მეტად“.
უფრო ადრე კი მატისმა ხელახლა დაადასტურა შეერთებული შტატების ერთგულება ტრანს-ატლანტიკური ალიანსისადმი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.