ეგვიპტის ყოფილ პრეზიდენტს მოჰამედ მურსის ქაიროს სასამართლომ 20 – წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. „როიტერსის“ ინფორმაციით, მურსის პრეზიდენტის სასახლესთან 2012 წელს მომხდარ სისხლიან შეტაკებებში ედება ბრალი.
მურსის გარდა პატიმრობა ორგანიზაცია „მუსულმანთა საძმოს“ კიდევ 12 წევრს მიუსაჯეს. ისინი ციხეში 10-დან 20 წლამდე გაატარებენ. მოჰამედ მურსის ასევე ბრალი ედება სახელმწიფო ღალატში და ციხიდან „მუსულმანთა საძმოს“ წევრების მასობრივი გაქცევის ორგანიზებაში.
მოჰამედ მურსი ეგვიპტის პირველი პრეზიდენტი იყო, რომელიც საყოველთაო არჩევნების შედეგად მოვიდა ქვეყნის სათავეში. 2013 წელს მურსი სამხედრო გადატრიალების შედეგად ჩამოაშორეს ხელისუფლებას. ამჟამად ქვეყნის პრეზიდენტის პოსტს აბდულ ფატახ ხალილ ას-სისი იკავებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.