გიორგი კვირიკაშვილი: „ძალიან დიდ სიხარულს იწვევს ჩემში ის, რომ წელს პირველად, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, ამბროლაურში შობადობამ გადააჭარბა სიკვდილიანობას“
03-09-2017, 14:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

2017 წელს ამბროლაურში შობადობამ გადააჭარბა სიკვდილიანობას და ეს პირველად მოხდა ბოლო პერიოდში, განაცხადა პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატების წარდგენისას და იმედი გამოხატა, რომ ამბროლაურის შემდეგ ეს ტენდენცია რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებშიც იჩენს თავს.

 


„ძალიან დიდ სიხარულს იწვევს ჩემში ის, რომ წელს პირველად, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, ამბროლაურში შობადობამ გადააჭარბა სიკვდილიანობას. სწორედ ეს არის ის, რაც ჩვენს სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს, რომ რეგიონებში დაბრუნდნენ ახალგაზრდები, მოიკიდონ ფეხი და შექმნან ძლიერი, წელგამართული ქართული ოჯახები იმისათვის, რომ საქართველო გაძლიერდეს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამბროლაურის მერე აუცილებლად იქნება სხვა რაიონები ამ რეგიონის შემადგენელი და დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ახალგაზრდა მოინდომებს, დაბრუნდეს და ფეხი მოიკიდოს იქ, სადაც მათი ფესვებია“ განაცხადა პრემიერმა და ხაზი გაუსვა სწორი სივრცით დაგეგმარების მნიშვნელობას, რასაც მისი აზრით „მოჰყვება ახალი ინვესტიციები, წარმოება, უფრო სწორად განვითარდება რეგიონები, მეტი ხალხი დასაქმდება და ოჯახებს შეექმნება მეტი შემოსავალი, რეგიონებში ცხოვრება გახდება მიმზიდველი“.

 


მან აღნიშნა, რომ მთავრობა გააგრძელებს ყველა იმ სახელმწიფო პროგრამას, რომლებითაც დღემდე რეგიონები სარგებლობდნენ.

 


„ეს რეგიონი, განსაკუთრებით რაჭა, წლების განმავლობაში, ხალხისგან იცლებოდა და როგორც უკვე მოგახსენეთ, დღეს გვაქვს ჩვენ დადებითი ტენდენცია და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ტენდენცია გავრცელდება ლეჩხუმშიც, ლენტეხშიც, რომელიც, სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში დაიცალა ახალგაზრდებისგან. მე დარწმუნებული ვარ, რომ ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ახალი შესაძლებლობები მეწარმეთათვის, მათ შორის დამწყები მეწარმეებისთვის აუცილებლად გამოიწვევს იმას, რომ ახალგაზრდები დაბრუნდებიან“, დასძინა კვირიკაშვილმა და აღნიშნა, რომ მომავალი ათი წლის განმავლობაში ადგილობრივი თვითმმართველობების დაფინანსება გაორმაგდება.

 


„ჩვენი სტრატეგიული გეგმის მიხედვით, მომავალი ათი წლის განმავლობაში უნდა გავაორმაგოთ ადგილობრივი თვითმმართველობების დაფინანსება. ეს, რა თქმა უნდა, გამოიწვევს იმას, რომ მაღალი პროფესიონალები დაბრუნდებიან თავიანთ რაიონებში, რეგიონებში და იმუშავებენ ჩვენი ქვეყნის და მათი საკუთარი კუთხის სასიკეთოდ. ამისთვის, მეგობრებო, საჭიროა ჩვენი ერთსულოვნება, ჩვენი კიდევ ერთხელ გაერთიანება იმისათვის, რომ ერთიანობით, ერთობლივი ძალისხმევით, ერთმანეთის სიყვარულით და გვერდში დგომით დავძლიოთ ის პრობლემები, რაც ჩვენს წინაშე დგას და რა თქმა უნდა, სტაბილურობა, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ უზრუნველყო და ის დაბალანსებული პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ვეწევით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ მშვიდობა შევინარჩუნოთ და რა თქმა უნდა, გავაგრძელოთ ის ჩვენი სტრატეგიული ხაზი, რაც ევროპის ნამდვილ წევრად გახდომას გულისხმობს“, აღნიშნა პრემიერ მინისტრმა.

 

კომენტარები: 44
#4   Stacey
      
References:


South point casino las vegas

References:
coolpot.stream
16 იანვარი 2026 22:49
#3   Lorna
      
References:


Monte cassino

References:
hedgedoc.info.uqam.ca
16 იანვარი 2026 19:04
#2   Mikel
      
References:


Ldl casino

References:
https://instapages.stream/
16 იანვარი 2026 14:08
#1   Shelton
      
casino mit paypal einzahlung

References:
www.career4.co.kr
1 იანვარი 2026 01:54
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 3 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი