ბიზნესმენი ლევან ქიძინიძე, რომელიც "ქართული ოცნების" გულმხურვალე მხარდამჭერი იყო, დღევანდელ მთავრობას უსუსურს უწოდებს და აცხადებს, რომ ქვეყანაში დღეს სწორედ მთავრობის უსუსრობით, შეთქმულება და სახელმწიფო გადატრიალება მზადდება.
"არაერთჯერ ვთქვი და ვიმეორებ: მაქვს ეჭვი, რომ ქვეყანაში შეთქმულება და სახელმწიფო გადატრიალება მზადდება და ალბათ ამ ყველაფერში ბრალი უნდა მიუძღოდეს დღევანდელ უსუსურ მთავრობას, რომელიც ან არაფერს არ აკეთებს, ან ვერაფერს ვერ აკეთებს, რომ თავიდან აიცილოს კარზე მომდგარი სოციალური აფეთქება (ახალი რევოლუცია), რაც ომის ქარ–ცეცხლში გაახვევს და საბოლოოდ დაშლის საქართველოს......" - წერს ლევან ქიძინიძე, ექსპერტ მამუკა არეშიძის იმ მოსაზრების კომენტირებისას, რომლის მიხედვითაც გარკვეული ადამიანები ეროვნული ბანკის პრეზედენტ გიორგი ქადაგიძესთან ერთად ანტისახელმწიფოებრივ თამაშს თამაშობენ.

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.