საბერძნეთში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტმა მოლაპარაკებები საბერძნეთის პრემიერთან გამართა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და საბერძნეთის თანამშრომლობა საუკუნეების განმავლობაში ემსახურებოდა ევროპის განვითარებას და სწორედ ამ ტრადიციებზე დაყრდნობით უნდა განვითარდეს ორ ქვეყანას შორის თანამედროვე ურთიერთობები.
„მხარეებმა განიხილეს კონკრეტული ნაბიჯები ვაჭრობის, ტურიზმის, ბიზნესთანამშრომლობის გასაღრმავებლად. ალექსის ციპრასმა დაადასტურა საბერძნეთის სრული და ურყევი მხარდაჭერა საქართველოს მისწრაფებების მიმართ ევროკავშირსა და ნატოში.
შეხვედრაზე მხარეებმა ვრცლად ისაუბრეს უსაფრთხოების საკითხებზე, საქართველოს პრეზიდენტმა საბერძნეთის პრემიერს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება გააცნო. ხაზი გაესვა, რომ ოკუპაციამ საქართველოში მცხოვრები ბერძნებიც დააზარალა. აღინიშნა ისიც, რომ საფრთხე ექმნება იმ კულტურულ მემკვიდრეობას, რომელიც ჯერ კიდევ ანტიკური ხანიდან საქართველოს ტერიტორიაზეა. მხარეების თქმით, საჭიროა საერთო ძალისხმევა ევროპაში კონფლიქტების მოსაგვარებლად და სტაბილურობის შესაქმნელად, შავი ზღვის რეგიონის ჩათვლით.
მხარეებმა ასევე იმსჯელეს ორ ქვეყანას შორის ტურიზმის, ინვესტიციების მოზიდვისა და გამოცდილების გაზიარების პერსპექტივებზე. ხაზი გაესვა ეკონომიკური კავშირების გაძლიერებისა და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის ზრდის პოზიტიურ დინამიკას.
საქართველოს მხრიდან შეხვედრას დაესწრნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდი, საქართველოს ელჩი საბერძნეთში იოსებ ნანობაშვილი", აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.