კიდევ ერთხელ არის თქვენს ხელში ამ ქვეყნის ბედი, მიმართა კრწანისის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ მოქალაქეებს, რომლებიც საგარეჯოში, „ქართული ოცნების" მხარდაჭერილ კანდიდატთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე მივიდნენ.
ოდიშარიას თქმით, მმართველი პარტიის მიერ შეთავაზებული ევროპული ტიპის საარჩევნო კამპანია პოლიტიკურმა ოპონენტებმა უგულებელყვეს და მას ბინძური ტაქტიკა დაუპირისპირეს.
ქართული ოცნება“ გადავიდა ძალიან აქტიურ მხარდაჭერის კამპანიაზე, რადგან შეთავაზებული ევროპული ტიპის კამპანია, რომელიც ეკადრება ჩვენს ქვეყანას და რომელიც ეკადრება სახელმწიფო მეთაურის პოსტს, არ იქნა გაზიარებული და ჩემი აზრით, უპრეცედენტოდ, ბინძური, შეუფერებელი ტაქტიკა იქნა შერჩეული. ჩვენ ეს არ გვეკადრება, მაგრამ ყოველდღიურად ვისმენთ სიტყვიერ შეურაცხყოფას, ცილისწამებას. ამიტომაც, გესმით მაღალი ტრიბუნიდან, პარლამენტის თავმჯდომარისგან, პარტიის სხვა ლიდერებისგან მკვეთრი განცხადებები, არ შეიძლება ვეფეროთ ადამიანებს, რომლებთაც არ ესმით რას ნიშნავს ევროპულობა, ევროპული სტანდარტები. შესაძლებელია ეს არის უკანასკნელი შემთხვევა, როდესაც ჩვენ პირდაპირ ვირჩევთ მაღალი ლეგიტიმაციის პირს, რომელიც უნდა იყოს ორიენტირებული ზეპარტიულობაზე, შიგნით უნდა იყოს არბიტრი, გარეთ კი, უნდა იყოს დიპლომატიური ფარი და ხმალი. ასეთი კანდიდატის შერჩევა არც თუ ისე ადვილია. თუმცა, ასეთი არის ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი და სწორედ ამიტომ „ქართული ოცნება“ უჭერს მას მხარს”, განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.