„ომეგა ჯგუფისა“ და ტელეკომპანია „იბერიას“ დამფუძნებელმა, ნატო ჩხეიძემ სასამართლოში შესვლამდე განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ყველა სტრუქტურა ჩართო, რათა გაამართლონ ლევან ყიფიანი. თუმცა მისივე თქმით, ძალიან მალე ლონდონის სასამართლო დაადგენს სიმართლეს.
„მთელი სამთავრობო მანქანა მიმართულია იმისკენ, რომ გაამართლონ ლევან ყიფიანი - ეს არც იყო გასაკვირი, ამიტომაც იყო, რომ არ ვენდობოდით საქართველოს პროკურატურას და მასთან დაკავშირებულ სტრუქტურებს.
ყველა ისინი იმუშავებენ თავიანთი პროფესიონალიზმისა და მორჩილების შესაბამისად. გავა ხანი და ლონდონის სასამართლოს გადაწყვეტილებით, გამოჩნდება ის თუ რა ჩრდილოვანი მმართველობა არის საქართველოში“, ამბობს ნატო ჩხეიძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.