უმრავლესობის დეპუტატი გედევან ფოფხაძე „ქართული ოცნებისგან“ ელოდება იმის ახსნას, თუ რატომ არ შეიძლება დაიკავოს მან იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტი, მით უფრო იმ ფონზე, როცა მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილთან პირად საუბარში მან მიიღო „სრული გარანტიები და პირობა იმისა, რომ ეს ცვლილება მოხდებოდა“.
„ჩავთვალე, რომ ეკასთან [ბესელია] ტანდემში უფრო მეტს გავაკეთებდი, ვიდრე იქ, სადაც ვიყავი და ეს პოზიცია დაფიქსირდა. ამაზე კონსულტაციები იყო ბატონ ბიძინასთან და მე ჩემი მხრივ შემიძლია უბრალოდ ის გითხრათ, რომ ბატონ ბიძინასთან პირად საუბარში მივიღე სრული გარანტიები და პირობა იმისა, რომ ეს ცვლილება მოხდებოდა.
„ეს ფაქტი ბატონ ბიძინას ფრაქციის სხდომაზე, როცა გაწვევაზე დაისვა საკითხი, შევახსენე და ეს ფაქტია, მე ამ ფაქტს ვერ გავექცევი იმიტომ, რომ ხელი ჩამოვართვით ერთმანეთს. მე მქონდა პირობა, რომ ეს ცვლილება განხორციელდებოდა. გუნდმა უნდა მითხრას ჩემში რა პრობლემაა, რატომ არ შეიძლება გედი ფოფხაძე იყოს“, განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.