თბილისის პოლიციის #4, დიდი დიღმის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება სამშენებლო კომპანია „ლ ჯგუფის“ დირექტორი გრიგოლ ჭანტურია, რომლის ხელმძღვანელობითაც ააშენა კომპანია „ლ ჯგუფმა“ 2017 წელს ის საცხოვრებელი კორპუსი, რომელშიც ოთხშაბათ საღამოს დამანგრეველი აფეთქება მოხდა და რომელიც, მერიის ცნობით, ექსპლუატაციაში მიღებული არ ყოფილა.
ამის მიუხედავად, როგორც მერიაში განმარტავენ, ჩაუბარებელ კორპუსში ცხოვრება სამართალდარღვევად არ ითვლება.
„2009 წლამდე კორპუსში, რომელიც ექსპულატაციაში არ იყო მიღებული, ცხოვრება სამართალდარღვევად ითვლებოდა, თუმცა კანონი შეიცვალა და ეს კანონდარღვევად აღარ ითვლება“, განაცხადეს მერიაში.
ამასთან, მერიაში აცხადებენ, რომ „სამშენებლო კომპანია ლ ჯგუფს“, რომელმაც კორპუსი ააშენა, ექსპულატაციაში მიღების მოთხოვნით მერიისთვის არ მიუმართავს.
ტრაგედიის ადგილას მომუშავე ექსპერტები კი არკვევენ თუ რამდენად უსაფრთხოა ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გამოწვეული აფეთქებით დაზიანებული კორპუსი.
მათი დასკვნის დადების შემდეგ გახდება საბოლოოდ ცნობილი თუ რამდენად მდგრადი და საცხოვრებლად უსაფრთხო იქნება ავთანდილის ქუჩაზე მდებარე 9-სართულიანი ახალაშენებული კორპუსი, რომლის მე-6 სართულზე ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ოთხშაბათ საღამოს მომხდარ ძლიერ აფეთქებას 4 ადამიანის, მათ შორის ერთი მცირეწლოვნის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაზიანებები კი 8 ადამიანმა, მათ შორის 6-მა მოზარდმა მიიღო.
ექსპერტები ჯერ ვერ აკონკრეტებენ, თუ რა დრო დასჭირდება საბოლოო დასკვნის გამოტანას, მაგრამ პირველადი დათვალიერების მიხედვით ამბობენ, რომ კორპუსისთვის რესტავრაციის ჩატარების შემდეგ ის სავარაუდოდ, საცხოვრებლად ვარგისი უნდა იყოს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.