ვიხილეთ, თუ როგორ ცდილობდა ნოსტალგიით შეპყრობილი ჩვენი ქვეყნის ყოფილი ხელისუფლება, რომელიც საქართველოში ვერ ჩამოდის, ვერ აწყობს 7 ნოემბერს და 26 მაისს, ლიეჟში მოეხდინა განსხვავებული აზრის მისეული მეთოდებით ჩახშობა, ასე ეხმაურება ბელგიის ქალაქ ლიეჟში მიხეილ სააკაშვილისა და ემიგრანტების შეკრებამდე განვითარებულ მოვლენებს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.
წულუკიანის აზრით, თუ შეხვედრა მიზნად ემიგრანტებთან შეხვედრას ისახავდა, მაშინ სხდომათა დარბაზში მომხრეებთან ერთად, განსხვავებული აზრის მქონე ადამინებიც უნდა შეეშვათ.
„თუ ეს არის ემიგრანტებთან შეხვედრა, ყველა უნდა იყოს დარბაზში დაშვებული და განსხვავებული აზრიც უნდა იყოს შეწყნარებული, მაგრამ ჩემთვის გასაკვირვი იქ არაფერი მომხდარა. სააკაშვილმა ისევე, როგორც ამას აკეთებდა საქართველოში, ლიეჟშიც ჩაახშო განსხვავებული აზრი. უბრალოდ აქ თავად ხელისუფლებაში იყო და სისხლისმიერი მეთოდებით აკეთებდა ამას. შესაბამისად, გასაკვირი არაფერია, უბრალოდ თავი შეგვახსენა თავისი მეთოდებით, რომლისგანაც მრავალი წლის განმავლობაში საქართველომ დიდი ზიანი მიიღო“, განაცხადა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.