„თბილისის მერია სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის სწავლა-განათლების დაფინანსების პროექტს იწყებს. ხვალიდან თბილისში რეგისტრირებული ოჯახების წევრი სტუდენტები, რომელთაც ქულებიც 70 ათასი ან ნაკლებია 50-70 ან 100%-ით დაფინანსებას მიიღებენ“, განაცხადა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ.
„ხვალიდან ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას. ეს არის სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის განათლების დაფინანსება. მიზნობრივი ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდებიან თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების წევრი სტუდენტები, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 ათასი ან ნაკლებია და სწავლობენ ავტორიზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში - ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურებზე. დაფინანსება განხორციელდება სახელმწიფოს სასწავლო გრანტის ფარგლებში, წლიური 2 250, სემესტრული 1 125 ლარით. მისი ოდენობა დამოკიდებული იქნება აკადემიური მოსწრების საშუალო მაჩვენებელზე და ქულების მიხედვით სტუდენტი მიიღებს 50, 70 ან 100 პროცენტით დაფინანსებას. ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროექტის წამოწყება, ხელშეწყობა, თანადგომა სოცილაურად დაუცველი სტუდნეტების მიმართ“, აღნიშნა კალაძემ.
(ვიდეო აღნიშნულ თემაზე იხილეთ დაბლა - 8:04 წუთიდან 9:54 წუთამდე).
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.