მთავრობა საარსებო შემწეობებს აღუდგენს მარტოხელა პენსიონერებს, რომლებიც სოციალურად დაუცველი მოსახლეობის შეფასების პროგრამის მიღმა დარჩნენ, - აღნიშნულ საკითხს მინისტრთა კაბინეტი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილავს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, მარტოხელა პენსიონერებს, კომპენსაციის სახით, ასევე აუნაზღაურდებათ თანხა, რომელიც უნდა მიეღოთ იმ თვეების განმავლობაში, როდესაც შემწეობის მიღება შეჩერებული ქონდათ.
მთავრობის მეთაურმა პროექტის მომზადებისთვის ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სოციალურად დაუცველი მოსახლეობის შეფასების ახალმა პროგრამამ, რომელიც მაისიდან დაიწყო, ხელისუფლებას საშუალება მისცა, მრავალსულიანი და მრავალშვილიანი ოჯახების საჭიროებები უფრო ნათლად დაენახა და გაეანალიზებინა.
„2012 წლიდან შეფასების მეთოდოლოგია არაერთხელ გაუმჯობესდა და ჯანდაცვის სამინისტრო მის კიდევ უფრო დახვეწაზე მუდმივ რეჟიმში მუშაობს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.