ძალიან სამწუხარო და მძიმე ამბავია, რომ პოლიციამ მიიღო ბრძანება პოლიტიკური ბრძანების შესრულების, რომ კომფორტი შუქმნან ამ სამარცხვინო ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის სამარცხვინო გუნდს, რომ გაიმარჯვონ ბიუროზე შესასვლელად და ამისთვის მოხდა ამხელა მობილიზება და ძალის გამოყენება, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა
გიგა ბოკერიამ „ტელეკომპანია პირველის“ ეთერში საუბრისას.
მისი თქმით, აქციაზე არავინ დაშავებულა, თუმცა იყო რისკი, რაც, მისი თქმით, სამარცხვინოა. მანვე აღნიშნა, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება სულ წნეხის ქვეშ იქნება.
„არავინ დაშავეულა, მაგრამ დაკავებული იყო ხალხი და იყო რისკი, ეს არის სამარცხვინო, თორემ ჩვენ ამ წლებს განმავლობაში ბევრი ვნახეთ, როცა პოლიცია ვერ იცავდა, იმიტომ, რომ ბრძანებაც არ ჰქონდა. თუ ჰგონიათ, რომ გამარჯვებაა ის, რომ ამ სპეცნაზებით ბიურო ჩაატარეს, სიბეცის მიღმაა ეს, სულ ასეთი პოლიტიკური ჯოჯოხეთი ექნებათ, ხვალ თუ არა ზეგ ისევ მივალთ, ისევ სპეცნაზი უნდა მოიყვანონ. ამ ხალხს არ დაუმსახურებია ნორმალური პოლიტიკური ცხოვრებით ცხოვრების უფლება, სულ წნეხის ქვეშ იქნებიან, სანამ ასე უტიფრად მოიქცევიან, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.