„2009 წელს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ვაჟი ცოტნე გამსახურდია დააკავეს და ბრალი მოქალაქე დავით ბაჯელიძის განზრახ მკვლელობის მცდელობის, აგრეთვე იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით წაუყენეს. შედეგად, ცოტნე გამსახურდია სასამართლომ დამნაშავედ ცნო და განუსაზღვრა შესაბამისი სასჯელი“, წერს სოციალურ ქსელში ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი და განაგრძობს:
„(აღნიშნული დანაშაულის ჩადენის მომენტში ცოტნე გამსახურდიას არასაპატიმრო აღმკვეთი ღონისძიება ჰქონდა შეფარდებული. იგი სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლით სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულებაშია ბრალდებული. საქმე ეხება 2007 წლის 7 ნოემბერს, ოპოზიციის მიერ გამართული აქციების დროს გავრცელებულ ვიდეო-ჩანაწერებს, სადაც ცოტნე გამსახურდიას რუსეთთან კავშირზეა საუბარი. მას 1999 წელს მოქალაქე მაღლაკელიძის დაჭრაც გაუხსენეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს.)
2001 წელს ზემოხსენებული დავით ბაჯელიძის მოგვარემ, გივი ბაჯელიძემ პოლიციას მიმართა და განაცხადა, რომ ცოტნე გამსახურდიამ მოკლა მისი შვილი - კახა ბაჯელიძე. (დაჭრილი და მოკლული ბაჯელიძეები მხოლოდ მოგვარეები არიან, გვარების დამთხვევაა და ერთმანეთს არ იცნობდნენ)“, აცხადებს ადვოკატი ზაქარეიშვილი და გივი ბაჯელიძის 2009 წელს გაკეთებულ განცხადებას აქვეყნებს.
2009 წელი, მოკლული კახა ბაჯელიძის მამა - გივი ბაჯელიძე:
„ყველას გასაგონად ვაცხადებ, რომ ჩემი შვილი კახა ბაჯელიძე ცოტნე გამსახურდიამ გამოასალმა სიცოცხლეს. კახა ცოტნესთან მეგობრობდა. ჩემი შვილი პატრონობდა ცოტნეს. 2001 წელს კახა ბულგარეთში წავიდა. ცოტნე ამ დროს მოსკოვში იყო. კახამ ფული გაუგზავნა და ცოტნე ბულგარეთში ჩაიყვანა. ბულგარეთში კახა ბაჯელიძის ნაქირავებ ბინაში ცოტნე გამსახურდიასა და კახა ბაჯელიძის გარდა, კიდევ სამი პირი ცხოვრობდა. დილით ბაჯელიძის მეგობრები სატელეფონო ზარმა გააღვიძა. ცოტნე რეკავდა, ჩემი გასაკეთებელი გავაკეთე, მანდ გდია ლოგინში მკვდარი და მიდით, უპატრონეთო. როცა ოთახში შევიდნენ, კახა თურმე სისხლში ცურავდა, მაგრამ ცოცხალი იყო და ამბობდა, ხელ-ფეხს ვერ ვამოძრავებო. ცოტნე გამსახურდიას ღამითვე დაეტოვებინა ბინა და თან თავისი ნივთებიც წაეღო. დაჭრილი ბულგარეთში საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც დამნაშავის ვინაობა არ გაამხილეს და ბულგარელ სამართალდამცველებს ჩვენება მისცეს, თითქოს ბიჭებს მეძავები ჰყავდათ აყვანილი, რომლებმაც გაძარცვეს და კახაც დაჭრეს. ჩემი შვილის მოთხოვნით ორი თვის მანძილზე მიმალავდნენ ამ ამბავს. ბოლოს, როგორც იქნა, შემატყობინეს. სასწრაფოდ ბულგარეთში ჩავედი. ავადმყოფობის ისტორია და შესაბამისი მონაცემები გერმანიის წამყვან კლინიკებში გავაგზავნეთ, მაგრამ იმედი არავინ მოგვცა. კისრის არეში მიყენებული ჭრილობა სასიკვდილო იყო. ბულგარელმა ექიმებმა თავიდანვე უთხრეს კახას მეგობრებს, რომ ასეთი ჭრილობის მიყენება მხოლოდ კარგად გაწვრთნილ პროფესიონალს თუ შეეძლო. რადგან ჩემს შვილს სასიცოცხლო პირი აღარ ჰქონდა, თვითმფრინავი დავიქირავეთ და თბილისში გადმოვიყვანეთ... თავად მითხრა, რომ დანა ცოტნე გამსახურდიამ ჩაარტყა. ამას გარდა, იმ ბინაში კიდევ სამი კაცი იყო. კახა კვირა-ნახევარში დაიღუპა. ეტყობა, ჩემი ცხონებული შვილი ფიქრობდა, გადავრჩებიო. მთხოვა, არ გინდა ჩივილი, ფეხზე დავდგები და თვითონ მოვთხოვ პასუხსო. სწორედ ამიტომ არ მივმართე პოლიციას. შვილის გარდაცვალების შემდეგ მისი ექსპერტიზაზე გაყვანა და ნაკუწებად დაჭრა მომთხოვეს, რაზეც არ დავთანხმდი. ამის გამო სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა. ცოტნე სამი თვე ცოცხალ-მკვდარი ჩემს ოჯახში ცხოვრობდა. ჩემი მეუღლე დედასავით პატრონობდა. მადლობის ნაცვლად კი ლოგინში მძინარე შვილი დამიკლა. არ ვიცი ვერ ვხვდები რატომ მომიკლა ცოტნემ შვილი. არ უნდა იყოს მთლად ნორმალური ეს კაცი. აბა, რა მიზეზი შეიძლებოდა ყოფილიყო, რომ შენი კეთილისმყოფელი და ახლო მეგობარი სასიკვდილოდ გაიმეტო? ჩემი შვილი მოკლა, ახლა ეს ბიჭი დაჭრა. კიდევ რამდენ ოჯახს გააუბედურებს ეგ მონსტრი, ვინ იცის! რატომ აფარებენ ხელს ამ გარეწარს? დავით ბაჯელიძე, რომლის მკვლელობის მცდელობაში ცოტნე გამსახურდია ამჟამად არის ბრალდებული - არ ვიცნობთ, მხოლოდ მოგვარეები ვართ“.
ცოტნე გამსახურდია თბილისში 19 დეკემბერს, მის საცხოვრებელ სახლთან საღამოს ცივი იარაღით დაჭრეს.
ხეჩინაშვილის კლინიკაში გამსახურდიას ნეიროქირურგიული ოპერაცია 7 საათი გაგრძელდა. ექიმების ინფორმაციით, „მდგომარეობა სერიოზული და მძიმეა“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.