ლევან დავითაშვილი: „ჩვენ გვჭირდება აგრარული სფეროს პროფესიონალები, ამიტომ პროექტები, რომლებიც პოპულარიზაციას უწევს ახალგარზრდებში სოფლის მეურნეობის მიმართულებებს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია”
06-10-2020, 12:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა,  მინისტრის პირველ მოადგილესთან, გიორგი ხანიშვილთან, საქართველოში აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის წარმომადგენელთან, დემნა ძირკვაძესთან  და ორგანიზაციის „მომავლის ფერმერი“ თავმჯდომარესთან, რუსუდან გიგაშვილთან ერთად, სოფლის მეურნეობის პოპულარიზაციის მიზნით გამართული კონკურსის  გამარჯვებულები დააჯილდოვა.

 

 

„სოფლის მეურნეობის ეფექტიანად და სწორად განვითარებისთვის, თანამედროვე ცოდნა აუცილებელია. ჩვენ გვჭირდება აგრარული სფეროს ახალგაზრდა პროფესიონალები, ამიტომ პროექტები, რომლებიც პოპულარიზაციას უწევს ახალგარზრდებში სოფლის მეურნეობის მიმართულებებს, განსაკუთრებით დასაფასებელია. აღსანიშნავია, სამინისტროსა და  აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობა, რომლის ფარგლებში არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა. მათ შორის არის ეს ინიციატივაც, რომელიც ახალგაზრდების სოფლის მეურნეობის დარგით დაინტერესებისა და წახალისების მიზნით, კონკურსის ჩატარებას გულისხმობს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

 

კონკურსი, რომელიც  მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და დარგით მომავალი თაობის დაინტერესებას, ორგანიზაციის „მომავლის ფერმერი“ ინიციატივით გაიმართა. კონკურსის მხარდამჭერები არიან  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი (USDA) და კალიფორნიის ფრეზნოს უნივერსიტეტი.

 

 

როგორც „მომავლის ფერმერის“ თავმჯდომარემ, რუსუდან გიგაშვილმა აღნიშნა, კონკურსში, ქვეყნის მასშტაბით მდებარე ათეულობით სკოლა ჩაერთო.  მონაწილეებმა წარადგინეს ინფორმაცია საკუთარი მეურნეობების და საკარმიდამო ბოსტნების, შერჩეული სათესლე/სანერგე მასალების, ჩატარებული აგროტექნიკური სამუშაოებისა და მიღებული მოსავლის შესახებ.  კონკურსი, სკოლების მეურნეობებისა და საკარმიდამო ბოსტნების ადგილზე ნახვასა და შეფასებას  ითვალისწინებდა, თუმცა  კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების გათვალისწინებით,  პროცედურები  ონლაინ რეჟიმში განხორციელდა.  

 

 

საკონკურსო კომისიამ გამარჯვებულები კალიფორნიის ფრეზნოს უნივერსიტეტის მიერ სასკოლო კონკურსების შეფასებისთვის შემუშავებული კრიტერიტერიუმების მიხედვით გამოავლინა.  კონკურსის პირველ ეტაპზე შეირჩა 37 მონაწილე, საიდანაც მეორე ეტაპზე გადავიდა 10. ქართველი და ამერიკელი სპეციალისტებით დაკომპლექტებულმა კომპეტენტურმა კომისიამ კი, სამი გამარჯვებული გამოავლინა შემდეგ ნომინაციაში: 

 

 

  • გუნდური ნამუშევარი - მარნეულის მუნიციპალიტეტის მარადისის საჯარო სკოლა, ეკოკლუბი „მაი“ - მე-9, მე-10, მე-11 კლასის 9 მოსწავლე.  წარმოებული კულტურები:  სალათის ფურცლები, ბროკოლი. 

 

  • მრავალფეროვანი ბოსტანი - გორის მუნიციპალიტეტი, სოფელ თორტიზას საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე გიორგი სირბილაძე. წარმოებული კულტურები: პომიდორი, ბულგარული წიწაკა, ბადრიჯანი, კიტრი, ყაბაყი, გოგრა, კომბოსტო. 

 

  • ყველაზე მოტივირებული - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, სოფელ იანეულის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ლაშა-გიორგი კუჭაშვილი. წარმოებული კულტურა: მარწყვი. 

 

 

გამარჯვებულებს პლანშეტები, მაღაზიის „ბიბლუსი“ ვაუჩერები, სიგელები და სერტიფიკატები გადაეცათ. 

 

 

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 48
#8   Bernard
      
References:


Sierra madre casino

References:
www.aaisalearns.ca
28 იანვარი 2026 03:34
#6   Pauline
      
References:


Buffalo slot machine

References:
hedgedoc.info.uqam.ca
25 იანვარი 2026 17:51
#5   Carol
      
References:


Caesars palace las vegas nv

References:
humanlove.stream
25 იანვარი 2026 17:38
#4   Diana
      
References:


Casino club

References:
funsilo.date
25 იანვარი 2026 05:23
#3   Belinda
      
References:


Roulette board

References:
https://yatirimciyiz.net
25 იანვარი 2026 02:46
#2   Ramiro
      
References:


Cycle anavar female before and after

References:
toxicdolls.com
21 იანვარი 2026 15:04
#1   Alma
      
steroids|alekk00d2yr5zwgei_j3cauqupgquqhozg:
***

References:
p.mobile9.com
18 იანვარი 2026 11:28
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 3 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი